"რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა ფრანგებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ მისი მეუღლე თანაშემწის სტატუსით ანაზღაურებას იღებდა. აღნიშნულის შესახებ ფრანსუა ფიიონმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფიიონის თქმით, აღნიშნული პრაქტიკა კანონიერია, თუმცა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, რომ ანაზღაურებას ოჯახის წევრს უხდიდა.
"მე არაფერი მაქვს დასამალი", - განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა და აღნიშნა, რომ "ანაზღაურების ცხრილებს" გამოაქვეყნებს.
"ის, რაც გუშინ დასაშვები იყო, დღეს არ შეიძლება განხორციელდეს. ბოდიშს ვუხდი ფრანგებს", - დასძინა ფრანსუა ფიიონმა.
მისი თქმით, "ის მილიონობით ფრანგმა აირჩია".
"ხელისუფლების არც ერთ ინსტიტუტს არ აქვს იურისდიქცია, ეჭვქვეშ დააყენოს პრაიმერიზის შედეგები", - ხაზგასმით აღნიშნა "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატმა.