საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ გენეტიკური დაავადებების შესახებ დაორსულებამდე - რჩევები გენეტიკოსისგან
რა უნდა იცოდეთ გენეტიკური დაავადებების შესახებ დაორსულებამდე - რჩევები გენეტიკოსისგან

გე­ნე­ტი­კა ის მეც­ნი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბას, ანუ წი­ნაპ­რე­ბის უნარს, გა­დას­ცენ თა­ვი­სი ნი­შან-თვი­სე­ბე­ბი და გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი მომ­დევ­ნო თა­ო­ბას. ამ სა­მეც­ნი­ე­რო დის­ციპ­ლი­ნის სა­ხელ­წო­დე­ბა მე­დი­ცი­ნა­ში 1905 წელს ინ­გლი­სელ­მა ნა­ტუ­რა­ლის­ტმა უი­ლი­ამ ბეტ­სონ­მა და­ნერ­გა...

რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა უნდა ჩა­ტარ­დეს, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი - ამ თე­მა­ზე ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კის ექი­მი-გე­ნე­ტი­კო­სი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, მა­რი­ნა და­ლა­ქიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სა­ნამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს გან­ვავ­რცობთ, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ არ­სე­ბობს ქრო­მო­სო­მუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი და გე­ნუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, ანუ ქრო­მო­სო­მა­ში არის რა­ღაც პრობ­ლე­მა და ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბი ამის გამო ვი­თარ­დე­ბა. თა­ვად ქრო­მო­სო­მა უამ­რა­ვი გე­ნის­გან შედ­გე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ გენ­ში იყოს და­ზი­ა­ნე­ბა და ამ გე­ნი­დან იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მთე­ლი რიგი სირ­თუ­ლე­ე­ბი...

- ქრო­მო­სო­მულ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე რას გვე­ტყვით?...

- ქრო­მო­სო­მულ და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რად და­უ­ნის სინ­დრო­მი გვხვდე­ბა, რისი პრე­ვენ­ცი­აც შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ მხრივ, რომ ორ­სუ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ორ­სუ­ლო­ბამ­დე უნდა და­ი­გეგ­მოს, - ცოლ-ქმარს სა­თა­ნა­დო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უნდა ჩა­უ­ტარ­დეს. რო­დე­საც სა­თა­ნა­დო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, ბევ­რი რა­მის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით რის­კფაქ­ტორ­ში შე­დის, რო­დე­საც ქალი 35 წლის ზე­ვი­თაა. ამი­ტომ, სა­ჭი­როა გა­კეთ­დეს ყვე­ლა კვლე­ვა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ხერ­ხდე­ბა?

- ჩვენ­თან არის და­ნერ­გი­ლი პრე­ნა­ტა­ლუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა, ანუ ორ­სუ­ლო­ბის მე-11-12 კვი­რა­ზე ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამ დროს გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ჯან­მრთე­ლია თუ არა ნა­ყო­ფი, რის შე­სა­ხე­ბაც ეც­ნო­ბე­ბა მშობ­ლებს. ორ­მა­გი ტეს­ტი ტარ­დე­ბა, რის მი­ხედ­ვი­თაც შეგ­ვიძ­ლია მსჯე­ლო­ბა, ქრო­მო­სო­მუ­ლი პა­თო­ლო­გი­ის რის­კი მა­ღა­ლია თუ და­ბა­ლი.

ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით კეთ­დე­ბა ჰორ­მო­ნო­ტეს­ტი, რაც ასე­ვე მე-11-12 კვი­რა­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ტარ­დე­ბა პა­ნო­რა­მა­ტეს­ტიც, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო მა­ინც 16-დან 20 კვი­რამ­დე ორ­სუ­ლის გა­მოკ­ვლე­ვაა, სამ­მა­გი ტეს­ტით, რაც უკვე 95%-ში ზუსტ დი­აგ­ნოზს გვაძ­ლევს, ყვე­ლაფ­რის დად­გე­ნა ქრო­მო­სო­მულ დო­ნე­ზე ხდე­ბა.

- და­ვუშ­ვათ, ქრო­მო­სო­მულ დო­ნე­ზე დად­გინ­და, რომ ნა­ყოფს აქვს და­უ­ნის სინ­დრო­მი, - რა ხდე­ბა ასეთ დროს?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში მშობ­ლებს აფრ­თხი­ლე­ბენ და საქ­მის კურ­სში აყე­ნე­ბენ, რომ ნა­ყო­ფი და­უ­ნის სინ­დრო­მი­ა­ნია. თუმ­ცა ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ასეთ დროს და­უშ­ვე­ბე­ლია ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტა, ორ­სუ­ლო­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ შემ­თხე­ვე­ვა­ში წყდე­ბა, როცა ნა­ყო­ფი სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია, მა­გა­ლი­თად, არის ტვი­ნის გა­ნუ­ვი­თა­რებ­ლო­ბა. რო­დე­საც სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბელ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, უმე­ტე­სად ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ორ­გა­ნო­ე­ბი იგუ­ლის­ხმე­ბა. და­უ­ნის სინ­დრო­მით ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იზ­რდე­ბი­ან და სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი არა­ფე­რი აქვთ, უბ­რა­ლოდ, ცოტა გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნა აღე­ნიშ­ნე­ბათ, ამი­ტომ, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, აქ ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტა ნე­ბა­დარ­თუ­ლი არ არის. მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის დად­გე­ნი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა და­ის­ვას სა­კი­თხი ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ, ვი­მე­ო­რებ, და­უ­ნის სინ­დრო­მის შემ­თხვე­ვა­ში.

- ეს ქრო­მო­სო­მუ­ლი პა­თო­ლო­გი­ის დროს, არა?

- კი. გე­ნურ და­ა­ვა­დე­ბებ­ში საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა ის, რომ ხში­რად გვხდე­ბა აუ­ტო­სო­მუ­რრე­ცე­სი­უ­ლი და დო­მი­ნან­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბა. აუ­ტო­სო­მუ­რრე­ცე­სი­უ­ლი ნიშ­ნავს, რო­დე­საც დე­დაც მა­ტა­რე­ბე­ლია ამ და­ა­ვა­დე­ბის და მა­მაც, მაგ­რამ პრინ­ციპ­ში, ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან, უბ­რა­ლოდ, არ იცი­ან, რომ ამ გე­ნის მქო­ნე­ნი არი­ან, თუ ვთქვათ, შთა­მო­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქონ­და ვინ­მეს პრობ­ლე­მა და წი­ნას­წარ არ იცი­ან ამის შე­სა­ხებ.

- კი­დევ რა და­ა­ვა­დე­ბე­ბია?

- მა­გა­ლი­თად, ფე­ნილ­კე­ტო­ნუ­რია, რაც მამ­რო­ბით ნა­ყოფს აღე­ნიშ­ნე­ბა. ისი­ნი გო­ნებ­რი­ვად ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან, მაგ­რამ თუ ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­სა­ბა­მის კვე­ბის რე­ჟიმს და­ვი­ცავთ (როცა წი­ნას­წარ იცის ქალ­მა, რომ ასე­თი ბავ­შვი უნდა გა­ა­ჩი­ნოს), პა­ტა­რა სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი გა­იზ­რდე­ბა. დე­დამ ჩვილს არ უნდა მის­ცეს რძის ნა­წარ­მი. უნდა აეკ­რძა­ლოს არა მარ­ტო დე­დის რძე, სა­ერ­თოდ რძის ნა­წარ­მი. თუმ­ცა მა­ნამ­დე, რო­გორც უკვე ვთქვით, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბაა სა­ჭი­რო, ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ, ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში უნდა ვი­ცო­დეთ, რომ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით ნორ­მა­ლუ­რად წა­რი­მარ­თოს პრო­ცე­სი.

- ცნო­ბი­ლია, რომ ჰე­მო­ფი­ლი­აც გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა...

- დიახ, ოღონდ, აქაც მამ­რო­ბი­თი სქე­სის ნა­ყოფს, დე­დის, ანუ ქა­ლის ხა­ზი­დან გა­და­ე­ცე­მა ეს, რად­გა­ნაც ის არის ამის მქო­ნე, მაგ­რამ და­ა­ვა­დე­ბა მამ­რო­ბით სქეს­ში ვლინ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლა ქალი, რო­მე­ლიც ამ გე­ნის მა­ტა­რე­ბე­ლია, იმას არ ნიშ­ნავს, რომ მის ყვე­ლა ვაჟს ეს და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­აჩ­ნდე­ბა. ამი­ტომ უნდა გა­კეთ­დეს კვლე­ვა და თა­ვის დრო­ზე დად­გინ­დეს ყვე­ლა­ფე­რი.

