პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გეგმავს თუ არა პრეზიდენტი დავით უსუფაშვილთან და "ევროპული საქართველოს" წევრებთან თანამშრომლობას?
გეგმავს თუ არა პრეზიდენტი დავით უსუფაშვილთან და "ევროპული საქართველოს" წევრებთან თანამშრომლობას?

ვერ და­გი­დას­ტუ­რებთ, მაგ­რამ ჩემ­თან ხში­რად არის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და მინ­და, რომ ეს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იყოს აქ­ტი­უ­რი, ინ­ტენ­სი­უ­რი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ას" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­კითხს იმის შე­სა­ხებ, რომ მას­თან ხში­რად და­ხუ­რულ შეხ­ვედ­რებ­ზე ხე­და­ვენ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ყო­ფილ ლი­დერ­სა და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რებს და სა­მო­მავ­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბიც აქვთ.

"ეს არის ნორ­მა­ლუ­რი ფორ­მა­ტი. ჩვენ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ერ­თმა­ნეთს უნდა ვე­სა­უბ­რე­ბო­დეთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში შევ­ქმნათ ნორ­მა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა, არა გა­მო­გო­ნი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, არა გა­ბუტვე­ბი და გაქ­ცე­ვე­ბი, არა­მედ ნორ­მა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა და მე, ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ვე­სა­უბ­რე­ბი, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ისი­ნი არი­ან მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე­ე­ბი პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში და პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქვს პრე­ზი­დენტს, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია და უბ­რა­ლოდ ასე ვერ გას­ცემს პა­სუხს". "ამ სა­კი­თხზე, ბუ­ნებ­რი­ვია, პო­ლი­ტი­კო­სი ყო­ველ­თვის იძ­ლე­ვა ხოლ­მე პა­სუხს, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რა პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა ან დი­ნა­მი­კაა. დღეს, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ სა­კი­თხზე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა არ წარ­მო­ად­გენს ჩემს პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგს", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

გეგმავს თუ არა პრეზიდენტი დავით უსუფაშვილთან და "ევროპული საქართველოს" წევრებთან თანამშრომლობას?

გეგმავს თუ არა პრეზიდენტი დავით უსუფაშვილთან და "ევროპული საქართველოს" წევრებთან თანამშრომლობას?

ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ ჩემთან ხშირად არის პოლიტიკური პარტიების კონსულტაციები და მინდა, რომ ეს კონსულტაციები იყოს აქტიური, ინტენსიური, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკითხს იმის შესახებ, რომ მასთან ხშირად დახურულ შეხვედრებზე ხედავენ "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილ ლიდერსა და "ევროპული საქართველოს" წევრებს და სამომავლოდ პოლიტიკური გეგმებიც აქვთ.

"ეს არის ნორმალური ფორმატი. ჩვენ, პოლიტიკოსები ერთმანეთს უნდა ვესაუბრებოდეთ, რომ ქვეყანაში შევქმნათ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, არა გამოგონილი დაპირისპირებები, არა გაბუტვები და გაქცევები, არამედ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება და მე, ბუნებრივია, როდესაც არის შესაძლებლობა, ყველა პოლიტიკურ ძალას ვესაუბრები, რადგან მიმაჩნია, რომ ისინი არიან მთავარი მოთამაშეები პოლიტიკურ ცხოვრებაში და პოლიტიკურ ველზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კითხვაზე, უფრო კონკრეტულად რა სამომავლო გეგმები აქვს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ "ეს მნიშვნელოვანი საკითხია და უბრალოდ ასე ვერ გასცემს პასუხს". "ამ საკითხზე, ბუნებრივია, პოლიტიკოსი ყოველთვის იძლევა ხოლმე პასუხს, გამომდინარე იქიდან, რა პოლიტიკური საჭიროება ან დინამიკაა. დღეს, სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება არ წარმოადგენს ჩემს პოლიტიკურ დღის წესრიგს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."