საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ აბაშიძე - რომ არა რუსეთთან დიალოგი, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შედეგის მიღება ძალიან გაჭირდებოდა
ზურაბ აბაშიძე - რომ არა რუსეთთან დიალოგი, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შედეგის მიღება ძალიან გაჭირდებოდა

ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გიც გახ­ლავთ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

იგი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის გუ­შინ­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე ის­ტო­რი­უ­ლად მი­იჩ­ნევს და აცხა­დებს, რომ "ეს არის ნა­თე­ლი სა­ბუ­თი იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა სა­მა­გა­ლი­თოდ გო­ნივ­რულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას ატა­რებს.

"ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი სა­ბუ­თი იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლაც ატა­რებს სა­მა­გა­ლი­თოდ გო­ნივ­რულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას ამ რთულ ეპო­ქა­ში, რთულ სამ­ყა­რო­ში და რთულ რე­გი­ონ­ში. იმე­დი მაქვს, რომ ჩვენს ამ მა­გა­ლითს და გა­მოც­დი­ლე­ბას ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ იმის­თვის, რომ მა­თაც მი­აღ­წი­ონ ასეთ შე­დე­გებს - მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს უკ­რა­ი­ნა და სხვა ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ჩვენ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვა­კავ­ში­რებს. მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გიც გახ­ლავთ. რომ არა ის დი­ა­ლო­გი, რო­მელ­საც ჩვენ ვა­წარ­მო­ებთ რუ­სეთ­თან, მერ­წმუ­ნეთ, ძა­ლი­ან გა­ჭირ­დე­ბო­და ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რა და ახლა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე­თი შე­დე­გის მი­ღე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აბა­ში­ძემ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სეთს საკ­მა­რი­სი ბერ­კე­ტე­ბი ჰქონ­და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს­თან, ისე რე­გი­ონ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რათა ამ პრო­ცე­სის­თვის ხელი შე­ე­შა­ლა. კი­თხვა­ზე, რუ­სეთ­მა ბერ­კე­ტე­ბის ამოქ­მე­დე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თან მხო­ლოდ დი­ა­ლო­გის ხათ­რით თქვა თუ არა უარი, ზუ­რაბ აბა­ში­ძე პა­სუ­ხობს: "დი­ა­ლო­გი­სა და სხვა გო­ნივ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გამო ხდე­ბა ის, რომ ჩვენ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ვი­წევთ წინ ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ღებთ იმ შე­დეგს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, რა შე­დე­გის მიღ­წე­ვაც შე­იძ­ლე­ბა იმ მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც 2008 წლის ომის შემ­დეგ წარ­მო­იშ­ვა. ამ დი­ა­ლო­გის გაგ­რძე­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამას გვირ­ჩე­ვენ და გვთხო­ვენ ყო­ველ­თვის ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბიც. ახ­ლაც ეუთო-ს თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სე­ბას­ტი­ან კურ­ცი იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და მისი რჩე­ვაც ასე­თია: იმუ­შა­ვეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თან, გა­აგ­რძე­ლეთ დი­ა­ლო­გი რუ­სეთ­თან", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ე­რის სპე­ცწარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, ევ­რო­კავ­შირ­თან ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია გახ­დე­ბა თუ არა ფაქ­ტო­რი რუ­სე­თის­თვის, რომ მა­ნაც გა­ა­უქ­მოს სა­ვი­ზო რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, აბა­ში­ძის აზ­რით, ეს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა იგი რუ­სუ­ლი მხა­რის მი­სა­ღე­ბია.

"ჩვენ ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე გა­ვა­კე­თეთ - უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბევ­რი ქვეყ­ნის, მათ შო­რის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­ვა­უქ­მეთ ვი­ზე­ბი და შარ­შან მი­ვი­ღეთ რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ტუ­რის­ტე­ბი­სა, მათ შო­რის, 1 მი­ლი­ო­ნი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა და ეს ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის­თის ძა­ლი­ან დიდი სარ­გე­ბე­ლია. შარ­შან ამოქ­მედ­და რუ­სე­თის მხრი­დან გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი რე­ჟი­მი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და ამ გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტის გამო, რუ­სეთ­ში წამ­სვლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ორ­მაგ­და. წინა წლებ­ში 20-22 ათა­სი ვიზა გა­ი­ცე­მო­და რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის, შარ­შან კი, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გამო ეს რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტი იყო. თუ რუ­სე­თი გა­დად­გამს შემ­დგომ ნა­ბიჯს სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შემ­დგო­მი გა­მარ­ტი­ვე­ბის ან გა­უქ­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ეს სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა და ჩვენ ამას მი­ვე­სალ­მე­ბით. თუმ­ცა ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია, რუ­სეთს და­ვა­ძა­ლოთ და თავს მო­ვახ­ვი­ოთ ჩვე­ნი ნება. ეს მათი მი­სა­ღე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აბა­ში­ძემ.

ზურაბ აბაშიძე - რომ არა რუსეთთან დიალოგი, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შედეგის მიღება ძალიან გაჭირდებოდა

ზურაბ აბაშიძე - რომ არა რუსეთთან დიალოგი, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შედეგის მიღება ძალიან გაჭირდებოდა

ჩვენი ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი ფაქტორი რუსეთთან დიალოგიც გახლავთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

იგი ევროპარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ისტორიულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ "ეს არის ნათელი საბუთი იმისა, რომ ქვეყანა სამაგალითოდ გონივრულ საგარეო პოლიტიკას ატარებს.

"ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზიასთან დაკავშირებით და ეს არის ძალიან კარგი საბუთი იმისა, რომ საქართველო მართლაც ატარებს სამაგალითოდ გონივრულ საგარეო პოლიტიკას ამ რთულ ეპოქაში, რთულ სამყაროში და რთულ რეგიონში. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მაგალითს და გამოცდილებას ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც გამოიყენებენ იმისთვის, რომ მათაც მიაღწიონ ასეთ შედეგებს - მხედველობაში მაქვს უკრაინა და სხვა ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი ფაქტორი რუსეთთან დიალოგიც გახლავთ. რომ არა ის დიალოგი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ რუსეთთან, მერწმუნეთ, ძალიან გაჭირდებოდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ახლა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ასეთი შედეგის მიღება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ რუსეთს საკმარისი ბერკეტები ჰქონდა როგორც საქართველოსთან, ისე რეგიონთან მიმართებაში, რათა ამ პროცესისთვის ხელი შეეშალა. კითხვაზე, რუსეთმა ბერკეტების ამოქმედებაზე საქართველოსთან მხოლოდ დიალოგის ხათრით თქვა თუ არა უარი, ზურაბ აბაშიძე პასუხობს: "დიალოგისა და სხვა გონივრული ნაბიჯების გამო ხდება ის, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ ჩვენი ევროპული პროექტის განხორციელების თვალსაზრისით და მაქსიმალურად ვიღებთ იმ შედეგს რუსეთთან ურთიერთობებში, რა შედეგის მიღწევაც შეიძლება იმ მთავარი სირთულეების გათვალისწინებით, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ წარმოიშვა. ამ დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. ამას გვირჩევენ და გვთხოვენ ყოველთვის ჩვენი პარტნიორებიც. ახლაც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი იმყოფებოდა საქართველოში და მისი რჩევაც ასეთია: იმუშავეთ ევროპის ქვეყნებთან, გააგრძელეთ დიალოგი რუსეთთან", - განაცხადა პრემიერის სპეცწარმომადგენელმა.

რაც შეეხება იმას, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია გახდება თუ არა ფაქტორი რუსეთისთვის, რომ მანაც გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, აბაშიძის აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუმცა იგი რუსული მხარის მისაღებია.

"ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი საქმე გავაკეთეთ - უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ბევრი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის გავაუქმეთ ვიზები და შარშან მივიღეთ რეკორდული რაოდენობა ტურისტებისა, მათ შორის, 1 მილიონი რუსეთის მოქალაქეა და ეს ჩვენი ეკონომიკისთის ძალიან დიდი სარგებელია. შარშან ამოქმედდა რუსეთის მხრიდან გამარტივებული რეჟიმი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ამ გამარტივებული ვარიანტის გამო, რუსეთში წამსვლელთა რაოდენობა საქართველოდან გაორმაგდა. წინა წლებში 20-22 ათასი ვიზა გაიცემოდა რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის, შარშან კი, გამარტივებული სავიზო რეჟიმის გამო ეს რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯს სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების ან გაუქმების თვალსაზრისით, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება და ჩვენ ამას მივესალმებით. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია, რუსეთს დავაძალოთ და თავს მოვახვიოთ ჩვენი ნება. ეს მათი მისაღები გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."