პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ტექნიკური პროცედურები დარჩა უვიზო მიმოსვლის საბოლოოდ ამოქმედებამდე
რა ტექნიკური პროცედურები დარჩა უვიზო მიმოსვლის საბოლოოდ ამოქმედებამდე

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზე დღეს მი­ღე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ბო­ლოო შე­დე­გამ­დე რამ­დე­ნი­მე ტექ­ნი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა რჩე­ბა.

შემ­დგო­მი პრო­ცე­დუ­რის თა­ნახ­მად, გა­ნახ­ლე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ას და­ამ­ტკი­ცებს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭო. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პრე­ზი­დენ­ტი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ ცვლი­ლე­ბე­ბის ფორ­მა­ლუ­რი ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ კი, რე­გუ­ლა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ ჟურ­ნალ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი, შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის ძა­ლა­ში შეს­ვლას­თან ერ­თად ამოქ­მედ­დე­ბა, რა­საც ოფი­ცი­ა­ლურ ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ 20 დღე სჭირ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­დებს, რო­გორც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე მომხსე­ნე­ბელ­მა მა­რია გაბ­რი­ელ­მა დღეს ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლურ ხელ­მო­წე­რას 1-ელ ან 2 მარტს ელო­დე­ბა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას კი 10 მარ­ტამ­დე. პრო­ცე­დუ­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვა­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მისი თქმით, ამის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 20 დღე მო­უ­წევთ ლო­დი­ნი იმის­თვის, რომ უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი სა­ბო­ლო­ოდ ძა­ლა­ში შე­ვი­დეს.

წა­ი­კი­თხეთ: ევ­რო­პა გვე­ლო­დე­ბა! - 30 ქვე­ყა­ნა, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი უვი­ზოდ წას­ვლას შეძ­ლე­ბენ

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას მხა­რი და­უ­ჭი­რა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სე­სი­ა­ზე კენ­ჭი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ეყა­რა. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბას მხა­რი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის 553-მა წევ­რმა და­უ­ჭი­რა, წი­ნა­აღ­მდე­გი 66 წა­ვი­და, 28 დე­პუ­ტატ­მა კი თავი შე­ი­კა­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე კენ­ჭისყრას წინ უძღვო­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს შო­რის დე­ბა­ტე­ბი.

რა ტექნიკური პროცედურები დარჩა უვიზო მიმოსვლის საბოლოოდ ამოქმედებამდე

რა ტექნიკური პროცედურები დარჩა უვიზო მიმოსვლის საბოლოოდ ამოქმედებამდე

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დღეს მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, საბოლოო შედეგამდე რამდენიმე ტექნიკური პროცედურის განხორციელება რჩება.

შემდგომი პროცედურის თანახმად, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო. ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ კი, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად ამოქმედდება, რასაც ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ 20 დღე სჭირდება.

რაც შეეხება ვადებს, როგორც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა დღეს ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ ხელმოწერას 1-ელ ან 2 მარტს ელოდება, გადაწყვეტილების ჟურნალში გამოქვეყნებას კი 10 მარტამდე. პროცედურით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, მისი თქმით, ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს 20 დღე მოუწევთ ლოდინი იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საბოლოოდ ძალაში შევიდეს.

წაიკითხეთ: ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას შეძლებენ

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"