მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ნინო ზაუტაშვილის გადაცემას ხურავენ?
"საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ნინო ზაუტაშვილის გადაცემას ხურავენ?

"სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე" ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა "რე­ა­ლუ­რი სივ­რცის" და­ხურ­ვა იგეგ­მე­ბა - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "მე­დი­ის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის­თვის" სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა:

"კო­ა­ლი­ცი­ის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­და­ცე­მა "რე­ა­ლუ­რი სივ­რცის" და­ხურ­ვის შე­სა­ხებ. ასე­ვე იგეგ­მე­ბა მა­უ­წყებ­ლის სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი და­თხოვ­ნა.

"რე­ა­ლუ­რი სივ­რცე" თა­ვი­სი არ­სით არის ჭეშ­მა­რი­ტად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პლატ­ფორ­მა, ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი თოქ-შოუ, რო­მე­ლიც სიღ­რმი­სე­უ­ლად, სხვა­დას­ხვა კუ­თხით გა­ნი­ხი­ლავს აქ­ტუ­ა­ლურ და მწვა­ვე თე­მებს. ამი­სათ­ვის პრო­ექტს არა ერთი პრო­ფე­სი­უ­ლი ჯილ­დო და აღი­ა­რე­ბა ერგო,

კო­ა­ლი­ცია მი­იჩ­ნევს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის არც ერთი გა­და­ცე­მა არ უნდა და­ი­ხუ­როს მა­ნამ, სა­ნამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი არ და­ა­სა­ბუ­თე­ბენ გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და არ წარ­მო­ად­გე­ნენ კონ­კრე­ტულ სა­მა­უ­წყებ­ლო ბა­დეს თუ რას სთა­ვა­ზო­ბენ მა­ყუ­რე­ბელს სა­ნაც­ვლოდ. 2017 წელს ქვე­ყა­ნა­ში ტარ­დე­ბა თვით­მმარ­თვე­ლო­ვის არჩვნე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცე­სებს უნდა აშუ­ქებ­დეს ინ­ტენ­სი­უ­რად, უწყვეტ რე­ჟიმ­ში.

კო­ა­ლი­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა პრო­ცე­სე­ბის ამ­გვარ გან­ვი­თა­რე­ბას და მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს სა­ჯა­რო გა­ხა­დოს და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან და სხდო­მის ვი­დეო გა­ნა­თავ­სოს მა­უ­წყებ­ლის ვებგ­ვერ­დზე, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ეც­ნოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გეგ­მებს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" დი­რექ­ტო­რო­ბის ერთ-ერთი კან­დი­და­ტი იყო. მა­უ­წყებ­ლის დი­რექ­ტო­რად სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს უმ­რავ­ლე­სო­ბამ მე­ო­რე ტურ­ში ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე აირ­ჩია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ნინო ზაუტაშვილის გადაცემას ხურავენ?

"საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ნინო ზაუტაშვილის გადაცემას ხურავენ?

"საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ნინო ზაუტაშვილის საავტორო გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა იგეგმება - ამის შესახებ კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"კოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა.

"რეალური სივრცე" თავისი არსით არის ჭეშმარიტად საზოგადოებრივი პლატფორმა, ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთი წარმატებული თოქ-შოუ, რომელიც სიღრმისეულად, სხვადასხვა კუთხით განიხილავს აქტუალურ და მწვავე თემებს. ამისათვის პროექტს არა ერთი პროფესიული ჯილდო და აღიარება ერგო,

კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთი გადაცემა არ უნდა დაიხუროს მანამ, სანამ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ დაასაბუთებენ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას და არ წარმოადგენენ კონკრეტულ სამაუწყებლო ბადეს თუ რას სთავაზობენ მაყურებელს სანაცვლოდ. 2017 წელს ქვეყანაში ტარდება თვითმმართველოვის არჩვნები, მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მნიშვნელოვან პროცესებს უნდა აშუქებდეს ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში.

კოალიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება პროცესების ამგვარ განვითარებას და მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საჯარო გახადოს დაგეგმილი შეხვედრა გენერალურ დირექტორთან და სხდომის ვიდეო განათავსოს მაუწყებლის ვებგვერდზე, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება გაეცნოს გენერალური დირექტორის გეგმებს" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ნინო ზაუტაშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. მაუწყებლის დირექტორად სამეურვეო საბჭოს უმრავლესობამ მეორე ტურში ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.