საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ცისანა შარტავა აცხადებს, პატრიარქი ბერლინში კლინიკაშია და მიმდინარეობს ამ ეტაპისათვის აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები.
"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. კლინიკაშია. მიმდინარეობს ამ ეტაპისათვის სათანადო მკურნალობა და აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. გამოკვლევების დამთავრების შემდეგ სპეციალისტები შეჯერდებიან მკურნალობის გაგრძელების ტაქტიკაზე", - აცხადებს საქართველოს საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ცისანა შარტავა.