ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები. მომხსენებლებს შორის ევროპარლამენტარი მარია გაბრიელიც იყო, რომელმაც საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა გამოსვლისას და ქვეყნის განსაკუთრებულ პროგრესზე ისაუბრა.
"ვიზალიბერალიზაცია ძლიერი სიგნალია ქართველებისთვის. საქართველო ევროკავშირის პარტნიორია და ევროკავშირის ირგვლივ მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ", - აღნიშნა მარია გაბრიელმა.
ევროპარლამენტარს ქართველი პოლიტიკოსები ტვიტერზე უხდიან მადლობას. გთავაზობთ რამდენიმე ტვიტს მარია გაბრიელის კედლიდან.
მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი: "მადლობა მარია გაბრიელს უდიდესი მცდელობებისთვის, რომ უვიზო რეჟიმი შესაძლებელი გახდეს დღეს! საქართველო აფასებს თქვენს თავდაუზოგავ მუშაობას და ძლიერ მხარდაჭერას!
ვიქტორ დოლიძე, ევროპულ და
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი:
"მადლობა მარია გაბრიელ დიდებული სამუშაოსთვის. მოუთმენლად ველით ხმის მიცემას!
თამარ ბერუჩაშვილი, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი: "განსაკუთრებული მადლობა მარია გაბრიელს"
ნატალი საბანაძე, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი: "განსაკუთრებული მადლობა მარია გაბრიელს"