საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
40-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე დანგრეული ტელევიზია - ფოტოები "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან"
40-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე დანგრეული ტელევიზია - ფოტოები "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან"

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძის მიერ დღეს წარ­დგე­ნილ გარ­დაქ­მნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სამ­წლი­ან სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი მა­უ­წყებ­ლის შე­ნო­ბა­ზე კეთ­დე­ბა.

მაღ­ლა­ფე­რი­ძის გეგ­მით, კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბია: მა­უ­წყებ­ლის ყვე­ლა პლატ­ფორ­მა­ზე ყვე­ლა გა­და­ცე­მის და წარ­მო­ე­ბის შე­ჩე­რე­ბა (სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბის გარ­და), თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია, გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თან­ხე­ბის მი­მარ­თვა მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბა­ზის გა­სა­ახ­ლებ­ლად, მა­უ­წყებ­ლის ყვე­ლა სეგ­მენ­ტში კონ­კუ­რენ­ცი­ის პრინ­ციპ­ზე გა­დას­ვლა, 2017 წელს ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის შე­დე­გად გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 15 მი­ლი­ო­ნი ლარი, სულ 2017-2019 წლებ­ში ახალ შე­ნო­ბა­ზე, რე­გი­ო­ნულ ოფი­სებ­ზე, ტექ­ნი­კურ და ტექ­ნო­ლო­გი­ურ გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე, არ­ქი­ვის გა­ციფვ­რა­ზე და­ი­ხარ­ჯე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 45 მი­ლი­ო­ნი ლარი.

იხი­ლეთ ვი­დეო Palitravideo.ge-ზე

"ყო­ველ­დღი­უ­რად ნად­გურ­დე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე ვი­დეო/აუ­დიო და ფოტო არ­ქი­ვი, რად­გან არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა მა­სა­ლე­ბის ციფ­რულ მა­ტა­რე­ბელ­ზე გა­და­ტა­ნა", - ნათ­ქვა­მია სამ­წლი­ან გეგ­მა­ში.

მაღ­ლა­ფე­რი­ძის სა­მო­მავ­ლო გეგ­მა 2017-2019 წლებ­ში ახა­ლი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სე­ბის გახ­სნას გუ­ლის­ხმობს.

წა­ი­კი­თხეთ: იხუ­რე­ბა თუ არა "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე" გა­და­ცე­მე­ბი - ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძის ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

40-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე დანგრეული ტელევიზია - ფოტოები "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან"

40-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე დანგრეული ტელევიზია - ფოტოები "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან"

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მიერ დღეს წარდგენილ გარდაქმნისა და განვითარების სამწლიან სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მაუწყებლის შენობაზე კეთდება.

მაღლაფერიძის გეგმით, კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელი ნაბიჯებია: მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება (საინფორმაციო გამოშვებების გარდა), თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად, მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლა, 2017 წელს ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება დაახლოებით 15 მილიონი ლარი, სულ 2017-2019 წლებში ახალ შენობაზე, რეგიონულ ოფისებზე, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზე, არქივის გაციფვრაზე დაიხარჯება დაახლოებით 45 მილიონი ლარი.

იხილეთ ვიდეო Palitravideo.ge-ზე

"ყოველდღიურად ნადგურდება ისტორიული ღირებულების მქონე ვიდეო/აუდიო და ფოტო არქივი, რადგან არ ხორციელდება მასალების ციფრულ მატარებელზე გადატანა", - ნათქვამია სამწლიან გეგმაში.

მაღლაფერიძის სამომავლო გეგმა 2017-2019 წლებში ახალი შენობის აშენებასა და რეგიონული ოფისების გახსნას გულისხმობს.

წაიკითხეთ: იხურება თუ არა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაცემები - ვასილ მაღლაფერიძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები პრესკონფერენციაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი