მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭი რომ არ დაბადებულიყო, მონასტერში უნდა წავსულიყავი... ახლა უფლება არ მაქვს" - დათუნიკა სხირტლაძის მეუღლის ინტერვიუ ტრაგედიის შემდეგ
"ბიჭი რომ არ დაბადებულიყო, მონასტერში უნდა წავსულიყავი... ახლა უფლება არ მაქვს" - დათუნიკა სხირტლაძის მეუღლის ინტერვიუ ტრაგედიის შემდეგ

ცოტა ხნის წინ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი, და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. თუ არ­სე­ბობს დი­დე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი, ეს დიდი ხე­ლო­ვა­ნის­თვის, ალ­ბათ, სწო­რედ სცე­ნა­ზე აღ­სას­რუ­ლი, მა­ყუ­რებ­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ოვა­ცი­ის ფონ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში, ეს უდ­რო­ოდ და თან, სწო­რედ მა­შინ მოხ­და, როცა ის ოცი წლის ნა­ნატ­რი შვი­ლის და­ბა­დე­ბას ელო­და. პა­ტა­რა და­ვით-თევ­დო­რე მა­მის დაკ­რძალ­ვის დღეს მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას.

მზია ჯინ­ჭა­რა­ძე (და­თუ­ნი­კა სხირტლა­ძის მე­უღ­ლე): და­ვი­თი ოცი წელი ელო­და შვი­ლის და­ბა­დე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ბედ­ნი­ე­რე­ბას. მე ეს სი­ხა­რუ­ლი მის­თვის მინ­დო­და. რომ გა­ი­გო, ბიჭი უნდა და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, შიშ­მა შე­ი­პყრო: ნე­ტავ, ჩემი გული თუ გა­უძ­ლებს ამ სი­ხა­რულ­სო? ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან დაფ­რი­ნავ­და და მეც ამით ვი­ყა­ვი ბედ­ნი­ე­რი. შემ­დეგ სას­წა­უ­ლი მოხ­და - მამა-შვილ­მა ად­გი­ლე­ბი გაც­ვა­ლეს. მამა წა­ვი­და, პა­ტა­რა კი ქვე­ყა­ნას მო­ევ­ლი­ნა. მისი და­ბა­დე­ბის სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა თა­ვი­დან ვერ აღ­ვიქ­ვი, მაგ­რამ დღეს უკვე მთლი­ა­ნად მი­სით ვცხოვ­რობ და უპირ­ვე­ლე­სად, მინ­და, რა­ჭას ვა­ჩუ­ქო მე­ო­რე და­ვი­თი. პა­ტა­რა ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია. თით­ქოს გრძნობს, რომ მამა არ დახ­ვდა ამ­ქვეყ­ნად. ხვდე­ბა, რომ დიდი მი­სია და­მე­კის­რა და თვი­თონ არ მა­წუ­ხებს.

- თქვით, მიკ­ვირს, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ წი­ნათ­გრძნო­ბა არ მქო­ნი­აო. რას გუ­ლის­ხმობთ, აქამ­დე გქო­ნი­ათ მსგავ­სი წი­ნათ­გრძნო­ბა?

