შალალა ამირჯანოვა, 19 წლის, მარნეული
"მე შალალა მქვია. "შალალა" ჩემს ენაზე ჩანჩქერს ნიშნავს. ერთადერთი გოგო ვარ ჩემი ყოფილი კლასიდან, ვინც გათხოვილი არ არის. გასულ წელს ექსტერნად დავამთავრე მარნეულის სკოლა და ილია უნიში ჩავაბარე მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე, სოციოლოგიაზე. რომ ჩავაბარე, ერთი წელი მარტო ქართულს ვსწავლოდი. მეორე წელს დავიწყე საგნების სწავლა. დედაჩემის გავლენაა ეტყობა, რომ თავისუფლად ვცხოვრობდი და კულტურამ ვერ დამჩაგრა. დედამაც, ისევე როგორც ბებიამ ჯერ სკოლა დაამთავრა, მერე ინსტიტუტი, მუშაობა დაიწყო და მერე დაქორწინდა.
თუმცა ეს მხოლოდ ბიძგი იყო. დანარჩენს ჩემით მივხვდი, რა იქნებოდა უკეთესი. იგივე ოჯახის გავლენით, მერვე კლასამდე ქართულად მარტო "გამარჯობა- როგორ ხარ" ვიცოდი. იმიტომ რომ ჩვენს თემში ოჯახებში ან აზერბაიჯანულად ლაპარაკობენ, ან რუსულად. პირველად ქართველებთან მერვე კლასში მოვხვდი, როცა მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში დავიწყე ტრნინგებზე სიარული. მანამდე ქართველები პარალელურ კლასში გვყავდა და ჩვენთვის ისინი "სხვები" იყვნენ, ისე როგორც მათთვის ვიყავით ჩვენ "სხვები". ახალგაზრდული ცენტრიდან ტრენინგებზე მოვხვდი ხუთი დღით თბილისში. არ დამავიწდება ეს პერიოდი. ჩემმა დაბადების დღემ მოუწია იმ დღეებში და ღამის 12 საათი რომ გახდა, ჩემთვის უცხო ადამიანებმა, ტრენინგის მონაწილეებმა, სიურპრიზი გამიკეთეს.
მაშინ დავფიქრდი პირველად, რომ ეს "სხვები" არიან ისეთივე ადამიანები, როგორიც მე ვარ ან უკეთესები. მაშინ დავფიქრდი, რომ ეთნიკურ იდენტობას უფრო მეტი პრობლემა მოაქვს, ვიდრე სიკეთე. მე ასევე მახსოვს, როგორ გაგვიჭირდა მე და ჩემ სომეხ დაქალებს დაახლოება. იმიტომ, რომ არსებობს სადღაც მეხსიერება, რომ ჩვენ მათი მტრები ვართ, მაგრამ მერე ურთიერთობაში რომ შედიხარ ადამიანთან, ხვდები, რომ ყველაფერი უფრო მარტივად არის. ეს სომეხი გოგოები ახლა ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ინტეგრაცია, ურთიერთობა მოაგვარებს კონფლიქტებს.
პროექტის ANI ფარგლებში ჩატარებულ ამ ტრენინგზე პირველად ვისაუბრე ქართულად, მართალია ყველაფერი დავიზეპირე და ისე გავაკეთე პრეზენტაცია, მაგრამ მერე უფრო მეტი ინტერესი გამიჩნდა, რომ ქართული მესწავლა და ქართულ ენაზე მესწავლა სოციოლოგია. მანამდე მე თვითონ დავდიოდი მარნეულის სოფლებში და ვატარებდი ტრენინგებს აზერბაიჯანულ ენაზე. ჩემი თემა იყო ოჯახში ქალებზე ძალადობა. მაგრამ ამ თემისადმის ინტერესი ძალიან დაბალია. ოჯახებიც არ უშვებენ გოგოებს ტრენინგებზე დასასწრებად, რადგან უმეტესი ოჯახი თვლის, რომ გოგო დაამთავრებს თუ არა 9 კლასს, უნდა გათხოვდეს...განაგრძეთ კითხვა