სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ უწყებებში დასაქმდნენ "ოცნების" მთავრობის ყოფილი მინისტრები და მაღალჩინოსნები
რომელ უწყებებში დასაქმდნენ "ოცნების" მთავრობის ყოფილი მინისტრები და მაღალჩინოსნები

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და ცვლი­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბაც რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა გა­მო­იც­ვა­ლა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ბედი ეწი­ათ ყო­ფილ მი­ნის­ტრებს და ვინ რო­მელ უწყე­ბა­ში გა­და­ნა­წილ­და სამ­თავ­რო­ბო კა­ბი­ნე­ტის შემ­დეგ. ამ სტა­ტი­ა­ში გა­გახ­სე­ნებთ ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს და მათ ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბებს:

ნო­დარ ხა­დუ­რი - ფი­ნანსთა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, "ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბის ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩე­ვის შემ­დეგ ახალ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში ვე­ღარ მოხ­ვდა, თუმ­ცა მა­ლე­ვე კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რედ და­ი­ნიშ­ნა. 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, მთავ­რო­ბის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნო­დარ ხა­დუ­რი ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა. ნო­დარ ხა­დუ­რის და­ნიშ­ვნამ­დე კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს გი­ორ­გი ბა­რა­ბა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო PALITRAVIDEO.GE-ზე

ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი - 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, მთავ­რო­ბის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვერ მოხ­ვდა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ხემ­ძღვა­ნე­ლის, ლაშა თორ­დი­ას მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ამ ეტაპ­ზე ზუ­რაბ ალა­ვი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

თა­მარ სა­ნი­კი­ძე - სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში დარ­ჩა გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თა­მარ სა­ნი­კი­ძე. მას შემ­დეგ, რაც 2016 წლის ზა­ფხულ­ში ის ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ ჩა­ა­ნაც­ვლა მი­ნის­ტრის პოსტზე, სა­ნი­კი­ძე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ერო­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა.

არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი 2012-2013 წლებ­ში იკა­ვებ­და. თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ის სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო­ში ად­ვო­კა­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას და­უბ­რუნ­და.

ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე - ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი პოსტს 2013 წლის 20 ნო­ემ­ბრი­დან 2015 წლის 23 იან­ვრამ­დე იკა­ვებ­და. ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრი დღეს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლეა.

კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს კი თა­ვის მხრივ, კი­დევ ერთი ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ხელ­მძღვა­ნე­ლობს - თავ­დაც­ვის უწყე­ბის ექს-ხელ­მძღვა­ნე­ლი მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე 2015 წლის მა­ი­სი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი - მისი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ყო­ფი­ლი შს და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა. რო­გორც ჩანს, ამ ეტაპ­ზე ექს-პრე­მი­ე­რი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და მე­უღ­ლეს 4 შვი­ლის აღ­ზრდა­ში ეხ­მა­რე­ბა. თუმ­ცა, ის აქ­ტი­უ­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ერთ-ერთი ბოლო პოს­ტი, რო­მე­ლიც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბას შე­ე­ხე­ბო­და.

გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2014-2015 წლებ­ში იკა­ვებ­და. 2015 წლის და­სა­წყის­ში მა­შინ­დელ­მა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა, ნო­დარ ხა­დურ­მა ბა­დაშ­ვი­ლი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ნა. იგი თა­ნამ­დე­ბო­ბას ამ დრომ­დე იკა­ვებს.

ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი - ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის სა­ხე­ლი უფრო მე­ტად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ბიზ­ნეს­წი­ლებ­თან. ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სა­კუ­თა­რი ნე­ბით წა­ვი­და, თუმ­ცა 2015 წელს ის პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი გახ­და. ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა ჯან­ყა­რაშ­ვილ­მა მა­ლე­ვე და­ტო­ვა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­მამ­რის, თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის დის­შვი­ლია და მას მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ რო­გორც ე.წ. კა­ხუ­რი კლა­ნის ერთ-ერთ წევ­რს. ამ ეტაპ­ზე ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში არ მუ­შა­ობს, თუმ­ცა სად არის და რას საქ­მი­ა­ნობს უც­ნო­ბია.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რომელ უწყებებში დასაქმდნენ "ოცნების" მთავრობის ყოფილი მინისტრები და მაღალჩინოსნები

რომელ უწყებებში დასაქმდნენ "ოცნების" მთავრობის ყოფილი მინისტრები და მაღალჩინოსნები

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტში რამდენჯერმე მოხდა ცვლილება. საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაც რამდენიმე მაღალჩინოსანმა გამოიცვალა. საინტერესოა, რა ბედი ეწიათ ყოფილ მინისტრებს და ვინ რომელ უწყებაში გადანაწილდა სამთავრობო კაბინეტის შემდეგ. ამ სტატიაში გაგახსენებთ ყოფილ მაღალჩინოსნებს და მათ ახალ თანამდებობებს:

ნოდარ ხადური - ფინანსთა ყოფილი მინისტრი, "ოცნების" მთავრობის ხელახალი არჩევის შემდეგ ახალ მინისტრთა კაბინეტში ვეღარ მოხვდა, თუმცა მალევე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის ახალ შემადგენლობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩაანაცვლა. ნოდარ ხადურის დანიშვნამდე კონკურენციის სააგენტოს გიორგი ბარაბაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ვიდეო PALITRAVIDEO.GE-ზე

ნოდარ ჯავახიშვილი - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის ახალ შემადგენლობაში ვერ მოხვდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხემძღვანელის, ლაშა თორდიას მოადგილედ დაინიშნა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ ეტაპზე ზურაბ ალავიძე ხელმძღვანელობს.

თამარ სანიკიძე - საჯარო სამსახურში დარჩა განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე. მას შემდეგ, რაც 2016 წლის ზაფხულში ის ალექსანდრე ჯეჯელავამ ჩაანაცვლა მინისტრის პოსტზე, სანიკიძე განათლების ხარისხის განვითარების ერონული ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა.

არჩილ კბილაშვილი - საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას არჩილ კბილაშვილი 2012-2013 წლებში იკავებდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ ის საადვოკატო ბიუროში ადვოკატის საქმიანობას დაუბრუნდა.

ალექსანდრე ჭიკაიძე - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი პოსტს 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე იკავებდა. ყოფილი შს მინისტრი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილეა.

კრიზისების მართვის საბჭოს კი თავის მხრივ, კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი ხელმძღვანელობს - თავდაცვის უწყების ექს-ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე 2015 წლის მაისიდან დღემდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი.

ირაკლი ღარიბაშვილი - მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ყოფილი შს და პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ექს-პრემიერი ოჯახური ცხოვრებითაა დაკავებული და მეუღლეს 4 შვილის აღზრდაში ეხმარება. თუმცა, ის აქტიურია სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი ბოლო პოსტი, რომელიც ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას შეეხებოდა.

გიორგი ბადაშვილი - საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის თანამდებობას 2014-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის დასაწყისში მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ბადაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. იგი თანამდებობას ამ დრომდე იკავებს.

ზვიად ჯანყარაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის სახელი უფრო მეტად დაკავშირებული იყო ბიზნესწილებთან. ჯანყარაშვილი თანამდებობიდან საკუთარი ნებით წავიდა, თუმცა 2015 წელს ის პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი გახდა. ეს თანამდებობა ჯანყარაშვილმა მალევე დატოვა. როგორც ცნობილია, ჯანყარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილია და მას მოიხსენიებდნენ როგორც ე.წ. კახური კლანის ერთ-ერთ წევრს. ამ ეტაპზე ჯანყარაშვილი საჯარო სამსახურში არ მუშაობს, თუმცა სად არის და რას საქმიანობს უცნობია.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."