პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედამ დაღუპულ ახალშობილთან ორი კვირა გაატარა და ის სასეირნოდაც დაჰყავდა
დედამ დაღუპულ ახალშობილთან ორი კვირა გაატარა და ის სასეირნოდაც დაჰყავდა

21 წლის ბრი­ტა­ნელ შარ­ლოტ სზაკსს ფეხ­მძი­მო­ბის 20 კვი­რის თავ­ზე ექი­მებ­მა ამ­ცნეს, რომ მისი და მისი მე­უღ­ლის, 28 წლის ატი­ლას პირ­ვე­ლი შვი­ლი ქრო­მო­სო­მის ანო­მა­ლი­ით და­ი­ბა­დე­ბო­და.

გო­გო­ნა 13 დე­კემ­ბერს გაჩ­ნდა. ახალ­შო­ბი­ლი ორ კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და, გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ტვი­ნი ჰქონ­და, დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ფილ­ტვე­ბი და სა­სუნ­თქი გზე­ბი. მას ევე­ლი­ნი და­არ­ქვეს. და­ა­ვა­დე­ბას­თან 4-კვი­რი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, ევე­ლი­ნი 10 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა. შარ­ლო­ტა და ატი­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 12 დღე დარ­ჩნენ, სა­ნამ მათი შვი­ლი გა­ყი­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მშობ­ლებ­მა ევე­ლი­ნის გვა­მი დაკ­რძალ­ვამ­დე სახ­ლში წა­იყ­ვა­ნეს და ოთხი დღე შინ ჰყავ­დათ, ასე­ირ­ნებ­დნენ და ისე იქ­ცე­ოდ­ნენ, თით­ქოს ბავ­შვი ცო­ცხა­ლი იყო.

"ვიცი, შე­საძ­ლოა ასე­თი ქცე­ვა სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი არ იყოს, მაგ­რამ ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ოჯა­ხუ­რი დრო გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა და ნორ­მა­ლუ­რად მოვ­ფე­რე­ბო­დი ჩემ გო­გო­ნას. მას­თან გა­ტა­რე­ბულ­მა დრომ ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა ჩვენ­ში. ის, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა მა­გა­ლი­თად, მისი გა­სე­ირ­ნე­ბის, ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რე­ბა ამ ტრა­გე­დი­ის გა­და­ტა­ნა­ში", - ყვე­ბა ბავ­შვის დედა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mirror.co.uk-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დედამ დაღუპულ ახალშობილთან ორი კვირა გაატარა და ის სასეირნოდაც დაჰყავდა

დედამ დაღუპულ ახალშობილთან ორი კვირა გაატარა და ის სასეირნოდაც დაჰყავდა

21 წლის ბრიტანელ შარლოტ სზაკსს ფეხმძიმობის 20 კვირის თავზე ექიმებმა ამცნეს, რომ მისი და მისი მეუღლის, 28 წლის ატილას პირველი შვილი ქრომოსომის ანომალიით დაიბადებოდა.

გოგონა 13 დეკემბერს გაჩნდა. ახალშობილი ორ კილოგრამს იწონიდა, განუვითარებელი ტვინი ჰქონდა, დეფორმირებული ფილტვები და სასუნთქი გზები. მას ეველინი დაარქვეს. დაავადებასთან 4-კვირიანი ბრძოლის შემდეგ, ეველინი 10 იანვარს გარდაიცვალა. შარლოტა და ატილა საავადმყოფოში 12 დღე დარჩნენ, სანამ მათი შვილი გაყინულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მშობლებმა ეველინის გვამი დაკრძალვამდე სახლში წაიყვანეს და ოთხი დღე შინ ჰყავდათ, ასეირნებდნენ და ისე იქცეოდნენ, თითქოს ბავშვი ცოცხალი იყო.

"ვიცი, შესაძლოა ასეთი ქცევა საუკეთესო არჩევანი არ იყოს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ოჯახური დრო გაგვეტარებინა და ნორმალურად მოვფერებოდი ჩემ გოგონას. მასთან გატარებულმა დრომ ბევრი რამ შეცვალა ჩვენში. ის, რომ საშუალება მომეცა მაგალითად, მისი გასეირნების, ემოციურად ძალიან დამეხმარება ამ ტრაგედიის გადატანაში", - ყვება ბავშვის დედა.

მომზადებულია mirror.co.uk-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"