- ხში­რად ექიმ­თან ვი­ზი­ტის დროს, ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბის ის­ტო­რი­ის შედ­გე­ნი­სას, ექი­მი პა­ცი­ენტს ეკი­თხე­ბა, - აქვს თუ არა მის ამ და­ა­ვა­დე­ბას გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა, ვთქვათ, ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნეს, ან თუნ­დაც შაქ­რი­ან დი­ა­ბეტს... ასეთ გე­ნე­ტი­კურ გან­წყო­ბას რამ­დე­ნად შე­უძ­ლია მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ში მარ­თლაც თავი იჩი­ნოს?

- ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ესა თუ ის და­ავ­დე­ბა მემ­კვიდ­რეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, პა­ცი­ენტს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს წი­ნას­წა­რი გან­წყო­ბა სი­ტყვა­ზე, დი­ა­ბე­ტის მი­მართ, ჩა­ი­ტა­რა კი­დეც გა­მოკ­ვლე­ვა, მაგ­რამ ბავ­შვს, რო­მე­ლიც და­ი­ბა­დე­ბა, შე­საძ­ლოა, დი­ა­ბე­ტი არ აღ­მო­აჩ­ნდეს. ასე­ვეა სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დრო­საც, ჰქონ­დეს სიმ­სივ­ნუ­რი გან­წყო­ბა გენ­ში, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი ამას ას­ცდეს. თუმ­ცა შე­საძ­ლოა, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის, საშ­ვი­ლოს­ნოს, ან სწო­რი ნაწ­ლა­ვის სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი არ­სე­ბობ­დეს, ამი­ტომ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა იტა­რებ­დეს გა­მოკ­ვლე­ვებს. როცა ამას აკე­თებს, რო­გორც კი რა­ღაც პრობ­ლე­მა ჩნდე­ბა, თუკი დრო­უ­ლად მი­ხე­დავს, საფრ­თხის­გან თავს და­ი­ცავს.

- გე­ნე­ტი­კურ და­ავ­დე­ბებს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ. რა არის აქ მთა­ვა­რი პრე­ვენ­ცია?

- ქა­ლის ორ­სუ­ლო­ბამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცო­ლი­სა და ქმრის ექიმ­თან ვი­ზი­ტი, ჩა­ი­ტა­რონ სა­თა­ნა­დო გა­მოკ­ვლე­ვა, რაც მთა­ვა­რია, უნდა და­ი­გეგ­მოს ორ­სუ­ლო­ბა, მაგ­რამ რომ და­ი­გეგ­მოს, უნდა ვი­ცო­დეთ რა­შია სა­ერ­თოდ საქ­მე, მე­უღ­ლე­ე­ბი რა­ი­მე ინ­ფექ­ცი­ის მქო­ნე ხომ არ არი­ან, რა­ი­მე პრობ­ლე­მა ხომ არ აქვთ, - ორ­სუ­ლო­ბის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ზა­დე­ბაა სა­ჭი­რო. რო­დე­საც ასე­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, ამით შე­ვამ­ცი­რებთ ქრო­მო­სო­მულ პა­თო­ლო­გი­ებ­საც და გე­ნუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც. ასე რომ, გე­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია და ეს ყვე­ლამ უნდა იცო­დეს.

ავტორი:

რა უნდა იცოდეთ გენეტიკური დაავადებების შესახებ დაორსულებამდე - რჩევები გენეტიკოსისგან

რა უნდა იცოდეთ გენეტიკური დაავადებების შესახებ დაორსულებამდე - რჩევები გენეტიკოსისგან

გენეტიკა ის მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას, ანუ წინაპრების უნარს, გადასცენ თავისი ნიშან-თვისებები და განვითარების თავისებურებები მომდევნო თაობას. ამ სამეცნიერო დისციპლინის სახელწოდება მედიცინაში 1905 წელს ინგლისელმა ნატურალისტმა უილიამ ბეტსონმა დანერგა...

რა პრევენციული ღონისძიება უნდა ჩატარდეს, რომ თავიდან ავიცილოთ გენეტიკური დაავადებები - ამ თემაზე ჩაჩავას კლინიკის ექიმი-გენეტიკოსი, მედიცინის დოქტორი, მარინა დალაქიშვილი გვესაუბრება:

- სანამ თემაზე საუბარს განვავრცობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ქრომოსომული პათოლოგიები და გენური პათოლოგიები, ანუ ქრომოსომაში არის რაღაც პრობლემა და ეს დაავადებები ამის გამო ვითარდება. თავად ქრომოსომა უამრავი გენისგან შედგება, შესაძლებელია ამ გენში იყოს დაზიანება და ამ გენიდან იყოს განპირობებული მთელი რიგი სირთულეები...

- ქრომოსომულ დაავადებებზე რას გვეტყვით?...

- ქრომოსომულ დაავადებათა შორის ყველაზე ხშირად დაუნის სინდრომი გვხვდება, რისი პრევენციაც შესაძლებელია იმ მხრივ, რომ ორსულობა აუცილებლად ორსულობამდე უნდა დაიგეგმოს, - ცოლ-ქმარს სათანადო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს. როდესაც სათანადო გამოკვლევები ჩატარდება, ბევრი რამის თავიდან აცილება შეიძლება. განსაკუთრებით რისკფაქტორში შედის, როდესაც ქალი 35 წლის ზევითაა. ამიტომ, საჭიროა გაკეთდეს ყველა კვლევა.

- საქართველოში ეს ხერხდება?

- ჩვენთან არის დანერგილი პრენატალური დიაგნოსტიკა, ანუ ორსულობის მე-11-12 კვირაზე ეს შესაძლებელია. ამ დროს განისაზღვრება ჯანმრთელია თუ არა ნაყოფი, რის შესახებაც ეცნობება მშობლებს. ორმაგი ტესტი ტარდება, რის მიხედვითაც შეგვიძლია მსჯელობა, ქრომოსომული პათოლოგიის რისკი მაღალია თუ დაბალი.

ასევე წარმატებით კეთდება ჰორმონოტესტი, რაც ასევე მე-11-12 კვირაზეა შესაძლებელი. ტარდება პანორამატესტიც, მაგრამ ყველაზე საუკეთესო მაინც 16-დან 20 კვირამდე ორსულის გამოკვლევაა, სამმაგი ტესტით, რაც უკვე 95%-ში ზუსტ დიაგნოზს გვაძლევს, ყველაფრის დადგენა ქრომოსომულ დონეზე ხდება.

- დავუშვათ, ქრომოსომულ დონეზე დადგინდა, რომ ნაყოფს აქვს დაუნის სინდრომი, - რა ხდება ასეთ დროს?

- ამ შემთხვევაში მშობლებს აფრთხილებენ და საქმის კურსში აყენებენ, რომ ნაყოფი დაუნის სინდრომიანია. თუმცა ჩვენი კანონმდებლობით, ასეთ დროს დაუშვებელია ორსულობის შეწყვეტა, ორსულობა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხევევაში წყდება, როცა ნაყოფი სიცოცხლესთან შეუთავსებელია, მაგალითად, არის ტვინის განუვითარებლობა. როდესაც სიცოცხლესთან შეუთავსებელ დაავადებებზე ვლაპარაკობთ, უმეტესად ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანოები იგულისხმება. დაუნის სინდრომით ადამიანები ჩვეულებრივად იზრდებიან და სიცოცხლესთან შეუთავსებელი არაფერი აქვთ, უბრალოდ, ცოტა გონებრივი ჩამორჩენა აღენიშნებათ, ამიტომ, კანონმდებლობით, აქ ორსულობის შეწყვეტა ნებადართული არ არის. მხოლოდ სპეციალური კომისიის დადგენილებით შეიძლება დაისვას საკითხი ორსულობის შეწყვეტის შესახებ, ვიმეორებ, დაუნის სინდრომის შემთხვევაში.

- ეს ქრომოსომული პათოლოგიის დროს, არა?

- კი. გენურ დაავადებებში საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ ხშირად გვხდება აუტოსომურრეცესიული და დომინანტური დაავადება. აუტოსომურრეცესიული ნიშნავს, როდესაც დედაც მატარებელია ამ დაავადების და მამაც, მაგრამ პრინციპში, ჯანმრთელები არიან, უბრალოდ, არ იციან, რომ ამ გენის მქონენი არიან, თუ ვთქვათ, შთამომავლობაში არ ჰქონდა ვინმეს პრობლემა და წინასწარ არ იციან ამის შესახებ.

- კიდევ რა დაავადებებია?

