"სასტუმრო მუზეუმი" 14 თებერვალს "სიყვარულის მუზეუმად" გადაიქცევა!

"სასტუმრო მუზეუმი" 14 თებერვალს "სიყვარულის მუზეუმად" გადაიქცევა!

ჯერ კიდევ მაშინ, როცა თბილისში ფოსტა არ არსებობდა, ორბელიანების სასახლეში სასიყვარულო ბარათები იცვლეობდა... სამი საუკუნის წინ ორბელიანების სასახლე ხშირად მასპინძლობდა სალონურ საღამოებს და იმ პერიოდისთვის ცნობილი პიროვნებების შეხვედრის ადგილს წარმოადგენდა. სასახლეს მალე "სიყვარულის მუზეუმიც" კი შეარქვეს, თურმე ყველაზე მეტი სასიყვარულო ბარათი სწორედ ამ შენობაში ინახებოდა, მაიკო ორბელიანი კი შეყვარებულების ქომაგი გახლდათ.

სწორედ ამიტომ, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით "სასტუმრო მუზეუმი" მრავალ საინტერესო ღონისძიებას გთავაზობთ.

სპეციალურად ამ დღისთვის სასტუმროს მისაღებში მოეწყობა "სასიყვარულო ბარათების" გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას და რებეკა ვაშაძის, ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანისა და სხვათა სასიყვარულო ბარათები, ასევე XVIII-XIX საუკუნეების ეპისტოლეები. გამოფენა განხორციელდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციის ბაზაზე.

მაიკო ორბელიანის სახელობის ისტორიულ კუთხეში კი ახალგაზრდა შემოქმედი თამთა გრიგოლია საკუთარი წიგნიდან, " ასე უყვარდათ უწინ" სასიყვარულო მიმოწერების ამონარიდებს წაიკითხავს.

"კაფე მუზეუმი" ლამაზ, რომანტიკულ და დაუვიწყარ ვახშამს გთავაზობთ, საოცრად მოწყობილ გემოვნებიან გარემოს შოუ პროგრამა დაამშვენებს, წამყვანები კი სტუმრების გართობასა და საღამოს რომანტიკულად გატარებაზე იზრუნებენ.

მოეწყობა უამრავი გათამაშება, პრიზებით და საჩუქრებით.

თუ თქვენც გსურთ გახდეთ ამ საოცარი დღის მონაწილე, ძველი ტრადიციის აღდგენით, ჩაერთეთ ჩვენს გამოწვევაში!

ყველა შეყვარებულ წყვილს გაძლევთ შანსს გამოგვიგზავნოთ სასიყვარულო წერილი ჩვენს Facebook გვერდზე პირად შეტყობინებაში.

გახდით საუკეთესო წერილის ავტორი!

მოიგეთ ორ კაციანი დაუვიწყარი ვახშამი "სასტუმრო მუზეუმის" სპეციალურად ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილ შთამბეჭდავ საღამოზე. გაატარე დაუვიწყარი დღე "სიყვარულის მუზეუმში".

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი