პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იხურება თუ არა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაცემები - ვასილ მაღლაფერიძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები პრესკონფერენციაზე
იხურება თუ არა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაცემები - ვასილ მაღლაფერიძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები პრესკონფერენციაზე

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ტე­ლე­ვი­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვა წა­რუდ­გი­ნა.

"მე მინ­და მივ­მარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას - ალ­ბათ დად­გა დრო, რო­დე­საც უნდა გა­მოვ­ნა­ხოთ მცი­რე­ო­დე­ნი დრო და ვი­ფიქ­როთ ხოლ­მე, რო­გო­რი უნდა იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ფი­ნანსდე­ბა ჩვე­ნი ჯი­ბი­დან და ერ­თა­დერ­თი ტე­ლე­ვი­ზი­აა, რო­მე­ლიც არ გა­მო­ხა­ტავს რო­მე­ლი­მე კერ­ძო პი­რის ან გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის პო­ლი­ტი­კურ თუ ფი­ნან­სურ ინ­ტე­რე­სებს, გა­მო­ხა­ტავს და უნდა გა­მო­ხა­ტავ­დეს მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს. გუნ­დმა, ვინც ვართ მო­ვამ­ზა­დეთ ჩვე­ნი ხედ­ვა, რო­გორც ვხე­დავთ "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" გან­ვი­თა­რე­ბას.

ნა­ხეთ ვი­დეო

და­სა­წყის­ში­ვე მინ­და მოვ­სხი­პო ის აჟი­ო­ტა­ჟი, რომ თით­ქოს ჩვენ ვი­ღა­ცის მოხ­სნას ვა­პი­რებთ, ან თით­ქოს რა­ღა­ცე­ბის და­ხურ­ვას ვა­პი­რებთ. ასე­თი არც გან­ზრახ­ვა გვაქვს, არც სურ­ვი­ლი გვაქვს და რაც მთა­ვა­რია, კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ გვაქვს და ყვე­ლას ვთხოვ, ამ თე­მებ­ზე სპე­კუ­ლა­ცია და­ვამ­თავ­როთ. ჩვენ გა­ცი­ლე­ბით უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მა­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი - რო­გო­რი "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" გვინ­და", - გა­ნა­ცხა­და მაღ­ლა­ფე­რი­ძემ.

თუმ­ცა, ამა­ვე პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ახა­ლარ­ჩე­ულ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კრი­ზი­სი­დან ერთ-ერთი გა­მო­სა­ვა­ლი სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს გარ­და, მა­უ­წყებ­ლის ყვე­ლა პლატ­ფორ­მა­ზე ყვე­ლა გა­და­ცე­მის და წარ­მო­ე­ბის შე­ჩე­რე­ბაა. მი­სი­ვე თქმით, მა­უ­წყე­ბელს აქვს 39 მი­ლი­ო­ნი და ამ თან­ხით უნდა შეძ­ლონ ყვე­ლა ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა - "გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა, ოფი­სე­ბი, არ­ქი­ვი და ამა­ვე დროს, გან­ვი­თა­რე­ბა".

ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძის გეგ­მით, კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბია: მა­უ­წყებ­ლის ყვე­ლა პლატ­ფორ­მა­ზე ყვე­ლა გა­და­ცე­მის და წარ­მო­ე­ბის შე­ჩე­რე­ბა (სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბის გარ­და), თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია, გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თან­ხე­ბის მი­მარ­თვა მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბა­ზის გა­სა­ახ­ლებ­ლად, მა­უ­წყებ­ლის ყვე­ლა სეგ­მენ­ტში კონ­კუ­რენ­ცი­ის პრინ­ციპ­ზე გა­დას­ვლა, 2017 წელს ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის შე­დე­გად გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 15 მი­ლი­ო­ნი ლარი, სულ 2017-2019 წლებ­ში ახალ შე­ნო­ბა­ზე, რე­გი­ო­ნულ ოფი­სებ­ზე, ტექ­ნი­კურ და ტექ­ნო­ლო­გი­ურ გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა­ზე, არ­ქი­ვის გა­ციფვ­რა­ზე და­ი­ხარ­ჯე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 45 მი­ლი­ო­ნი ლარი.

მი­სი­ვე თქმით, სა­ჭი­როა ფი­ნან­სე­ბი და ელე­მენ­ტა­რუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის შექ­მნა, რო­მე­ლიც აქვს ყვე­ლა სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ას.

"სა­ჭი­როა ფი­ნან­სე­ბი და ელე­მენ­ტა­რუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის შექ­მნა, რო­მე­ლიც აქვს ყვე­ლა სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ას და არ აქვს ამ ტე­ლე­ვი­ზი­ას და ამის­თვის სა­ჭი­როა 2018 წლამ­დე დრო­ე­ბით შე­ვა­ჩე­როთ გა­და­ცე­მე­ბი, რათა მო­ვამ­ზა­დოთ პლატ­ფორ­მა. ჩვენ დრო­ე­ბით ვა­ჩე­რებთ გა­და­ცე­მებს, რათა დიდი ხნით არ გა­ჩერ­დეს მა­უ­წყე­ბე­ლი. ეს არის ჩვე­ნი გეგ­მა, ეს არის ჩვე­ნი ანა­ლი­ზი, ჩვე­ნი სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა აქ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა. ამა­ვე დროს ვხსნით კარს, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ჩვენ კი არ დაგ­ვის­ვან მარ­ტო კი­თხვე­ბი, წარ­მო­ად­გი­ნონ თა­ვი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, თა­ვის სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა.