- მაგალითად, ფენილკეტონურია, რაც მამრობით ნაყოფს აღენიშნება. ისინი გონებრივად ჩამორჩენილი პაციენტები არიან, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში შესაბამის კვების რეჟიმს დავიცავთ (როცა წინასწარ იცის ქალმა, რომ ასეთი ბავშვი უნდა გააჩინოს), პატარა სრულიად ჯანმრთელი გაიზრდება. დედამ ჩვილს არ უნდა მისცეს რძის ნაწარმი. უნდა აეკრძალოს არა მარტო დედის რძე, საერთოდ რძის ნაწარმი. თუმცა მანამდე, როგორც უკვე ვთქვით, დიაგნოსტირებაა საჭირო, ყველაფერი წინასწარ, ორსულობის პერიოდში უნდა ვიცოდეთ, რომ მეთვალყურეობით ნორმალურად წარიმართოს პროცესი.

- ცნობილია, რომ ჰემოფილიაც გენეტიკური დაავადებაა...

- დიახ, ოღონდ, აქაც მამრობითი სქესის ნაყოფს, დედის, ანუ ქალის ხაზიდან გადაეცემა ეს, რადგანაც ის არის ამის მქონე, მაგრამ დაავადება მამრობით სქესში ვლინდება. მიუხედავად ამისა, ყველა ქალი, რომელიც ამ გენის მატარებელია, იმას არ ნიშნავს, რომ მის ყველა ვაჟს ეს დაავადება აღმოაჩნდება. ამიტომ უნდა გაკეთდეს კვლევა და თავის დროზე დადგინდეს ყველაფერი.

- ხშირად ექიმთან ვიზიტის დროს, ამა თუ იმ დაავადების ისტორიის შედგენისას, ექიმი პაციენტს ეკითხება, - აქვს თუ არა მის ამ დაავადებას გენეტიკური განწყობა, ვთქვათ, ავთვისებიანი სიმსივნეს, ან თუნდაც შაქრიან დიაბეტს... ასეთ გენეტიკურ განწყობას რამდენად შეუძლია მემკვიდრეობაში მართლაც თავი იჩინოს?

- ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის დაავდება მემკვიდრეს აუცილებლად განუვითარდება. უბრალოდ, პაციენტს შეიძლება ჰქონდეს წინასწარი განწყობა სიტყვაზე, დიაბეტის მიმართ, ჩაიტარა კიდეც გამოკვლევა, მაგრამ ბავშვს, რომელიც დაიბადება, შესაძლოა, დიაბეტი არ აღმოაჩნდეს. ასევეა სიმსივნური დაავადებების დროსაც, ჰქონდეს სიმსივნური განწყობა გენში, მაგრამ ადამიანი ამას ასცდეს. თუმცა შესაძლოა, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს, ან სწორი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკი არსებობდეს, ამიტომ, მთელი ცხოვრება უნდა იტარებდეს გამოკვლევებს. როცა ამას აკეთებს, როგორც კი რაღაც პრობლემა ჩნდება, თუკი დროულად მიხედავს, საფრთხისგან თავს დაიცავს.

- გენეტიკურ დაავდებებს რომ დავუბრუნდეთ. რა არის აქ მთავარი პრევენცია?

- ქალის ორსულობამდე აუცილებელია ცოლისა და ქმრის ექიმთან ვიზიტი, ჩაიტარონ სათანადო გამოკვლევა, რაც მთავარია, უნდა დაიგეგმოს ორსულობა, მაგრამ რომ დაიგეგმოს, უნდა ვიცოდეთ რაშია საერთოდ საქმე, მეუღლეები რაიმე ინფექციის მქონე ხომ არ არიან, რაიმე პრობლემა ხომ არ აქვთ, - ორსულობისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო. როდესაც ასეთი გამოკვლევები ჩატარდება, ამით შევამცირებთ ქრომოსომულ პათოლოგიებსაც და გენური პათოლოგიების განვითარებასაც. ასე რომ, გენური დაავადებების პრევენცია სრულიად შესაძლებელია და ეს ყველამ უნდა იცოდეს.

ართროსკოპია - სახსრის ქირურგიული მკურნალობის ეფექტური მეთოდი

რამდენ ხანს უნდა დარჩეთ სახლში გრიპის გადატანის შემდეგ? - ექიმების რეკომენდაცია

ვახო სანაია მეოთხე შვილის მამა გახდა