- ბოლო დროს, საქ­მე­ე­ბის გამო, მე ხში­რად თბი­ლის­ში ყოფ­ნა მი­წევ­და. ის რა­ჭა­ში იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან შორს ვი­ყა­ვით, რამე თუ და­ე­მარ­თე­ბო­და, მა­შინ­ვე ვგრძნობ­დი. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო ხოლ­მე, ღამე რომ გა­ჭირ­ვე­ბია და არ უთ­ქვამს, მე დი­ლით მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩავ­სულ­ვარ. მე ბოლო დღე­ებ­შიც აქ ვი­ყა­ვი, ბავ­შვს ცხრა იან­ვარს ვე­ლო­დე­ბო­დით. და­ვი­თი იქ კულ­ტუ­რის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი იყო, 28-ში კონ­ცერ­ტი ჰქონ­და და შემ­დეგ უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო. მაგ­რამ, სთხო­ვეს, რომ 30-ში სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტიც ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. ვე­უბ­ნე­ბო­დი: უთხა­რი, შვილს რომ ელო­დე­ბი და წა­მო­დი-მეთ­ქი, მაგ­რამ უა­რის თქმა არ შე­ეძ­ლო და დარ­ჩა. ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე, მე ჩა­მე­კი­თხა მის­თვის, მო­უ­ლოდ­ნე­ლად. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ახალ წელს ბუ­ხარ­ში ცე­ცხლი რომ გიზ­გი­ზებ­და და ვი­ფიქ­რე, ბუ­ხარ­ში ცე­ცხლს და­ვახ­ვედ­რებ­დი და ოცწ­ლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად დავ­ლევ­დით სა­დღეგ­რძე­ლოს, რო­გორც დედა და მამა. რა­ჭა­ში რომ ჩა­ვე­დი, უკვე გვი­ა­ნი იყო და კონ­ცერ­ტზე მის­ვლა ვე­ღარ მო­ვას­წა­რი. რვის ნა­ხე­ვარ­ზე და­მი­რე­კა: მზი­კო, ახლა კონ­ცერტს და­ვამ­თავ­რებ და მალე მო­ვა­ლო. ეს იყო მისი ბოლო სი­ტყვე­ბი. ერთ სა­ათ­ში და­მი­რე­კეს, და­ვი­თი ცუ­და­და­აო. ვი­ფიქ­რე, უბ­რა­ლოდ, წნე­ვამ აუ­წია-მეთ­ქი, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ მი­ვე­დი, იქ ტრა­გე­დია დამ­ხვდა. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სცე­ნა­ზე გარ­და­იც­ვა­ლაო. თუმ­ცა, მე იმ კად­რე­ბის ნახ­ვა არ შე­მიძ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და თა­ვი­სი კუ­თხე. ნა­ქე­რა­ლას რომ გად­მო­ლა­ხავ­და, მან­ქა­ნას გა­ა­ჩე­რებ­და, მი­წას ჰკოც­ნი­და და ამ­ბობ­და: ეჰე­ჰეი, ჩემო რაჭა, შენ ხარ ჩემი შვე­ი­ცა­რია და საფ­რან­გე­თიო.

ბიჭი რომ არ და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, მე გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, მო­ნას­ტერ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი მო­ნაზვნად, მაგ­რამ ახლა უფ­ლე­ბა არ მაქვს ეს გზა ავირ­ჩიო, რად­გან პა­ტა­რა უნდა გავ­ზარ­დო. და­ვი­თის ნაკ­ვა­ლევს, მის სახლ-კარს, ვე­ნა­ხებს, ვერ გა­ვა­ნად­გუ­რებ. ამი­ტო­მაც მო­ვი­თხო­ვე მისი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც დღეს ვა­კან­ტუ­რია. აქამ­დე და­თუ­ნი­კას­თან ვი­ყა­ვი შე­უღ­ლე­ბუ­ლი და დღეს უკვე - რა­ჭას­თან ვარ. ახლა მე უნდა გა­ვა­კე­თო ის, რისი გა­კე­თე­ბაც მას უნ­დო­და.

