პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩარგალში ბრაკონიერებს დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ - დაკავებულია მონადირეთა 6-კაციანი ჯგუფი
ჩარგალში ბრაკონიერებს დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ - დაკავებულია მონადირეთა 6-კაციანი ჯგუფი

დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩარ­გლის მიმ­დე­ბა­რედ, ბრა­კო­ნი­ე­რო­ბის კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა მოხ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, მი­ღე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შველ­ზე ნა­დი­რო­ბის ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნეს.

"ამ­ჯე­რად, დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­ნა­დი­რე­თა 6-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი და­ა­კა­ვეს, რომ­ლებ­საც უკვე მო­პო­ვე­ბუ­ლი და და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი შვე­ლი აღ­მო­აჩ­ნდათ. ყვე­ლა მათ­გა­ნი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ბრა­კო­ნი­ე­რე­ბი აღი­ა­რე­ბენ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს.

შედ­გა შე­სა­ბა­მი­სი ოქმი. გა­რე­მოს­თვის მი­ყე­ნე­ბულ ზი­ა­ნის ოდე­ნო­ბამ 5000 ლარი შე­ად­გი­ნა. ქმე­დე­ბა შე­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, შე­სა­ბა­მი­სად, მა­სა­ლე­ბი, შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ჩარგალში ბრაკონიერებს დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ - დაკავებულია მონადირეთა 6-კაციანი ჯგუფი

ჩარგალში ბრაკონიერებს დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ - დაკავებულია მონადირეთა 6-კაციანი ჯგუფი

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის მიმდებარედ, ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

"ამჯერად, დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონადირეთა 6-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ. ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. ბრაკონიერები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

შედგა შესაბამისი ოქმი. გარემოსთვის მიყენებულ ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა. ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნება", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

54 წლის მამაკაცი, რომელიც "ფეისბუქზე" შვილის სახელით დარეგისტრირდა და 12 წლის გოგონას გარყვნილ შეტყობინებებს უგზავნიდა, დააკავეს

დააკავეს 40 წლის ქალი, რომელმაც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალშობილი ჩვილი პარკში გახვეული მიატოვა

"ბავშვთა პორნოგრაფიის"’ საქმეზე ავსტრალიის მოქალაქეს 20 წლით, საქართველოს მოქალაქეებს კი 19-19 წლით პატიმრობა მიესაჯათ