"მაგთიკომის" ოპტიკური ინტერნეტის მუშაობაში დღეს დილიდან შეფერხებაა "მაგთიკომის" ოპტიკური ინტერნეტის აბონენტების ნაწილს დღეს დილიდან ინტერნეტი შეზღუდვით მიეწოდება, რის გამოც გარკვეულ საიტებზე შესვლა შეუძლებელია.
"მაგთიკომის" (ყოფილი "კავკასუს ონლაინის") ინფორმაციით, ქსელში გლობალური პრობლემაა და მომხმარებელს მომსახურება უახლოეს მომავალში აღუდგება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს, ტექნიკური შეფერხების აღმოფხვრის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.