Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იყოფა ქონება განქორწინებისას - ადვოკატის რჩევები მეუღლეებს
როგორ იყოფა ქონება განქორწინებისას - ადვოკატის რჩევები მეუღლეებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის რი­ცხვი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა, რა­საც სტა­ტის­ტი­კაც ადას­ტუ­რებს: "საქსტა­ტის" მო­ნა­ცე­მე­ბით, 2010 წლის შემ­დეგ რე­გის­ტრი­რე­ბულ გან­ქორ­წი­ნე­ბა­თა რი­ცხვი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ორ­მაგ­და. ასეთ დროს უამ­რა­ვი სა­და­ვო სა­კი­თხი წარ­მო­ი­შო­ბა და ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა ქო­ნებ­რივ და­ვებს: რო­გორ უნდა გა­ი­ყოს ქო­ნე­ბა, თუ მე­უღ­ლე­ებ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს და რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ორი­ვე მხა­რემ, რომ მო­ტყუ­ე­ბუ­ლი არ დარ­ჩეს? - ამის თა­ო­ბა­ზე ჩვენს მკი­თხვე­ლებს რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას ად­ვო­კა­ტი, ირაკ­ლი უტი­აშ­ვი­ლი მის­ცემს.

არ და­აგ­ვი­ა­ნოთ!

მე­უღ­ლე­ებ­მა ქო­ნე­ბის გა­ყო­ფა გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მო­ას­წრონ, რად­გან ასე­თია კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა. მხო­ლოდ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოთ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლი­სა­გან ქო­ნე­ბის წილი - სამი წლის შემ­დეგ ეს უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია.

კა­ნო­ნი მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბას აღი­ა­რებს

მე­უღ­ლე­თა უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბებს წარ­მო­შობს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის წე­სით დად­გე­ნი­ლი ქორ­წი­ნე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თუ გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე ორი­ვე მე­უღ­ლე თა­ნახ­მაა, მა­შინ ეს უნდა მოხ­დეს შე­სა­ბა­მი­სი მა­რე­გის­ტრი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნოს ანუ სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის მიერ, მაგ­რამ თუ ცოლი, ან ქმა­რი გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე თა­ნახ­მა არ არის, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი სა­სა­მარ­თლომ უნდა გა­და­წყვი­ტოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში კა­ნო­ნი რე­ლი­გი­ურ ქორ­წი­ნე­ბას არ ანი­ჭებს მნიშ­ვნე­ლო­ბას, ეს უნდა იყოს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი და რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბა. ჯვრის­წე­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა არ წარ­მო­შობს მე­უღ­ლე­თა სა­მარ­თლებ­რივ უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბებს, რად­გან რე­ლი­გი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბა არ არის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით ქორ­წი­ნე­ბა.

რო­დე­საც ოჯა­ხი მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ ინ­გრე­ვა

თუ მე­უღ­ლე­ე­ბი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ და მათი ქორ­წი­ნე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მათ მიერ ამ პე­რი­ოდ­ში შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბა მათი სა­ერ­თო სა­კუთ­რე­ბაა. კა­ნო­ნი ამას აღი­ა­რებს იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ თუ ერთ-ერთი მე­უღ­ლე არ მუ­შა­ობ­და, შვი­ლებს უვ­ლი­და და არას­დროს ჰქო­ნია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, მათი ქო­ნე­ბა მა­ინც სა­ერ­თოა. არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს ცოლი მუ­შა­ობ­და, თუ ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­და და ოჯახს უვ­ლი­და. რო­დე­საც ცოლ-ქმარს შო­რის წარ­მო­იქ­მნე­ბა დავა ქო­ნე­ბის გა­ყო­ფის თა­ო­ბა­ზე, მათი ქო­ნე­ბა მა­ინც თა­ნაბ­რად უნდა გა­ი­ყოს. ეს იმი­ტომ, რომ კა­ნო­ნის მიერ მათი ქო­ნე­ბა თა­ნა­სა­კუთ­რე­ბად ით­ვლე­ბა. ხში­რად ხდე­ბა, რომ ყო­ფი­ლი ქმა­რი ამ­ტკი­ცებს - ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ფუ­ლი­თაა შე­ძე­ნი­ლიო, მაგ­რამ ცოლს სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს წილი მო­ი­თხო­ვოს და ამ ქო­ნე­ბის ნა­ხე­ვა­რი მი­ი­ღოს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

როგორ იყოფა ქონება განქორწინებისას - ადვოკატის რჩევები მეუღლეებს

როგორ იყოფა ქონება განქორწინებისას - ადვოკატის რჩევები მეუღლეებს

საქართველოში განქორწინების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს: "საქსტატის" მონაცემებით, 2010 წლის შემდეგ რეგისტრირებულ განქორწინებათა რიცხვი საქართველოში გაორმაგდა. ასეთ დროს უამრავი სადავო საკითხი წარმოიშობა და ეს განსაკუთრებით ეხება ქონებრივ დავებს: როგორ უნდა გაიყოს ქონება, თუ მეუღლეებმა განქორწინება გადაწყვიტეს და რა უნდა გაითვალისწინოს ორივე მხარემ, რომ მოტყუებული არ დარჩეს? - ამის თაობაზე ჩვენს მკითხველებს რამდენიმე რჩევას ადვოკატი, ირაკლი უტიაშვილი მისცემს.

არ დააგვიანოთ!

მეუღლეებმა ქონების გაყოფა განქორწინებიდან 3 წლის განმავლობაში უნდა მოასწრონ, რადგან ასეთია კანონის მოთხოვნა. მხოლოდ ამ ხნის განმავლობაში შეიძლება მოითხოვოთ ყოფილი მეუღლისაგან ქონების წილი - სამი წლის შემდეგ ეს უკვე დაგვიანებულია.

კანონი მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებას აღიარებს

მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის წესით დადგენილი ქორწინება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქორწინების რეგისტრაცია აუცილებელია. თუ განქორწინებაზე ორივე მეუღლე თანახმაა, მაშინ ეს უნდა მოხდეს შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს ანუ სამოქალაქო რეესტრის მიერ, მაგრამ თუ ცოლი, ან ქმარი განქორწინებაზე თანახმა არ არის, მაშინ ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ამ შემთხვევაში კანონი რელიგიურ ქორწინებას არ ანიჭებს მნიშვნელობას, ეს უნდა იყოს კანონით დადგენილი და რეგისტრირებული ქორწინება. ჯვრისწერის დამადასტურებელი მოწმობა არ წარმოშობს მეუღლეთა სამართლებრივ უფლება-მოვალეობებს, რადგან რელიგიური ქორწინება არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქორწინება.

როდესაც ოჯახი მრავალი წლის შემდეგ ინგრევა

თუ მეუღლეები მრავალი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და მათი ქორწინება კანონით დადგენილი წესით იყო რეგისტრირებული, მათ მიერ ამ პერიოდში შეძენილი ქონება მათი საერთო საკუთრებაა. კანონი ამას აღიარებს იმ შემთხვევაშიც, თუ თუ ერთ-ერთი მეუღლე არ მუშაობდა, შვილებს უვლიდა და არასდროს ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი, მათი ქონება მაინც საერთოა. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ცოლი მუშაობდა, თუ ოფიციალური შემოსავალი არ ჰქონდა და ოჯახს უვლიდა. როდესაც ცოლ-ქმარს შორის წარმოიქმნება დავა ქონების გაყოფის თაობაზე, მათი ქონება მაინც თანაბრად უნდა გაიყოს. ეს იმიტომ, რომ კანონის მიერ მათი ქონება თანასაკუთრებად ითვლება. ხშირად ხდება, რომ ყოფილი ქმარი ამტკიცებს - ყველაფერი ჩემი ფულითაა შეძენილიო, მაგრამ ცოლს სრული უფლება აქვს წილი მოითხოვოს და ამ ქონების ნახევარი მიიღოს განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