სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საპატრიარქო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მო­ხა­რულ­ნი ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ევ­რო­კავ­ში­რის სივ­რცე­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ავ­რცე­ლებს. სა­პატ­რი­არ­ქო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­ფა­სე­ბა და აღი­ა­რე­ბა, მაგ­რამ, ამა­ვე დროს, გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დაც.

"ჩვენ­მა ხალ­ხმა უნდა იგ­რძნოს მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ევ­რო­სივ­რცე­ში ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნოს თავი, რად­გან ყო­ვე­ლი ჩვე­ნი ქმე­დე­ბა მე­ტყვე­ლებს რო­გორც ჩვენს პი­როვ­ნე­ბა­ზე, ისე ჩვენს სამ­შობ­ლო­ზე. ჩვე­ნი ვა­ლია ისიც, რომ ვე­ცა­დოთ, არა­მარ­ტო ჩვენ შე­ვით­ვი­სოთ და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის ღი­რე­ბუ­ლი, რი­თაც ხა­სი­ათ­დე­ბა ეს გა­რე­მო, არა­მედ ჩვე­ნი წვლი­ლიც შე­ვი­ტა­ნოთ მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში; ეს კი შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, თუ ჩვენს კულ­ტუ­რას, ჩვენს ის­ტო­რი­ა­სა და ტრა­დი­ცი­ებს გა­ვაც­ნობთ და გა­ვუ­ზი­ა­რებთ ევ­რო­პას. ასე რომ, ას­პა­რე­ზი დი­დია და გო­ნივ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა გვმარ­თებს. ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ამ მიღ­წე­ვას და შევ­თხოვთ ღმერ­თს, რწმე­ნის სიმ­ტკი­ცე, მშვი­დო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა მოგ­ვმად­ლოს", - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოს საპატრიარქო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცათ, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის დაფასება და აღიარება, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული გამოცდაც.

"ჩვენმა ხალხმა უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იმისა, რომ ევროსივრცეში ღირსეულად წარმოაჩინოს თავი, რადგან ყოველი ჩვენი ქმედება მეტყველებს როგორც ჩვენს პიროვნებაზე, ისე ჩვენს სამშობლოზე. ჩვენი ვალია ისიც, რომ ვეცადოთ, არამარტო ჩვენ შევითვისოთ და გამოვიყენოთ ის ღირებული, რითაც ხასიათდება ეს გარემო, არამედ ჩვენი წვლილიც შევიტანოთ მის განვითარებაში; ეს კი შესაძლებელი იქნება, თუ ჩვენს კულტურას, ჩვენს ისტორიასა და ტრადიციებს გავაცნობთ და გავუზიარებთ ევროპას. ასე რომ, ასპარეზი დიდია და გონივრული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს. ყველას გილოცავთ ამ მიღწევას და შევთხოვთ ღმერთს, რწმენის სიმტკიცე, მშვიდობა და კეთილდღეობა მოგვმადლოს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი