პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკომისარი: "როცა პირველად ვესტუმრე თბილისს, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ევროკავშირის უამრავმა დროშამ ქალაქში..."
ევროკომისარი: "როცა პირველად ვესტუმრე თბილისს, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ევროკავშირის უამრავმა დროშამ ქალაქში..."

"კმა­ყო­ფი­ლი და მად­ლი­ე­რი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ ბი­ო­მეტ­რი­ულ პას­პორ­ტებს, შეძ­ლე­ბენ ისარ­გებ­ლონ ევ­რო­კავ­ში­რის შენ­გე­ნის წევრ ქვეყ­ნებ­ში მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მით" - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სარ­მა დი­მიტ­რის ავ­რა­მო­პუ­ლოს­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სე­სი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟიმ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხის გან­ხილ­ვის დროს სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"სა­ქარ­თვე­ლო სა­მა­გა­ლი­თო გახ­ლავთ იმით, რომ ის ას­რუ­ლებს საგ­ზაო რუ­კის მო­თხოვ­ნებს. მე კმა­ყო­ფი­ლი და მად­ლი­ე­რი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ ბი­ო­მეტ­რი­ულ პას­პორ­ტებს, შეძ­ლე­ბენ ისარ­გებ­ლონ ევ­რო­კავ­ში­რის შენ­გე­ნის წევრ ქვეყ­ნებ­ში მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი უვი­ზო მო­მოს­ვლის რე­ჟი­მით. ეს გახ­ლავთ ფრი­ად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვა და გან­ვლი­ლი იქნა ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი", - გა­ნა­ცხა­და

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­სი მო­ახ­დი­ნა. სა­ქარ­თვე­ლო ახორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბელ რე­ფორ­მას, რათა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ყვე­ლა უმაღ­ლე­სი კრი­ტე­რი­უ­მი.

რო­გორც დი­მიტ­რის ავ­რა­მო­პუ­ლოს­მა აღ­ნიშ­ნა, რე­ფორ­მებ­მა სა­ქარ­თვე­ლო უფრო და­ახ­ლო­ვა ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებ­თან და ქვე­ყა­ნამ კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"მინ­და ჩემი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­გი­ზი­ა­როთ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. როცა პირ­ვე­ლად ვეს­ტუმ­რე თბი­ლისს, ჩემ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა იმან, რომ ქა­ლაქ­ში ვი­ხი­ლე ევ­რო­კავ­ში­რის უამ­რა­ვი დრო­შა და ეს მარ­თლაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლი ფაქ­ტი გახ­ლავთ. ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებს მარ­თლაც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აზ­როვ­ნებ­სა და გულ­ში", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რის ავ­რა­მო­პუ­ლოს­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ევროკომისარი: "როცა პირველად ვესტუმრე თბილისს, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ევროკავშირის უამრავმა დროშამ ქალაქში..."

ევროკომისარი: "როცა პირველად ვესტუმრე თბილისს, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ევროკავშირის უამრავმა დროშამ ქალაქში..."

"კმაყოფილი და მადლიერი ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტებს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით" - ამის შესახებ ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხის განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"საქართველო სამაგალითო გახლავთ იმით, რომ ის ასრულებს საგზაო რუკის მოთხოვნებს. მე კმაყოფილი და მადლიერი ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტებს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მომოსვლის რეჟიმით. ეს გახლავთ ფრიად მნიშვნელოვანი მიღწევა და განვლილი იქნა ხანგრძლივი პროცესი", - განაცხადა

მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესი მოახდინა. საქართველო ახორციელებს ყველა აუცილებელ რეფორმას, რათა დააკმაყოფილოს ყველა უმაღლესი კრიტერიუმი.

როგორც დიმიტრის ავრამოპულოსმა აღნიშნა, რეფორმებმა საქართველო უფრო დაახლოვა ევროკავშირის სტანდარტებთან და ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით.

"მინდა ჩემი პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ საქართველოს შესახებ. როცა პირველად ვესტუმრე თბილისს, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ქალაქში ვიხილე ევროკავშირის უამრავი დროშა და ეს მართლაც მისასალმებელი ფაქტი გახლავთ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მართლაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მოქალაქეების აზროვნებსა და გულში", - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."