წლე­ბის წინ მო­ვინ­დო­მე ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­სახ­ვის­თვის მი­მე­მარ­თა, მაგ­რამ ეკ­ლე­სია წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვი­და და ამი­ტომ თავი შე­ვი­კა­ვე. შემ­დეგ ასა­კის გამო ვე­ღარ გავ­ბე­დე ამის გა­კე­თე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, სუ­რო­გა­ცი­ის გზას მივ­მარ­თე. მაგ­რამ, ჩემს მა­მა­ოს არ ვუ­თხა­რი, რად­გან ვი­ცო­დი, ამიკ­რძა­ლავ­და. მე კი არ მინ­დო­და, რომ და­თუ­ნი­კას ჯიში ნა­ში­ე­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. რა­ჭი­დან ამ საქ­მის­თვის რომ წა­მო­ვე­დი, ღმერ­თს შევ­თხო­ვე: უფა­ლო, თუ ინე­ბებ, ამ კა­ცის ნა­ში­ე­რი გაჩ­ნდეს, ხელი შე­მი­წყე, თუ ვცო­დავ, ან ფეხი მომ­ტე­ხე, ან ხელი-მეთ­ქი. უფა­ლი ყვე­ლა­ფერ­ში და­მეხ­მა­რა და ბიჭი გვა­ჩუ­ქა, სა­უ­ბე­დუ­როდ, ამას მა­მა­მი­სი ვერ მო­ეს­წრო.

ქეთი კა­პა­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ბიჭი რომ არ დაბადებულიყო, მონასტერში უნდა წავსულიყავი... ახლა უფლება არ მაქვს" - დათუნიკა სხირტლაძის მეუღლის ინტერვიუ ტრაგედიის შემდეგ

"ბიჭი რომ არ დაბადებულიყო, მონასტერში უნდა წავსულიყავი... ახლა უფლება არ მაქვს" - დათუნიკა სხირტლაძის მეუღლის ინტერვიუ ტრაგედიის შემდეგ

ცოტა ხნის წინ, მოულოდნელად ყველასთვის საყვარელი ქართველი ხელოვანი, დათუნიკა სხირტლაძე გარდაიცვალა. თუ არსებობს დიდებული სიკვდილი, ეს დიდი ხელოვანისთვის, ალბათ, სწორედ სცენაზე აღსასრული, მაყურებლისგან მიღებული უდიდესი სიყვარულისა და ოვაციის ფონზე შეიძლება იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, დათუნიკა სხირტლაძის შემთხვევაში, ეს უდროოდ და თან, სწორედ მაშინ მოხდა, როცა ის ოცი წლის ნანატრი შვილის დაბადებას ელოდა. პატარა დავით-თევდორე მამის დაკრძალვის დღეს მოევლინა ქვეყანას.

მზია ჯინჭარაძე (დათუნიკა სხირტლაძის მეუღლე): დავითი ოცი წელი ელოდა შვილის დაბადებით გამოწვეულ ბედნიერებას. მე ეს სიხარული მისთვის მინდოდა. რომ გაიგო, ბიჭი უნდა დაბადებულიყო, შიშმა შეიპყრო: ნეტავ, ჩემი გული თუ გაუძლებს ამ სიხარულსო? ბედნიერებისგან დაფრინავდა და მეც ამით ვიყავი ბედნიერი. შემდეგ სასწაული მოხდა - მამა-შვილმა ადგილები გაცვალეს. მამა წავიდა, პატარა კი ქვეყანას მოევლინა. მისი დაბადების სიხარული და ბედნიერება თავიდან ვერ აღვიქვი, მაგრამ დღეს უკვე მთლიანად მისით ვცხოვრობ და უპირველესად, მინდა, რაჭას ვაჩუქო მეორე დავითი. პატარა ძალიან ჭკვიანია. თითქოს გრძნობს, რომ მამა არ დახვდა ამქვეყნად. ხვდება, რომ დიდი მისია დამეკისრა და თვითონ არ მაწუხებს.

- თქვით, მიკვირს, რომ გარდაცვალების შესახებ წინათგრძნობა არ მქონიაო. რას გულისხმობთ, აქამდე გქონიათ მსგავსი წინათგრძნობა?

- ბოლო დროს, საქმეების გამო, მე ხშირად თბილისში ყოფნა მიწევდა. ის რაჭაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან შორს ვიყავით, რამე თუ დაემართებოდა, მაშინვე ვგრძნობდი. გაკვირვებული იყო ხოლმე, ღამე რომ გაჭირვებია და არ უთქვამს, მე დილით მოულოდნელად ჩავსულვარ. მე ბოლო დღეებშიც აქ ვიყავი, ბავშვს ცხრა იანვარს ველოდებოდით. დავითი იქ კულტურის ცენტრის დირექტორი იყო, 28-ში კონცერტი ჰქონდა და შემდეგ უნდა ჩამოსულიყო. მაგრამ, სთხოვეს, რომ 30-ში სამთავრობო კონცერტიც ჩაეტარებინა. ვეუბნებოდი: უთხარი, შვილს რომ ელოდები და წამოდი-მეთქი, მაგრამ უარის თქმა არ შეეძლო და დარჩა. ამიტომ, გადავწყვიტე, მე ჩამეკითხა მისთვის, მოულოდნელად. ძალიან უყვარდა, ახალ წელს ბუხარში ცეცხლი რომ გიზგიზებდა და ვიფიქრე, ბუხარში ცეცხლს დავახვედრებდი და ოცწლიანი ლოდინის შემდეგ, პირველად დავლევდით სადღეგრძელოს, როგორც დედა და მამა. რაჭაში რომ ჩავედი, უკვე გვიანი იყო და კონცერტზე მისვლა ვეღარ მოვასწარი. რვის ნახევარზე დამირეკა: მზიკო, ახლა კონცერტს დავამთავრებ და მალე მოვალო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. ერთ საათში დამირეკეს, დავითი ცუდადააო. ვიფიქრე, უბრალოდ, წნევამ აუწია-მეთქი, მაგრამ საავადმყოფოში რომ მივედი, იქ ტრაგედია დამხვდა. მეუბნებიან, რომ სცენაზე გარდაიცვალაო. თუმცა, მე იმ კადრების ნახვა არ შემიძლია. განსაკუთრებით უყვარდა თავისი კუთხე. ნაქერალას რომ გადმოლახავდა, მანქანას გააჩერებდა, მიწას ჰკოცნიდა და ამბობდა: ეჰეჰეი, ჩემო რაჭა, შენ ხარ ჩემი შვეიცარია და საფრანგეთიო.

ბიჭი რომ არ დაბადებულიყო, მე გადაწყვეტილი მქონდა, მონასტერში წავსულიყავი მონაზვნად, მაგრამ ახლა უფლება არ მაქვს ეს გზა ავირჩიო, რადგან პატარა უნდა გავზარდო. დავითის ნაკვალევს, მის სახლ-კარს, ვენახებს, ვერ გავანადგურებ. ამიტომაც მოვითხოვე მისი სამსახური, რომელიც დღეს ვაკანტურია. აქამდე დათუნიკასთან ვიყავი შეუღლებული და დღეს უკვე - რაჭასთან ვარ. ახლა მე უნდა გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც მას უნდოდა.

წლების წინ მოვინდომე ხელოვნური ჩასახვისთვის მიმემართა, მაგრამ ეკლესია წინააღმდეგი წავიდა და ამიტომ თავი შევიკავე. შემდეგ ასაკის გამო ვეღარ გავბედე ამის გაკეთება და საბოლოოდ, სუროგაციის გზას მივმართე. მაგრამ, ჩემს მამაოს არ ვუთხარი, რადგან ვიცოდი, ამიკრძალავდა. მე კი არ მინდოდა, რომ დათუნიკას ჯიში ნაშიერის გარეშე დარჩენილიყო. რაჭიდან ამ საქმისთვის რომ წამოვედი, ღმერთს შევთხოვე: უფალო, თუ ინებებ, ამ კაცის ნაშიერი გაჩნდეს, ხელი შემიწყე, თუ ვცოდავ, ან ფეხი მომტეხე, ან ხელი-მეთქი. უფალი ყველაფერში დამეხმარა და ბიჭი გვაჩუქა, საუბედუროდ, ამას მამამისი ვერ მოესწრო.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს" - რას წერს ამერიკელი სენატორი?

"ელფერებით არ უნდა ვილაპარაკოთ, გრეის 50 ელფერი, თუ 100 ელფერი - კინოში არ ვართ, ვართ პოლიტიკაში" - არჩილ თალაკვაძე