აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა პრეზიდენტის საინაუგურაციო კვირეულის შემდეგ.
პრეზიდენტი ფლორიდაში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, პირველი ლედი მას პალმ-ბიჩის აეროპორტში დახვდა. მელანია ტრამპი, რომელიც მთლიანად წითელ ფერში იყო გამოწყობილი, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მოკლე წითელი კაბა, შეხამებული ამავე ფერის უქუსლო ფეხსაცმელთან და "კლატჩთან" - ასეთი სტილი აირჩია პირველმა ლედიმ ფლორიდაში ვიზიტის პირველი დღისთვის.
თავით-ფეხამდე წითელში შემოსილი მელანიას ჩაცმულობა ზუსტად შეესაბამებოდა პრეზიდენტის ასევე წითელ ჰალსტუხს.
იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპმა პირველ ლედის ხელი რამდენჯერმე გააშვებინა