საზოგადოება
სამართალი

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
პოლიტიკა
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მელანია დონალდ ტრამპამდე - პირველი ლედის გზა სლოვენიის პატარა ქალაქიდან თეთრ სახლამდე
მელანია დონალდ ტრამპამდე - პირველი ლედის გზა სლოვენიის პატარა ქალაქიდან თეთრ სახლამდე

სლო­ვე­ნი­ის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ­ში, რო­მე­ლიც მა­შინ ომით მო­ცუ­ლი იუ­გოს­ლა­ვი­ის ნა­წი­ლი იყო, კნა­უ­სე­ბის ოჯახ­ში 1970 წელს გო­გო­ნა და­ი­ბა­და. გო­გო­ნას მე­ლა­ნია და­არ­ქვეს... ოჯა­ხი ქა­ლაქ სევ­ნი­ცა­ში მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ცხოვ­რობ­და. მო­მა­ვა­ლი პირ­ვე­ლი ლედი დებ­თან ერ­თად იზ­რდე­ბო­და.

მა­მა­მი­სი აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნის­ტი გახ­ლდათ. იმ დროს, სლო­ვე­ნი­ე­ლე­ბის მხო­ლოდ 5% იყო კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მამა თა­ვის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას არ აფი­ში­რებ­და, ეს თვალ­ნა­თე­ლი იყო მე­ზობ­ლე­ბის­თვის და ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის. იუ­გოს­ლა­ვი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბულ ცხოვ­რე­ბას­თან შე­და­რე­ბით, კნა­უ­სე­ბის ოჯა­ხი ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რობ­და.

სახ­ლი, სა­დაც მე­ლა­ნია გა­ი­ზარ­და

მე­ლა­ნი­ას მა­მას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნა­წი­ლე­ბის მცი­რე ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, დედა კი ტექ­სტი­ლის ფაბ­რი­კა­ში მკე­რა­ვად მუ­შა­ობ­და.

უკვე 5 წლის ასაკ­ში მე­ლა­ნია და მისი და ინე­სი სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის შეხ­ვედ­რებ­ში იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

მე­ლა­ნია და ინე­სი დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს და ასაფ­რენ ბი­ლიკ­ზე მარ­ში­რე­ბა და­ა­ვა­ლეს პარ­ტი­ის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის წი­ნა­შე, ფაბ­რი­კის მუ­შე­ბის სხვა შვი­ლებ­თან ერ­თად.

მე­ლა­ნია ტრამ­პის მშობ­ლე­ბი

აშშ-ის მო­მა­ვა­ლი პირ­ვე­ლი ლე­დის პირ­ვე­ლი სა­მო­დე­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა ბელგრად­ში, ქვეყ­ნის ერთ-ერთი დი­დე­ბუ­ლი სას­ტუმ­როს Jugoslavija დარ­ბაზ­ში შედ­გა. პირ­ვე­ლი სა­მო­დე­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა გო­გო­ნას თავ­ში ჩა­უჯ­და და მას შემ­დეგ მო­დე­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და.

მე­ლა­ნია ბავ­შვო­ბა­ში

ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი იხ­სე­ნებს: "მე­ლა­ნია და მე მუ­დამ ერთ მერ­ხთან ვის­ხე­დით. ჩუმი ბავ­შვი იყო. იმ დროს გა­სარ­თო­ბი დი­დად არ იყო - ეზო­ში ვთა­მა­შობ­დით და რა­დი­ოს ვუს­მენ­დით ხოლ­მე. მე­ლა­ნია მო­დე­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხვა მო­დუ­რი ჟურ­ნა­ლე­ბი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვებ­და. სხვა ბავ­შვე­ბის­გან ამ­ბი­ცი­უ­რო­ბი­თა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ყო­ველ­თვის სურ­და, სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო და მო­დე­ლი ან დი­ზა­ი­ნე­რი გამ­ხდა­რი­ყო".

17 წლის მე­ლა­ნია პო­ზი­რებს ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფის­თვის Stane Jerko

კნა­უ­სე­ბის ოჯა­ხი ცდი­ლობ­და ქა­ლიშ­ვი­ლებს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღოთ. ლუბ­ლი­ა­ნა­ში ბი­ნის და­სა­ქი­რა­ვებ­ლად და გო­გო­ნე­ბის­თვის სწავ­ლის დროს სრუ­ლი კომ­ფორ­ტის შე­საქ­მნე­ლად თან­ხას აგ­რო­ვებ­დნენ. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მე­ლა­ნი­ამ ლუბ­ლი­ა­ნას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე. ამავდრო­უ­ლად, მისი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რაც წინ მი­ი­წევ­და...

