სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძველი უმჯობეს არს!" - სვანეთში ხარებმა ჯიპი აღმართში აიყვანეს
"ძველი უმჯობეს არს!" - სვანეთში ხარებმა ჯიპი აღმართში აიყვანეს

ძვე­ლი უმ­ჯო­ბეს არს! - ამ წარ­წე­რით ფო­ტოგ­რა­ფი რო­მან თო­ლორ­და­ვა სვა­ნე­თის ერთ-ერთ თემ­ში, მუ­ლახ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს, რო­გორ მიჰ­ყავს უღელ ხარს "ჯი­პის" ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლი აღ­მარ­თში.

"Ambebi.ge" რო­მან თო­ლორ­და­ვას და­უ­კავ­შირ­და და ფო­ტოს გა­და­ღე­ბის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ უფრო მეტი შე­ი­ტყო.

- მუ­ლა­ხის თემი ზღვის დო­ნი­დან 1 800-2 000 მეტ­რამ­დე მდე­ბა­რე­ობს და ზამ­თარ­ში ხში­რად ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თუნ­დაც "ჯი­პებს" ას­ვლა გას­ჭირ­ვე­ბი­ათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სო­ფელს ბა­რი­დან "ჯიპი" ეს­ტუმ­რა, რო­მელ­საც სა­ბუ­რა­ვე­ბი მთლად ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ჰქონ­და, რომ მეტრნა­ხევ­რი­ან თოვლში თა­ვი­სუფ­ლად გა­ევ­ლო.

ამ სუ­რა­თის მომსწრე გავ­ხდი და ფო­ტოს იდე­აც და­ი­ბა­და - "ძვე­ლი უმ­ჯო­ბეს არს!" მი­უ­ხე­და­ვად ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა, მი­უ­ხე­და­ვად ახა­ლი სი­ტყვი­სა, დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია სწო­რედ ის, რა ხერ­ხსაც ჩვე­ნი წი­ნა­პა­რი წლე­ბის წინ მი­მარ­თავ­დნენ - ძველს თა­ვი­სი სი­ტყვა და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ და­უ­კარ­გავს.

ეს ხა­რე­ბი 9 წლი­სა­ნი არი­ან. ზო­გა­დად, მუ­ლა­ხი ცნო­ბი­ლია იმით, რომ აქ უამ­რა­ვი ხარი ჰყავთ, მო­სახ­ლე­ო­ბა ხა­რებს ყვე­ლა სე­ზონ­ზე, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში გამ­წე­ვი ძა­ლის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლე­ბი­ნებს.

სო­ფე­ლი იშ­ლე­ბა უშ­ბის ძი­რას. მუ­ლა­ხის შემ­დეგ კი ალ­პუ­რი ზო­ნაა", - აცხა­დებს რო­მან თო­ლორ­და­ვა.

ფო­ტო­ე­ბი 2017 წლის 28 იან­ვარს, დღის 16:00 სა­ათ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კო­მენ­ტა­რებ­საც უწე­რენ.

" აი ძმაო, თუ არ ჯობ­ნის ტრაქ­ტორს ხარი - არც საწ­ვა­ვი გა­მო­ე­ლე­ვა და არც თოვლში დარ­ჩე­ბა!"

"ბუ­ნებ­რი­ვი მო­ცე­მუ­ლო­ბა, სიმ­ძლავ­რით ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა ტექ­ნი­კურ ინო­ვა­ცი­ებს ;) :) ამ კადრში არის რა­ღაც!"

"იხა­რეთ ბა­ტო­ნო! <3 აი, ესეც "ჩვენს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას!"... <3 (ხა­რის გამო ბევ­რჯერ მი­ა­მა­ყია და მი­ტი­რია კი­დეც! <3)"

"ეს "ნი­სა­ნის" ფირ­მას უნდა და­უ­დო და ახალს გა­ჩუ­ქე­ბენ ან ხა­რებს იყი­დი­ან...."

"აქ ბევ­რს ნა­ხავთ "ტო­ი­ო­ტა­საც", "მი­ცუ­ბიშ­საც", ტრაქ­ტორ­საც კი, რომ­ლებ­საც აღ­მარ­თზე ხა­რე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან!"

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ძველი უმჯობეს არს!" - სვანეთში ხარებმა ჯიპი აღმართში აიყვანეს

"ძველი უმჯობეს არს!" - სვანეთში ხარებმა ჯიპი აღმართში აიყვანეს

ძველი უმჯობეს არს! - ამ წარწერით ფოტოგრაფი რომან თოლორდავა სვანეთის ერთ-ერთ თემში, მულახში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავს უღელ ხარს "ჯიპის" ტიპის ავტომობილი აღმართში.

"Ambebi.ge" რომან თოლორდავას დაუკავშირდა და ფოტოს გადაღების ისტორიის შესახებ უფრო მეტი შეიტყო.

- მულახის თემი ზღვის დონიდან 1 800-2 000 მეტრამდე მდებარეობს და ზამთარში ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა თუნდაც "ჯიპებს" ასვლა გასჭირვებიათ. ამ შემთხვევაში, სოფელს ბარიდან "ჯიპი" ესტუმრა, რომელსაც საბურავები მთლად ისეთ მდგომარეობაში არ ჰქონდა, რომ მეტრნახევრიან თოვლში თავისუფლად გაევლო.

ამ სურათის მომსწრე გავხდი და ფოტოს იდეაც დაიბადა - "ძველი უმჯობეს არს!" მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარებისა, მიუხედავად ახალი სიტყვისა, დღესაც აქტუალურია სწორედ ის, რა ხერხსაც ჩვენი წინაპარი წლების წინ მიმართავდნენ - ძველს თავისი სიტყვა და მნიშვნელობა არ დაუკარგავს.

ეს ხარები 9 წლისანი არიან. ზოგადად, მულახი ცნობილია იმით, რომ აქ უამრავი ხარი ჰყავთ, მოსახლეობა ხარებს ყველა სეზონზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამწევი ძალის ფუნქციას ასრულებინებს.

სოფელი იშლება უშბის ძირას. მულახის შემდეგ კი ალპური ზონაა", - აცხადებს რომან თოლორდავა.

ფოტოები 2017 წლის 28 იანვარს, დღის 16:00 საათზეა გადაღებული.

სოციალურ ქსელში გადაღებულ ფოტოებს მომხმარებლები კომენტარებსაც უწერენ.

" აი ძმაო, თუ არ ჯობნის ტრაქტორს ხარი - არც საწვავი გამოელევა და არც თოვლში დარჩება!"

"ბუნებრივი მოცემულობა, სიმძლავრით ბევრად აღემატება ტექნიკურ ინოვაციებს ;) :) ამ კადრში არის რაღაც!"

"იხარეთ ბატონო! <3 აი, ესეც "ჩვენს ცივილიზაციას!"... <3 (ხარის გამო ბევრჯერ მიამაყია და მიტირია კიდეც! <3)"

"ეს "ნისანის" ფირმას უნდა დაუდო და ახალს გაჩუქებენ ან ხარებს იყიდიან...."

"აქ ბევრს ნახავთ "ტოიოტასაც", "მიცუბიშსაც", ტრაქტორსაც კი, რომლებსაც აღმართზე ხარები ეხმარებიან!"

ნინო ხოზრევანიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი