საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით მარია გაბრიელი, რომლის სახელიც დღეს ყველა ქართველმა იცის
გაიცანით მარია გაბრიელი, რომლის სახელიც დღეს ყველა ქართველმა იცის

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას მხა­რი და­უ­ჭი­რა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სე­სი­ა­ზე კენ­ჭი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ეყა­რა. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბას მხა­რი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის 553-მა წევ­რმა და­უ­ჭი­რა, წი­ნა­აღ­მდე­გი 66 წა­ვი­და, 28 დე­პუ­ტატ­მა კი თავი შე­ი­კა­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე კენ­ჭისყრას წინ უძღო­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს შო­რის დე­ბა­ტე­ბი. მომხსე­ნებ­ლებს შო­რის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი მა­რია გაბ­რი­ე­ლიც იყო, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და გა­მოს­ვლი­სას და ქვეყ­ნის გან­სა­კუთ­რე­ბულ პროგ­რეს­ზე ისა­უბ­რა.

წა­ი­კი­თხეთ: ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მა­რია გაბ­რი­ელს "ტვი­ტერ­ზე" მად­ლო­ბას უხ­დი­ან

37 წლის მა­რია გაბ­რი­ე­ლი ბულ­გა­რე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია, რო­მე­ლიც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში 2009 წელს აირ­ჩი­ეს ბულ­გა­რე­თის წარ­მო­მად­გენ­ლად. არ­ჩე­ვის დროს ის ბორ­დოს პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის აკა­დე­მი­კო­სი გახ­ლდათ.

მა­რია 1979 წლის 20 მა­ისს და­ი­ბა­და. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ის ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ას წარ­მო­ად­გენს. 2012 წლის 19 იან­ვარს პარ­ტი­ის ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის და ევ­რო­პულ პარ­ლა­მენ­ტში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის კო­მი­ტე­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რად იქნა არ­ჩე­უ­ლი.

მა­რი­ამ 1997 წელს და­ამ­თავ­რა ენის უმაღ­ლე­სი სკო­ლა "დოქ­ტო­რი პე­ტარ დე­რო­ნი" კი­უს­ტენ­დილ­ში. 2001 წელს პლოვ­დი­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბულ­გა­რუ­ლი და ფრან­გუ­ლი ენე­ბის კურ­სი და­ამ­თავ­რა და ბორ­დო­ში პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე გა­ნაგ­რძო სწავ­ლა. დიპ­ლო­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ევ­რო­პუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, პო­ლი­ტი­კურ სო­ცი­ო­ლო­გი­ა­სა და კომ­პარ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კა­ში და­იც­ვა.

2005-დან 2008 წლამ­დე ას­წავ­ლი­და ბორ­დოს პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ის ას­წავ­ლი­და ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცესს, პო­ლი­ტი­კურ სო­ცი­ო­ლო­გი­ას და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს. მა­რია მუ­შა­ობს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის, გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის, ახალ­გაზ­რდო­ბის და სხვა სა­კი­თხებ­ზე.

წა­ი­კი­თხეთ: ევ­რო­პა გვე­ლო­დე­ბა! - 30 ქვე­ყა­ნა, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი უვი­ზოდ წას­ვლას შეძ­ლე­ბენ

გაიცანით მარია გაბრიელი, რომლის სახელიც დღეს ყველა ქართველმა იცის

გაიცანით მარია გაბრიელი, რომლის სახელიც დღეს ყველა ქართველმა იცის

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები. მომხსენებლებს შორის ევროპარლამენტარი მარია გაბრიელიც იყო, რომელმაც საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა გამოსვლისას და ქვეყნის განსაკუთრებულ პროგრესზე ისაუბრა.

წაიკითხეთ: ქართველი პოლიტიკოსები მარია გაბრიელს "ტვიტერზე" მადლობას უხდიან

37 წლის მარია გაბრიელი ბულგარელი პოლიტიკოსია, რომელიც ევროპარლამენტში 2009 წელს აირჩიეს ბულგარეთის წარმომადგენლად. არჩევის დროს ის ბორდოს პოლიტიკური ინსტიტუტის აკადემიკოსი გახლდათ.

მარია 1979 წლის 20 მაისს დაიბადა. ევროპარლამენტში ის ევროპის სახალხო პარტიას წარმოადგენს. 2012 წლის 19 იანვარს პარტიის ქალთა უფლებების და ევროპულ პარლამენტში გენდერული თანასწორობის კომიტეტის კოორდინატორად იქნა არჩეული.

მარიამ 1997 წელს დაამთავრა ენის უმაღლესი სკოლა "დოქტორი პეტარ დერონი" კიუსტენდილში. 2001 წელს პლოვდივის უნივერსიტეტში ბულგარული და ფრანგული ენების კურსი დაამთავრა და ბორდოში პოლიტიკურ მეცნიერებაზე განაგრძო სწავლა. დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებში, ევროპული ინსტიტუტების ისტორიაში, პოლიტიკურ სოციოლოგიასა და კომპარტიულ პოლიტიკაში დაიცვა.

2005-დან 2008 წლამდე ასწავლიდა ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების უნივერსიტეტში. ის ასწავლიდა ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესს, პოლიტიკურ სოციოლოგიას და საერთაშორისო ურთიერთობებს. მარია მუშაობს სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო თავისუფლების, ქალების უფლებების, გენდერული თანასწორობის, ახალგაზრდობის და სხვა საკითხებზე.

წაიკითხეთ: ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას შეძლებენ

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"