ფო­ტოგ­რაფ­მა Stane Jerko-მ მე­ლა­ნია 1987 წელს, სა­მო­დე­ლო კონ­კურ­სზე აღ­მო­ა­ჩი­ნა და ფო­ტო­სე­სია შეს­თა­ვა­ზა. სლო­ვე­ნი­ა­ში, ვი­საც ახალ­გაზ­რდა მე­ლა­ნია ახ­სოვს, ჰყვე­ბი­ან, თუ რა სა­ოც­რად ლა­მა­ზი იყო გო­გო­ნა.

"მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზე აქვს, არაკ­ლა­სი­კუ­რი ტი­პა­ჟი, - ამ­ბობს მე­ლა­ნი­ას ლუბ­ლი­ა­ნე­ლი მე­გო­ბა­რი - ფსი­ქო­დე­ლი­უ­რი თვა­ლე­ბი ჰქონ­და, ცხო­ვე­ლის თვა­ლე­ბი".

ფო­ტოგ­რა­ფი­სა და დამ­წყე­ბი მო­დე­ლის შემ­თხვე­ვი­თი ნაც­ნო­ბო­ბა სა­მო­დე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რის სა­წინ­და­რი გახ­და. 1992 წელს მე­ლა­ნი­ამ სა­მო­დე­ლო კონ­კურ­სში Slovenian Look of the Year მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, სწავ­ლას თავი და­ა­ნე­ბა და მი­ლან­ში გა­ემ­გზავ­რა.

ევ­რო­პა­ში მო­დე­ლის კა­რი­ე­რა საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა. სუ­პერ­მო­დე­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, თუმ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და, ამი­ტო­მაც გა­ემ­გზავ­რა აშშ-ში. ამა­ში მას მდი­და­რი იტა­ლი­ე­ლი პა­ო­ლო ძამპრო­ლი და­ეხ­მა­რა, რო­მელ­საც ნიუ იორკში ბიზ­ნეს-ინ­ტე­რე­სე­ბი გა­აჩ­ნდა. ძამპრო­ლიმ ბიზ­ნეს-ვი­ზის გა­ფორ­მე­ბა­სა და პირ­ვე­ლი კონ­ტრაქ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შე­უ­წყო ხელი.

მე­ლა­ნია აქ­ტი­უ­რად სტუმ­რობ­და მა­ღა­ლი წრის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წვე­უ­ლე­ბებს, სა­დაც ცნო­ბილ ფო­ტოგ­რა­ფებს, პრო­დი­უ­სე­რებ­სა და მო­დუ­რი ჟურ­ნა­ლე­ბის გა­მომ­ცემ­ლებს იწ­ვევ­დნენ.

სწო­რედ ერთ-ერთ ასეთ წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­მოჩ­ნდა დო­ნალდ ტრამ­პი მე­გო­ბარ ქალ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე და­ი­ვი­წყა, რო­დე­საც მე­ლა­ნია და­ი­ნა­ხა. დო­ნალდმა წვე­უ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა და სა­ღა­მოს მას­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა, რა­ზეც მო­დე­ლის­გან უარი მი­ი­ღო. მა­შინ, მი­ლი­არ­დერ­მა ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი სთხო­ვა.

მე­ლა­ნი­ამ ნო­მე­რი არ მის­ცა, თუმ­ცა, მისი და­ი­ტო­ვა.

"ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი რომ მი­მე­ცა, მო­რი­გი ქალი გავ­ხდე­ბო­დი, ვი­საც ურე­კავს ხოლ­მე - იხ­სე­ნებს მე­ლა­ნია - მა­მა­კაც­ზე ბევ­რი რა­მის თქმა შე­იძ­ლე­ბა იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მელ ნო­მერს გი­ტო­ვებთ - სამ­სა­ხუ­რის თუ პი­რადს. მან მე ყვე­ლა თა­ვი­სი ნო­მე­რი მომ­ცა".

მე­ლა­ნი­ამ დო­ნალდს მხო­ლოდ 1 კვი­რის შემ­დეგ და­უ­რე­კა. " ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დი­დად არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩვენს შო­რის უბ­რა­ლოდ ქი­მია გაჩ­ნდა, მაგ­რამ მისი სტა­ტუ­სი არა­ფერ შუ­ა­შია. ალ­ბათ, დო­ნალდმა ეს და­ა­ფა­სა".

"საქ­მე მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და დაც­ვა­შია, - ამ­ბობს მე­ლა­ნი­ას ლუბ­ლი­ა­ნე­ლი მე­გო­ბა­რი, - ვფიქ­რობ, მე­ლა­ნი­ას ძლი­ე­რი მა­მა­კა­ცი სჭირ­დე­ბო­და, მა­მის ერ­თგვა­რი მო­დე­ლი".

"ჩვენ კარ­გად გვაქვს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­ლა­ნი­ამ, - მე არ მჭირ­დე­ბა, რომ დო­ნალდმა ბა­რონს პამ­პერ­სე­ბი გა­მო­უც­ვა­ლოს, ან ლო­გინ­ში ჩა­აწ­ვი­ნოს. ბა­რონს ძიძა არ ჰყავს, მე მისი "full-time დედა" ვარ".

სხვა­თა შო­რის, დო­ნალ­დის პირ­ველ მე­უღ­ლეს, ივა­ნას სურ­და, რომ მისი მე­უღ­ლე პრე­ზი­დენ­ტი გამ­ხდა­რი­ყო. მე­ლა­ნი­ას კი ეს იდეა არა­სო­დეს მოს­წონ­და...

მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

მელანია დონალდ ტრამპამდე - პირველი ლედის გზა სლოვენიის პატარა ქალაქიდან თეთრ სახლამდე

მელანია დონალდ ტრამპამდე - პირველი ლედის გზა სლოვენიის პატარა ქალაქიდან თეთრ სახლამდე

სლოვენიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, რომელიც მაშინ ომით მოცული იუგოსლავიის ნაწილი იყო, კნაუსების ოჯახში 1970 წელს გოგონა დაიბადა. გოგონას მელანია დაარქვეს... ოჯახი ქალაქ სევნიცაში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა. მომავალი პირველი ლედი დებთან ერთად იზრდებოდა.

მამამისი აქტიური კომუნისტი გახლდათ. იმ დროს, სლოვენიელების მხოლოდ 5% იყო კომუნისტური პარტიის წევრი და მიუხედავად იმისა, რომ მამა თავის პოლიტიკურ საქმიანობას არ აფიშირებდა, ეს თვალნათელი იყო მეზობლებისთვის და ნათესავებისთვის. იუგოსლავიის მოქალაქეების საკმაოდ მოკრძალებულ ცხოვრებასთან შედარებით, კნაუსების ოჯახი ფუფუნებაში ცხოვრობდა.

სახლი, სადაც მელანია გაიზარდა

მელანიას მამას საავტომობილო ნაწილების მცირე ბიზნესი ჰქონდა, დედა კი ტექსტილის ფაბრიკაში მკერავად მუშაობდა.

უკვე 5 წლის ასაკში მელანია და მისი და ინესი სახელმწიფო მნიშვნელობის შეხვედრებში იღებდნენ მონაწილეობას.

მელანია და ინესი დედაქალაქში ჩაიყვანეს და ასაფრენ ბილიკზე მარშირება დაავალეს პარტიის მაღალი თანამდებობის პირების წინაშე, ფაბრიკის მუშების სხვა შვილებთან ერთად.

მელანია ტრამპის მშობლები

აშშ-ის მომავალი პირველი ლედის პირველი სამოდელო გამოცდილება ბელგრადში, ქვეყნის ერთ-ერთი დიდებული სასტუმროს Jugoslavija დარბაზში შედგა. პირველი სამოდელო გამოცდილება გოგონას თავში ჩაუჯდა და მას შემდეგ მოდელობაზე ოცნებობდა.

მელანია ბავშვობაში

ბავშვობის მეგობარი იხსენებს: "მელანია და მე მუდამ ერთ მერხთან ვისხედით. ჩუმი ბავშვი იყო. იმ დროს გასართობი დიდად არ იყო - ეზოში ვთამაშობდით და რადიოს ვუსმენდით ხოლმე. მელანია მოდელობაზე ოცნებობდა, ტანსაცმლის დიზაინით იყო დაინტერესებული, სხვადასხვა მოდური ჟურნალებიდან ინფორმაციას აგროვებდა. სხვა ბავშვებისგან ამბიციურობითა და მიზანდასახულობით გამოირჩეოდა. ყოველთვის სურდა, საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო და მოდელი ან დიზაინერი გამხდარიყო".

17 წლის მელანია პოზირებს ცნობილი ფოტოგრაფისთვის Stane Jerko

კნაუსების ოჯახი ცდილობდა ქალიშვილებს კარგი განათლება მიეღოთ. ლუბლიანაში ბინის დასაქირავებლად და გოგონებისთვის სწავლის დროს სრული კომფორტის შესაქმნელად თანხას აგროვებდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ, მელანიამ ლუბლიანას უნივერსიტეტში ჩააბარა არქიტექტურის ფაკულტეტზე. ამავდროულად, მისი სამოდელო კარიერაც წინ მიიწევდა...

ფოტოგრაფმა Stane Jerko-მ მელანია 1987 წელს, სამოდელო კონკურსზე აღმოაჩინა და ფოტოსესია შესთავაზა. სლოვენიაში, ვისაც ახალგაზრდა მელანია ახსოვს, ჰყვებიან, თუ რა საოცრად ლამაზი იყო გოგონა.

"მას განსაკუთრებული სილამაზე აქვს, არაკლასიკური ტიპაჟი, - ამბობს მელანიას ლუბლიანელი მეგობარი - ფსიქოდელიური თვალები ჰქონდა, ცხოველის თვალები".

ფოტოგრაფისა და დამწყები მოდელის შემთხვევითი ნაცნობობა სამოდელო საერთაშორისო კარიერის საწინდარი გახდა. 1992 წელს მელანიამ სამოდელო კონკურსში Slovenian Look of the Year მეორე ადგილი დაიკავა, სწავლას თავი დაანება და მილანში გაემგზავრა.

ევროპაში მოდელის კარიერა საკმაოდ წარმატებული გამოდგა. სუპერმოდელი არასოდეს ყოფილა, თუმცა საერთაშორისო კარიერაზე ოცნებობდა, ამიტომაც გაემგზავრა აშშ-ში. ამაში მას მდიდარი იტალიელი პაოლო ძამპროლი დაეხმარა, რომელსაც ნიუ იორკში ბიზნეს-ინტერესები გააჩნდა. ძამპროლიმ ბიზნეს-ვიზის გაფორმებასა და პირველი კონტრაქტის ორგანიზაციას შეუწყო ხელი.

მელანია აქტიურად სტუმრობდა მაღალი წრის საზოგადოების წვეულებებს, სადაც ცნობილ ფოტოგრაფებს, პროდიუსერებსა და მოდური ჟურნალების გამომცემლებს იწვევდნენ.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე გამოჩნდა დონალდ ტრამპი მეგობარ ქალთან ერთად, რომელიც მალევე დაივიწყა, როდესაც მელანია დაინახა. დონალდმა წვეულების დატოვება და საღამოს მასთან ერთად გატარება შესთავაზა, რაზეც მოდელისგან უარი მიიღო. მაშინ, მილიარდერმა ტელეფონის ნომერი სთხოვა.

მელანიამ ნომერი არ მისცა, თუმცა, მისი დაიტოვა.

"ტელეფონის ნომერი რომ მიმეცა, მორიგი ქალი გავხდებოდი, ვისაც ურეკავს ხოლმე - იხსენებს მელანია - მამაკაცზე ბევრი რამის თქმა შეიძლება იმის მიხედვით, თუ რომელ ნომერს გიტოვებთ - სამსახურის თუ პირადს. მან მე ყველა თავისი ნომერი მომცა".

მელანიამ დონალდს მხოლოდ 1 კვირის შემდეგ დაურეკა. " ცნობილი ადამიანები დიდად არ მაინტერესებს, ჩვენს შორის უბრალოდ ქიმია გაჩნდა, მაგრამ მისი სტატუსი არაფერ შუაშია. ალბათ, დონალდმა ეს დააფასა".

"საქმე მის შესაძლებლობებსა და დაცვაშია, - ამბობს მელანიას ლუბლიანელი მეგობარი, - ვფიქრობ, მელანიას ძლიერი მამაკაცი სჭირდებოდა, მამის ერთგვარი მოდელი".

"ჩვენ კარგად გვაქვს გადანაწილებული როლები, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მელანიამ, - მე არ მჭირდება, რომ დონალდმა ბარონს პამპერსები გამოუცვალოს, ან ლოგინში ჩააწვინოს. ბარონს ძიძა არ ჰყავს, მე მისი "full-time დედა" ვარ".

სხვათა შორის, დონალდის პირველ მეუღლეს, ივანას სურდა, რომ მისი მეუღლე პრეზიდენტი გამხდარიყო. მელანიას კი ეს იდეა არასოდეს მოსწონდა...

მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

AMBEBI.GE

"ნერვები მომეშალა... ალბათ, რაღაც დავაკელი კერძს" - როგორ მოხვდა 27 წლის სპორტსმენი და ცნობილი მორაგბის მეუღლე "მასტერშეფში"

გიგი დედალამაზიშვილის ქოთნის ყვავილების კოლექცია და მინი "ტყე" ბინაში

ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს ტყუპი შეეძინა - "ახალშობილები და დედა კარგად გრძნობენ თავს"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"