სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთაველზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა
რუსთაველზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წლის 24 იან­ვარს, და­ახ­ლო­ე­ბით 23:30 სა­ათ­ზე, ქ. თბი­ლის­ში, შოთა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძემ, რო­მე­ლიც მარ­თავ­და "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს, და­არ­ღვია "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი, მის წინ თან­მხვედ­რად მი­მა­ვალ ავ­ტო­მო­ბილ­ზე გას­წრე­ბის მიზ­ნით გა­დაკ­ვე­თა ორ­მა­გი უწყვე­ტი ღერ­ძუ­ლა ხაზი, გა­და­ვი­და სა­ვა­ლი გზის სა­პი­რის­პი­რო ზოლ­ში, სა­დაც შე­ე­ჯა­ხა "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს, რო­მელ­საც მარ­თავ­და ნუგ­ზარ ხა­ჯა­ლია და "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს, რო­მელ­საც მარ­თავ­და მექი და­ნე­ლია.

ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად ავ­ტო­მო­ბილ "ოპე­ლის" მგზავ­რი სო­ფიო ბე­რი­ძე მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მგზავ­რმა მურ­მან ფა­ლი­ან­მა მი­ი­ღო ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა, ხოლო მექი და­ნე­ლი­ამ და ნუგ­ზარ ხა­ჯა­ლი­ამ მი­ი­ღეს ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

საქ­მე­ზე ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი იქნა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, და­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, და­ნიშ­ნუ­ლი და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იქნა სა­სა­ქონ­ლო, სატ­რან­სპორ­ტო-ტექ­ნი­კურ-ტრა­სო­ლო­გი­უ­რი, სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო და ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა.

"სატ­რან­სპორ­ტო-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძის მიერ "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვის შე­დე­გად. ასე­ვე, ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძეს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­უდ­გინ­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ტეტ­რა­ჰიდ­რო­კა­ნა­ბი­ნო­ლის" (მა­რი­ხუ­ა­ნა) მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტი. 2017 წლის პირ­ველ თე­ბერ­ვალს ბრალ­დე­ბის მხა­რემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძის და­კა­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, რაც სა­სა­მარ­თლოს მიერ 2 თე­ბერ­ვალს დაკ­მა­ყო­ფილ­და. 3 თე­ბერ­ვალს გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძე და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე­სა­მე და მე­ხუ­თე ნა­წი­ლე­ბით, (ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე, ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა და ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა). საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი, მე­სა­მე და მე­ხუ­თე ნა­წი­ლე­ბით, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ოთხი­დან შვიდ წლამ­დე ვა­დით, ასე­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას სამ წლამ­დე ვა­დით ით­ვა­ლის­წი­ნებს", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რუსთაველზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა

რუსთაველზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე გიორგი ჯაფარიძემ, რომელიც მართავდა "მერსედესის" მარკის ავტომობილს, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები, მის წინ თანმხვედრად მიმავალ ავტომობილზე გასწრების მიზნით გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა სავალი გზის საპირისპირო ზოლში, სადაც შეეჯახა "ოპელის" მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა ნუგზარ ხაჯალია და "მერსედესის" მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა მექი დანელია.

ავტოავარიის შედეგად ავტომობილ "ოპელის" მგზავრი სოფიო ბერიძე მიღებული დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრმა მურმან ფალიანმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მექი დანელიამ და ნუგზარ ხაჯალიამ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.

საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები და დაზარალებულები, დანიშნული და ჩატარებული იქნა სასაქონლო, სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სასამართლო სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზები. მოპოვებული იქნა შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა.

"სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო გიორგი ჯაფარიძის მიერ "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად. ასევე, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად გიორგი ჯაფარიძეს ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება "ტეტრაჰიდროკანაბინოლის" (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი. 2017 წლის პირველ თებერვალს ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა გიორგი ჯაფარიძის დაკავების შუამდგომლობით, რაც სასამართლოს მიერ 2 თებერვალს დაკმაყოფილდა. 3 თებერვალს გიორგი ჯაფარიძე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა). საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