მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გვარამია: "აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოსდა ჩემი და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, "უმოწყალო მონტაჟია"
ნიკა გვარამია: "აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოსდა ჩემი და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, "უმოწყალო მონტაჟია"

"რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც თით­ქოს­და მისი და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის სა­უ­ბარს ასა­ხავს, "უმო­წყა­ლო მონ­ტა­ჟია".

რო­გორც გვა­რა­მი­ამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რა­საც სუს-ი სჩა­დის, და­ნა­შა­უ­ლია.

"ძა­ლი­ან დი­ნა­მი­კუ­რად იმუ­შა­ვა სუს-მა გუ­შინ­დე­ლი ჩვე­ნი სი­უ­ჟე­ტის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ზღა­ი­ძის მიერ ქრთა­მის აღე­ბას ეხე­ბა. ამის გა­და­ფარ­ვა არ გა­მო­ვა, მო­გი­წევთ პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ეს სა­უბ­რე­ბი არ არის ჩემი და არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. აღე­ბუ­ლია ჩემი ხმა ჩემი რამ­დე­ნი­მე სა­უბ­რი­დან - რაც ვი­ცა­ნი, არის 4-5 სა­უ­ბა­რი და რაც ვერ ვი­ცა­ნი, კი­დევ სხვა სა­კი­თხია. ბა­ტონ ადე­იშ­ვილ­თან ჩემი სა­უ­ბა­რი ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს ან უფრო სწო­რად არ­სე­ბობს. მი­ნი­მუმ 2 წე­ლია ჩვენ ტე­ლე­ფო­ნით არ გვი­სა­უბ­რია, ჩვე­ნი სა­უბ­რე­ბი შემ­დგა­რია კი­ევ­ში პი­რის­პირ. რამ­დე­ნიც არ უნდა ეცა­დოთ, ჩემი კო­რუფ­ცი­ა­ში გას­ვრა, არ გა­მო­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მუ­კა ახვლე­დი­ანს, იგი არას­დროს წარ­მო­ად­გენ­და ჩემს ინ­ტე­რესს, მას არას­დროს შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია არც "რუს­თა­ვი 2"-ის და არც ჩემს საქ­მეს­თან... რაც შე­ე­ხე­ბა ამ ჩა­ნა­წერს, ეს არ არის ჩემი და ადე­იშ­ვი­ლის სა­უ­ბა­რი. ეს არის ჩემი სა­უბ­რე­ბის კომ­პი­ლა­ცია სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებ­თან. ბა­ტო­ნი ადე­იშ­ვი­ლის ხმა არის თუ არა, მე ვერც და­ვა­დას­ტუ­რებ, ვერც უარ­ვყოფ, მაგ­რამ თუ არის, ისიც აღე­ბუ­ლია, რო­გორც ჩანს, სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებ­თან მისი სა­უბ­რე­ბი­დან. შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი ყუ­რის­თვი­საც გა­სა­გე­ბია, რომ ეს არის უმო­წყა­ლო მონ­ტა­ჟი და რო­გორც ჩანს, ჩვენ მოგ­ვი­წევს სტუ­დი­ა­ში ახა­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უკვე სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის აწყო­ბა და ამას მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

მისი თქმით, მსგავ­სი სი­ბინ­ძუ­რე­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, მათ შო­რის პი­რა­დი ხა­სი­ა­თი­სას, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში კი­დევ ელო­დე­ბა. "არ გა­მო­ვა, რაც გინ­და, ის გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ", - დას­ძი­ნა გვა­რა­მი­ამ.

სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი გა­მო­ცე­მა Українська революція მო­რიგ ჩა­ნა­წერს აქ­ვეყ­ნებს. ამ­ჯე­რად, პორ­ტა­ლის მტკი­ცე­ბით, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას სა­უ­ბარს ასა­ხავს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ნიკა გვარამია: "აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოსდა ჩემი და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, "უმოწყალო მონტაჟია"

ნიკა გვარამია: "აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოსდა ჩემი და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, "უმოწყალო მონტაჟია"

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც თითქოსდა მისი და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს, "უმოწყალო მონტაჟია".

როგორც გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რასაც სუს-ი სჩადის, დანაშაულია.

"ძალიან დინამიკურად იმუშავა სუს-მა გუშინდელი ჩვენი სიუჟეტის შემდეგ, რომელიც ქალბატონი ნაზღაიძის მიერ ქრთამის აღებას ეხება. ამის გადაფარვა არ გამოვა, მოგიწევთ პასუხის გაცემა. ეს საუბრები არ არის ჩემი და არის დამონტაჟებული. აღებულია ჩემი ხმა ჩემი რამდენიმე საუბრიდან - რაც ვიცანი, არის 4-5 საუბარი და რაც ვერ ვიცანი, კიდევ სხვა საკითხია. ბატონ ადეიშვილთან ჩემი საუბარი ბუნებაში არ არსებობს ან უფრო სწორად არსებობს. მინიმუმ 2 წელია ჩვენ ტელეფონით არ გვისაუბრია, ჩვენი საუბრები შემდგარია კიევში პირისპირ. რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ჩემი კორუფციაში გასვრა, არ გამოვა. რაც შეეხება მამუკა ახვლედიანს, იგი არასდროს წარმოადგენდა ჩემს ინტერესს, მას არასდროს შეხება არ ჰქონია არც "რუსთავი 2"-ის და არც ჩემს საქმესთან... რაც შეეხება ამ ჩანაწერს, ეს არ არის ჩემი და ადეიშვილის საუბარი. ეს არის ჩემი საუბრების კომპილაცია სხვადასხვა ადამიანებთან. ბატონი ადეიშვილის ხმა არის თუ არა, მე ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ, მაგრამ თუ არის, ისიც აღებულია, როგორც ჩანს, სხვადასხვა ადამიანებთან მისი საუბრებიდან. შეუიარაღებელი ყურისთვისაც გასაგებია, რომ ეს არის უმოწყალო მონტაჟი და როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს სტუდიაში ახალი ექსპერიმენტების ჩატარება უკვე სატელეფონო საუბრების აწყობა და ამას მაყურებელი იხილავს", - განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, მსგავსი სიბინძურეების გავრცელებას, მათ შორის პირადი ხასიათისას, უახლოეს დღეებში კიდევ ელოდება. "არ გამოვა, რაც გინდა, ის გამოაქვეყნეთ", - დასძინა გვარამიამ.

საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა Українська революція მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს. ამჯერად, პორტალის მტკიცებით, აუდიოჩანაწერი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარს ასახავს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."