პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმის თეატრის ახალი სიცოცხლე - "აქამდე საკუთარი ჭერი არ ჰქონდა, ახლა კი სახლი აქვს"
სოხუმის თეატრის ახალი სიცოცხლე - "აქამდე საკუთარი ჭერი არ ჰქონდა, ახლა კი სახლი აქვს"

სო­ხუმ­ში თე­ატ­რი 1885 წლი­დან არ­სე­ბობ­და, სა­დაც ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა დუღ­და...

თუ ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დავთ, 1922 წელს იქ სცე­ნის მოყ­ვა­რე­თა ქარ­თუ­ლი დრა­მა­ტუ­ლი კო­ლექ­ტი­ვი შე­იქ­მნა, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბიც მოღ­ვა­წე­ობ­დნენ. რე­პერ­ტუ­არ­ში არა­ერ­თი კარ­გი სპექ­ტაკ­ლი ჰქო­ნი­ათ, ხოლო 1928 წელს იქ მუდ­მი­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი ქარ­თუ­ლი და აფხა­ზუ­რი და­სე­ბიც გა­იხ­სნა. ქარ­თუ­ლი და­სის პირ­ვე­ლი წარ­მოდ­გე­ნა "ჰე­რე­თის გმი­რე­ბი" იყო... XX სა­უ­კუ­ნე­ში სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატრს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლი ეწო­და...

1993 წლი­დან, ომის შემ­დეგ, ის თბი­ლის­ში დევ­ნი­ლო­ბა­ში გა­ნაგ­რძობს არ­სე­ბო­ბას. ხე­ლოვ­ნე­ბის, სა­კუ­თა­რი საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლით მსა­ხი­ო­ბებ­მა შეძ­ლეს და დღემ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს თე­ატ­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ აქამ­დე სა­კუ­თა­რი კედ­ლე­ბი არ ჰქონ­დათ და ხან რო­მელ შე­ნო­ბა­ში უწევ­დათ სპექ­ტაკ­ლე­ბის გა­მარ­თვა, ხან - რო­მელ­ში.

ამა წლის იან­ვარ­ში, 24 წლის თავ­ზე, სო­ხუ­მე­ლებს სა­კუ­თა­რი ჭერი ეღირ­სათ. ამ­ჟა­მად თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი რე­ჟი­სო­რი და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძეა, რომ­ლიც "ამ­ბე­ბი.გე"-ს ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ახ­ლე­ზე გა­ე­სა­უბ­რა:

- ჩვე­ნი თე­ატ­რი, ცოტა ხნის წინ, უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე, ერთ-ერთ შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სდა, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ, აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ი­ამ გად­მოგ­ვცა. დასი 24-ე წე­ლია წა­მო­სუ­ლია სო­ხუ­მი­დან, დევ­ნი­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და აქამ­დე სა­კუ­თა­რი ჭერი არ გა­აჩ­ნდა. ძნე­ლია ასეთ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა. მოკ­ლედ, გად­მოგ­ვცეს სა­ო­ფი­სე და სა­რე­პე­ტი­ციო ფარ­თი და ამა­ვე შე­ნო­ბა­ში, 400-კა­ცი­ა­ნი დარ­ბა­ზის გა­სა­რე­მონ­ტებ­ლად სა­მუ­შა­ო­ე­ბიც და­ი­წყე­ბა და 2 წე­ლი­წად­ში სა­კუ­თა­რი სრულ­ფა­სო­ვა­ნი შე­ნო­ბა გვექ­ნე­ბა.

- ე.ი. ახალ შე­ნო­ბა­ში რე­პე­ტი­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, თუმ­ცა სპექ­ტაკ­ლე­ბის გა­სა­მარ­თად სცე­ნა და დარ­ბა­ზი არა?

- კი, იქ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჯერ ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. სა­რე­პე­ტი­ციო და სა­ო­ფი­სე ფარ­თი კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. უბ­რა­ლოდ, ჯერ­ჯე­რო­ბით, წარ­მოდ­გე­ნებს ისევ სხვა თე­ატ­რე­ბის სცე­ნებ­ზე ვთა­მა­შობთ, ვქი­რა­ობთ დარ­ბაზს, მაგ­რამ, რო­გორც გი­თხა­რით, 2 წლის თავ­ზე, სა­კუ­თა­რი გვექ­ნე­ბა და თე­ატ­რში მა­ყუ­რე­ბელს მი­ვი­ღებთ.

- რა შე­ნო­ბა გად­მო­გე­ცათ?

- 70-იან წლებ­ში რა­ღაც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იყო აქ, რო­მელ­საც თა­ვი­სი სა­აქ­ტო დარ­ბა­ზი ჰქონ­და. ადრე ხომ იცით, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­დნენ, წე­სის მი­ხედ­ვით აკე­თებ­დნენ სა­აქ­ტო დარ­ბაზ­საც და თე­ატრსაც. ნორ­მე­ბი და სტან­დარ­ტე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და და­ცუ­ლი იყო. ამი­ტომ დიდი და კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე დარ­ბა­ზია, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ზი­ან­და და გა­სა­რე­მონ­ტე­ბე­ლია.

- 2 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ამ თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ხართ... რას ნიშ­ნავს ეს თქვენ­თვის?

- კი, 2 წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, რაც კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ.

10 წელი ვი­ყა­ვი ოპე­რი­სა და თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი. იქი­დან რომ წა­მო­ვე­დი, ბევრ რა­მეს მთა­ვა­ზობ­დნენ. მარ­თა­ლი გი­თხრათ, არ მინ­დო­და, სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე უარი ვთქვი, მათ შო­რის რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რო­ბა­ზე და სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზეც. ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე კი, რო­მე­ლიც დიმა ჯა­ი­ან­მა გა­მი­კე­თა, უარი არ გა­მო­ვი­და, რად­გა­ნაც თავს მო­ვა­ლედ ვთვლი, აფხა­ზე­თის დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცეს­ში ჩე­მე­ბუ­რი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო. მოკ­ლედ, აქ სამ­სა­ხუ­რი ჩემს ვალ­დე­ბუ­ლე­ბად მი­ვიჩ­ნიე, ანუ ამ თე­ატ­რის­თვის თუ რისი გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია... 

ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის კერა იყო აფხა­ზეთ­ში, - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ცი­ტა­დე­ლი. დას­თან ისე­დაც მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და როცა დახ­მა­რე­ბა მთხო­ვეს, უარი ვერ ვთქვი, თუ რა­ტომ, ამა­ზე უკვე გი­თხა­რით.

- დასი რამ­დე­ნი წევ­რის­გან შედ­გე­ბა?

- 21 მსა­ხი­ო­ბია, მთლი­ა­ნად თე­ატ­რი კი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ჩათ­ვლით, 50 კა­ცამ­დეა. დასი სრულ­ყო­ფი­ლი რომ იყოს, 26 კა­ცია სა­ჭი­რო, ამი­ტომ, ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვიყ­ვა­ნო, რომ საშ­ტა­ტო სტრუქ­ტუ­რა პა­ტა­რა, ნორ­მა­ლუ­რი დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის შე­სა­ბა­მი­სი იყოს. მოკ­ლედ, 4 მსა­ხი­ო­ბი გვაკ­ლია. სი­ტყვა­ზე "ჰამ­ლე­ტი", ან "მაკ­ბე­ტი" რომ დავგდა, სა­დღაც 26 ადა­მი­ა­ნი მჭირ­დე­ბა...

- თე­ატ­რის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის და მისი აქამ­დე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ფორ­მუ­ლა რაში მდგო­მა­რე­ობს?

- იცით, რომ ახლა მთელ მსოფ­ლი­ო­ში დევ­ნი­ლე­ბის პრობ­ლე­მა სე­რი­ო­ზუ­ლად დგას. ეს მარ­ტო ახლა კი არა, ად­რეც ასე იყო. დევ­ნი­ლო­ბა­ში ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა და მათ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა ყო­ველ­თვის, რად­გა­ნაც მშობ­ლი­ურ კუ­თხეს მო­წყვე­ტი­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს უფრო გამ­ძაფ­რე­ბუ­ლად აღიქ­ვა­მენ. ამ პრო­ცესს მოდი, ასე და­ვარ­ქვათ, - ხე­ლო­ვა­ნი დევ­ნი­ლო­ბა­ში. სა­ერ­თოდ, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, არა­ერ­თი თე­ატ­რია ასე (იუ­გოს­ლა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან, ბე­ლო­რუ­სი­დან, აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან). ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თე­ატ­რში ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად გან­ჭვრე­ტენ მო­მა­ვალს, სი­ტყვა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვარ­დეს ესა თუ ის პრობ­ლე­მა, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია. ამი­ტომ ამ თე­მებ­ზე შეგ­ვიძ­ლია თე­ატ­რში ვი­სა­უბ­როთ, ვთქვათ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ვუ­რიგ­დეთ აფხა­ზეთს, ჩვე­ნი იქ დაბ­რუ­ნე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ამა­ზე არ მუ­შა­ო­ბენ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­ყა­ნა­ში არც ერთი ინ­სტი­ტუ­ტი არ არის მო­მარ­თუ­ლი, არც ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ის­ტო­რი­კო­სი, მეც­ნი­ე­რი ანა­ლიზს არ უკე­თებს, არ გან­ჭვრეტს, რო­გო­რი გზით გან­ვი­თარ­დეთ. მიმ­ჩნია, რომ ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რებ­მა უნდა აი­ღონ და თე­ატ­რა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოდ წარ­მო­ა­ჩი­ნონ ესა თუ ის იდეა. ამი­ტო­მაც არის, რომ ეს თე­ატ­რი გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა, გვინ­და, რომ სწო­რედ ასე ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში მო­ვი­დეთ ევ­რო­პას­თან, რო­მე­ლიც დევ­ნი­ლე­ბის თე­მა­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს.

მოკ­ლედ, მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი ვართ და ვმუ­შა­ობთ, თან, თე­ატ­რა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის­თვის, რო­გორც ვთქვი, ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი თე­მე­ბია. გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. ვყო­ფილ­ვართ კარგ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე სა­ზღვარ­გა­რეთ. ამ მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო პა­ტა­რა ნა­ბი­ჯებს ვდგამთ, მაგ­რამ ფუნ­და­მენ­ტუ­რია ეს ნა­ბი­ჯე­ბი...

აქამ­დე თე­ატრს სა­კუ­თა­რი ჭერი არ ჰქონ­და, ახლა კი უკვე სა­კუ­თა­რი სახ­ლი აქვს, რის­თვი­საც მად­ლო­ბა ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ი­ას და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცეს, ნა­ყო­ფი­ე­რად ვიშ­რო­მოთ. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უცხო­ე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის მოწ­ვე­ვაც გვინ­და...

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სოხუმის თეატრის ახალი სიცოცხლე - "აქამდე საკუთარი ჭერი არ ჰქონდა, ახლა კი სახლი აქვს"

სოხუმის თეატრის ახალი სიცოცხლე - "აქამდე საკუთარი ჭერი არ ჰქონდა, ახლა კი სახლი აქვს"

სოხუმში თეატრი 1885 წლიდან არსებობდა, სადაც ყოველთვის აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება დუღდა...

თუ ისტორიას გადავხედავთ, 1922 წელს იქ სცენის მოყვარეთა ქართული დრამატული კოლექტივი შეიქმნა, თუმცა პროფესიონალი მსახიობებიც მოღვაწეობდნენ. რეპერტუარში არაერთი კარგი სპექტაკლი ჰქონიათ, ხოლო 1928 წელს იქ მუდმივი პროფესიული ქართული და აფხაზური დასებიც გაიხსნა. ქართული დასის პირველი წარმოდგენა "ჰერეთის გმირები" იყო... XX საუკუნეში სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს კონსტანტინე გამსახურდიას სახელი ეწოდა...

1993 წლიდან, ომის შემდეგ, ის თბილისში დევნილობაში განაგრძობს არსებობას. ხელოვნების, საკუთარი საქმის სიყვარულით მსახიობებმა შეძლეს და დღემდე შეინარჩუნეს თეატრი, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქამდე საკუთარი კედლები არ ჰქონდათ და ხან რომელ შენობაში უწევდათ სპექტაკლების გამართვა, ხან - რომელში.

ამა წლის იანვარში, 24 წლის თავზე, სოხუმელებს საკუთარი ჭერი ეღირსათ. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი დავით საყვარელიძეა, რომლიც "ამბები.გე"-ს ამ მნიშვნელოვან სიახლეზე გაესაუბრა:

- ჩვენი თეატრი, ცოტა ხნის წინ, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ შენობაში განთავსდა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ყოლბაიამ გადმოგვცა. დასი 24-ე წელია წამოსულია სოხუმიდან, დევნილობაში იმყოფება და აქამდე საკუთარი ჭერი არ გააჩნდა. ძნელია ასეთ პირობებში მუშაობა. მოკლედ, გადმოგვცეს საოფისე და სარეპეტიციო ფართი და ამავე შენობაში, 400-კაციანი დარბაზის გასარემონტებლად სამუშაოებიც დაიწყება და 2 წელიწადში საკუთარი სრულფასოვანი შენობა გვექნება.

- ე.ი. ახალ შენობაში რეპეტიციის საშუალება გაქვთ, თუმცა სპექტაკლების გასამართად სცენა და დარბაზი არა?

- კი, იქ სარემონტო სამუშაოებია ჯერ ჩასატარებელი. სარეპეტიციო და საოფისე ფართი კარგ მდგომარეობაშია. უბრალოდ, ჯერჯერობით, წარმოდგენებს ისევ სხვა თეატრების სცენებზე ვთამაშობთ, ვქირაობთ დარბაზს, მაგრამ, როგორც გითხარით, 2 წლის თავზე, საკუთარი გვექნება და თეატრში მაყურებელს მივიღებთ.

- რა შენობა გადმოგეცათ?

- 70-იან წლებში რაღაც დაწესებულება იყო აქ, რომელსაც თავისი სააქტო დარბაზი ჰქონდა. ადრე ხომ იცით, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, წესის მიხედვით აკეთებდნენ სააქტო დარბაზსაც და თეატრსაც. ნორმები და სტანდარტები გათვალისწინებული და დაცული იყო. ამიტომ დიდი და კარგი შესაძლებლობის მქონე დარბაზია, რომელიც წლების განმავლობაში დაზიანდა და გასარემონტებელია.

- 2 წელიწადზე მეტია, რაც ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხართ... რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- კი, 2 წელიწად-ნახევარია, რაც კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ.

10 წელი ვიყავი ოპერისა და თეატრის ხელმძღვანელი. იქიდან რომ წამოვედი, ბევრ რამეს მთავაზობდნენ. მართალი გითხრათ, არ მინდოდა, სახელმწიფო თეატრებთან ურთიერთობა და შემოთავაზებებზე უარი ვთქვი, მათ შორის რუსთაველის თეატრის დირექტორობაზე და სხვადასხვა პოზიციაზეც. ამ წინადადებაზე კი, რომელიც დიმა ჯაიანმა გამიკეთა, უარი არ გამოვიდა, რადგანაც თავს მოვალედ ვთვლი, აფხაზეთის დაბრუნების პროცესში ჩემებური წვლილი შევიტანო. მოკლედ, აქ სამსახური ჩემს ვალდებულებად მივიჩნიე, ანუ ამ თეატრისთვის თუ რისი გაკეთება შემიძლია... 

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული კულტურის კერა იყო აფხაზეთში, - საქართველოს სახელმწიფოებრიობის ციტადელი. დასთან ისედაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა და როცა დახმარება მთხოვეს, უარი ვერ ვთქვი, თუ რატომ, ამაზე უკვე გითხარით.

- დასი რამდენი წევრისგან შედგება?

- 21 მსახიობია, მთლიანად თეატრი კი, ადმინისტრაციის ჩათვლით, 50 კაცამდეა. დასი სრულყოფილი რომ იყოს, 26 კაცია საჭირო, ამიტომ, ვცდილობ, ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანო, რომ საშტატო სტრუქტურა პატარა, ნორმალური დრამატული თეატრის შესაბამისი იყოს. მოკლედ, 4 მსახიობი გვაკლია. სიტყვაზე "ჰამლეტი", ან "მაკბეტი" რომ დავგდა, სადღაც 26 ადამიანი მჭირდება...

- თეატრის სიცოცხლისუნარიანობის და მისი აქამდე შენარჩუნების ფორმულა რაში მდგომარეობს?

- იცით, რომ ახლა მთელ მსოფლიოში დევნილების პრობლემა სერიოზულად დგას. ეს მარტო ახლა კი არა, ადრეც ასე იყო. დევნილობაში ბევრი ცნობილი ადამიანი ყოფილა და მათ მიერ გაკეთებული საქმეები ბევრად საინტერესოა ყოველთვის, რადგანაც მშობლიურ კუთხეს მოწყვეტილები ყველაფერს უფრო გამძაფრებულად აღიქვამენ. ამ პროცესს მოდი, ასე დავარქვათ, - ხელოვანი დევნილობაში. საერთოდ, მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი თეატრია ასე (იუგოსლავიის ქვეყნებიდან, ბელორუსიდან, აღმოსავლეთის ქვეყნებიდან). ეს ადამიანები თეატრში ინტუიციურად განჭვრეტენ მომავალს, სიტყვაზე, როგორ შეიძლება მოგვარდეს ესა თუ ის პრობლემა, რაც ძალიან საინტერესო პროცესია. ამიტომ ამ თემებზე შეგვიძლია თეატრში ვისაუბროთ, ვთქვათ, როგორ შეიძლება შევურიგდეთ აფხაზეთს, ჩვენი იქ დაბრუნება როგორ შეიძლება მოხდეს. პოლიტიკოსები ამაზე არ მუშაობენ. ამ მიმართულებით ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი არ არის მომართული, არც ერთი ორგანიზაცია, ისტორიკოსი, მეცნიერი ანალიზს არ უკეთებს, არ განჭვრეტს, როგორი გზით განვითარდეთ. მიმჩნია, რომ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სახელმწიფო თეატრებმა უნდა აიღონ და თეატრალური პროცესებით საინტერესოდ წარმოაჩინონ ესა თუ ის იდეა. ამიტომაც არის, რომ ეს თეატრი გამორჩეულად საინტერესოა, გვინდა, რომ სწორედ ასე ინტეგრაციაში მოვიდეთ ევროპასთან, რომელიც დევნილების თემაზე აქტიურად მუშაობს.

მოკლედ, მონდომებულები ვართ და ვმუშაობთ, თან, თეატრალური პროცესებისთვის, როგორც ვთქვი, ეს ყველაფერი კარგი თემებია. გაწევრიანებულები ვართ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში. ვყოფილვართ კარგ ფესტივალებზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო პატარა ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ ფუნდამენტურია ეს ნაბიჯები...

აქამდე თეატრს საკუთარი ჭერი არ ჰქონდა, ახლა კი უკვე საკუთარი სახლი აქვს, რისთვისაც მადლობა ვახტანგ ყოლბაიას და ეკონომიკის სამინისტროს, რომ საშუალება მოგვცეს, ნაყოფიერად ვიშრომოთ. უახლოეს მომავალში უცხოელი რეჟისორების მოწვევაც გვინდა...

ლალი ფაცია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი