ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსსანდრ ლუკაშენკომ მინსკში პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე მნშიშვენლოვან საკითხზე, მათ შორის რუსეთზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ენერგომომარაგერების საშუალებთი ქვყენების მართვას ცდილობს.
ბელორუსიის პრეზიდენტმა მინსკის პრესკონფერენციაზე, რომელსაც 50-მდე ბელორუსი და უცხოელი ჟურნალისტი, ასევე ექსპერტები, საზოგადო და რელიგიური მოღვაწეები ესწრებოდნენ, მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი და კრემლი ორ მეზობელ ქვეყანას შორის ხელშეკრულებების დარღვევაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, - რუსეთი ენერგომომარაგებას იყენებს, რათა ბელორუსიას "ყელში წაუჭიროს".
"რუსეთმა ერთი ხელის მოსმით" გადახაზა ბელორუსიასთან გაფორმებული სასაზღვრო ხელშეკრულებები" - აღნიშნა ლუკაშენკო, რუსეთის მიერ მიღებულ ზომებზე. რამდენიმე ხნის წინ, მან საზღვარზე კონტროლის გასამკაცრებლად ზომები შემოიღებს მას შემდეგ, რაც ბელორუსია, სავიზო რეჟიმს 80-მდე ქვეყნის მოქალაქეებისთვის გააუქმებს. ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი ცდილობს მომცრო ქვეყნებზე თავისი გავლენის გაზრდას მათი მილსადენების გაკონტროლებით და გავლენის ბერკეტად ნავთობითა და გაზით მომარაგების გამოყენებით.
თუმცა, შეკითხვაზე, თუ როგორი იქნება რუსეთთან სამომავლო ურთიერთობა, - ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, - "რუსეთი, სიწმინდეა და სანამ მე ბელორუსიის პრეზიდენტი ვარ, რუსის მიმართულებით არცერთი ქვა არ გავარდება. რადგან რუსები და ბელარუსები ერთ აკვანში გაიზარდნენ". მისივე თქმით, ის პუტინთან ხშირად კამათობს, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები არიან.
ლალი პაპასკირი
ამბები. გე