მე ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა, ჩვენ გუნდსაც ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბა და ად­გილ­საც და­ვუთ­მობ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით, თუ მო­ვის­მენთ იმ გეგ­მას, რო­გორ უნდა გა­მო­ვი­დეთ კრი­ზი­სი­დან ისე, რომ არც გა­და­ცე­მე­ბი შე­ვა­ჩე­როთ, ამ არ­სე­ბულ თან­ხებ­ში ყვე­ლაფ­რის ისევ ისე კე­თე­ბა გა­ვაგ­რძე­ლოთ, რო­გორ მო­ვუ­მა­ტოთ თა­ნამ­შრომ­ლებს ხელ­ფა­სე­ბი, რო­გორ ვი­ყი­დოთ ახა­ლი ტექ­ნი­კა, მე ამ პრო­ექტს სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვუს­მენ­დი. არა მხო­ლოდ facebook-ზე ლან­ძღვის რე­ჟიმ­ში, არა­მედ ძა­ლი­ან საქ­მი­ა­ნად და ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით. უნდა იყოს ძა­ლი­ან დიდი მსჯე­ლო­ბა, ჩვენ ჯერ ეს უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ", - გა­ნა­ცხა­და მაღ­ლა­ფე­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

იხურება თუ არა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაცემები - ვასილ მაღლაფერიძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები პრესკონფერენციაზე

იხურება თუ არა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაცემები - ვასილ მაღლაფერიძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები პრესკონფერენციაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც საზოგადოებას ტელევიზიის განვითარების ხედვა წარუდგინა.

"მე მინდა მივმართო საზოგადოებას - ალბათ დადგა დრო, როდესაც უნდა გამოვნახოთ მცირეოდენი დრო და ვიფიქროთ ხოლმე, როგორი უნდა იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ფინანსდება ჩვენი ჯიბიდან და ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც არ გამოხატავს რომელიმე კერძო პირის ან გარკვეული ჯგუფის პოლიტიკურ თუ ფინანსურ ინტერესებს, გამოხატავს და უნდა გამოხატავდეს მთელი საზოგადოების ინტერესებს. გუნდმა, ვინც ვართ მოვამზადეთ ჩვენი ხედვა, როგორც ვხედავთ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარებას.

ნახეთ ვიდეო

დასაწყისშივე მინდა მოვსხიპო ის აჟიოტაჟი, რომ თითქოს ჩვენ ვიღაცის მოხსნას ვაპირებთ, ან თითქოს რაღაცების დახურვას ვაპირებთ. ასეთი არც განზრახვა გვაქვს, არც სურვილი გვაქვს და რაც მთავარია, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ამის უფლებამოსილება არ გვაქვს და ყველას ვთხოვ, ამ თემებზე სპეკულაცია დავამთავროთ. ჩვენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან თემაზე გვაქვს საუბარი - როგორი "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გვინდა", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

თუმცა, ამავე პრესკონფერენციაზე ახალარჩეულმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კრიზისიდან ერთ-ერთი გამოსავალი საინფორმაციოს გარდა, მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერებაა. მისივე თქმით, მაუწყებელს აქვს 39 მილიონი და ამ თანხით უნდა შეძლონ ყველა ამოცანის გადაჭრა - "გადაიარაღება, ოფისები, არქივი და ამავე დროს, განვითარება".

ვასილ მაღლაფერიძის გეგმით, კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელი ნაბიჯებია: მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება (საინფორმაციო გამოშვებების გარდა), თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად, მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლა, 2017 წელს ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება დაახლოებით 15 მილიონი ლარი, სულ 2017-2019 წლებში ახალ შენობაზე, რეგიონულ ოფისებზე, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზე, არქივის გაციფვრაზე დაიხარჯება დაახლოებით 45 მილიონი ლარი.

მისივე თქმით, საჭიროა ფინანსები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას.

"საჭიროა ფინანსები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას და არ აქვს ამ ტელევიზიას და ამისთვის საჭიროა 2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა მოვამზადოთ პლატფორმა. ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. ეს არის ჩვენი გეგმა, ეს არის ჩვენი ანალიზი, ჩვენი საექსპერტო დასკვნა აქ არსებული მდგომარეობისა. ამავე დროს ვხსნით კარს, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენ კი არ დაგვისვან მარტო კითხვები, წარმოადგინონ თავისი რეკომენდაციები, თავის საექსპერტო დასკვნა.

მე ძალიან გამიხარდება, ჩვენ გუნდსაც ძალიან გაუხარდება და ადგილსაც დავუთმობ დიდი სიამოვნებით, თუ მოვისმენთ იმ გეგმას, როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან ისე, რომ არც გადაცემები შევაჩეროთ, ამ არსებულ თანხებში ყველაფრის ისევ ისე კეთება გავაგრძელოთ, როგორ მოვუმატოთ თანამშრომლებს ხელფასები, როგორ ვიყიდოთ ახალი ტექნიკა, მე ამ პროექტს სიამოვნებით მოვუსმენდი. არა მხოლოდ facebook-ზე ლანძღვის რეჟიმში, არამედ ძალიან საქმიანად და ძალიან ყურადღებით. უნდა იყოს ძალიან დიდი მსჯელობა, ჩვენ ჯერ ეს უნდა გავაცნობიეროთ", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი