სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში სურსათის საყიდლად საკმარისი ფული არა აქვს
ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში სურსათის საყიდლად საკმარისი ფული არა აქვს

გა­მო­კი­თხუ­ლი ოჯა­ხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა (58%) აცხა­დებს, რომ ბოლო 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მე­ლი­მე ჯგუ­ფის სურ­სა­თის ნაკ­ლე­ბო­ბა გა­ნი­ცა­დეს , - ამის შე­სა­ხებ OXFAM-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­ში "სა­ქარ­თვე­ლო­ში კვე­ბის ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვა" არის ნათ­ქვა­მი. კვლე­ვა 2016 წლის მო­ნა­ცე­მებს მო­ი­ცავს. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ ხში­რია ხორ­ცის დე­ფი­ცი­ტი. საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტის თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დია ზამ­თრის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი და გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი ორი თვე: "სურ­სა­თის ნაკ­ლე­ბო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ეკო­ნო­მი­კუ­რია. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა ნახ­შირ­წყლო­ვან საკ­ვებს მო­იხ­მარს და გა­ნიც­დის ხორ­ცე­უ­ლის და თევ­ზე­უ­ლის ნაკ­ლე­ბო­ბას, რო­მე­ლიც მდი­და­რია ცი­ლე­ბით, რკი­ნით და A ვი­ტა­მი­ნით. მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 1/3 მო­იხ­მარს რკი­ნით მდი­დარ საკ­ვებს, რო­მელ­საც ძი­რი­თა­დად იღებს ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ცი­ი­დან. რკი­ნით მდი­და­რი საკ­ვე­ბის მოხ­მა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბა­ლია ქა­ლებ­სა და ბავ­შვებ­ში და წარ­მო­ად­გენს 33-34%-ს," - ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში.

OXFAM-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შინ ყვე­ლა­ზე ხში­რად სამ კერძს მი­ირ­თმე­ვენ. ესე­ნია - შემ­წვა­რი კარ­ტო­ფი­ლი, ლო­ბიო და აჯაფ­სან­და­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­ცერ­თი ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კერ­ძი არ არის ხორ­ცი­ა­ნი.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, კვე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო დო­ნის მქო­ნე რეს­პონ­დენ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად ზე­თით და ბოსტნე­უ­ლით

იკ­ვე­ბე­ბი­ან. ხილი და ხორ­ცი ხელ­მი­საწ­ვდო­მია მხო­ლოდ გა­მო­კი­თხუ­ლი მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის. რო­გორც კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქა­ლე­ბის 50%, რო­მელ­თა ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 100-1000 ლა­რია, 4 ჯგუ­ფის საკ­ვებს მო­იხ­მარს: მარ­ცვლე­ულს, მცე­ნა­რე­ულ და ცხო­ვე­ლურ ცხი­მებს, ბოსტნე­ულს, რძე­სა და რძის პრო­დუქ­ტებს, მა­შინ რო­დე­საც, ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი მო­იხ­მა­რენ 5 ჯგუ­ფის საკ­ვებს. ხილს და ხორცს მო­იხ­მარს ქა­ლე­ბის მხო­ლოდ ის ჯგუ­ფი, რო­მელ­საც 1000 ლარ­ზე მეტი შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ. მარ­ტო­ხე­ლა პენ­სი­ონ­რე­ბის ოჯა­ხებ­ში რკი­ნით მდი­და­რი პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა საკ­მა­ოდ და­ბა­ლია და 24%-ს შე­ად­გენს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში სურსათის საყიდლად საკმარისი ფული არა აქვს

ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში სურსათის საყიდლად საკმარისი ფული არა აქვს

გამოკითხული ოჯახების უმრავლესობა (58%) აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში რომელიმე ჯგუფის სურსათის ნაკლებობა განიცადეს , - ამის შესახებ OXFAM-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ”საქართველოში კვების ეროვნული კვლევა” არის ნათქვამი. კვლევა 2016 წლის მონაცემებს მოიცავს. კვლევის მიხედვით, საქართველოში საკმაოდ ხშირია ხორცის დეფიციტი. საკვები პროდუქტების დეფიციტის თვალსაზრისით ყველაზე მძიმე პერიოდია ზამთრის მეორე ნახევარი და გაზაფხულის პირველი ორი თვე: ”სურსათის ნაკლებობის მთავარი მიზეზი ეკონომიკურია. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ნახშირწყლოვან საკვებს მოიხმარს და განიცდის ხორცეულის და თევზეულის ნაკლებობას, რომელიც მდიდარია ცილებით, რკინით და A ვიტამინით. მოსახლეობის მხოლოდ 1/3 მოიხმარს რკინით მდიდარ საკვებს, რომელსაც ძირითადად იღებს ცხოველური წარმოშობის პროდუქციიდან. რკინით მდიდარი საკვების მოხმარება განსაკუთრებით დაბალია ქალებსა და ბავშვებში და წარმოადგენს 33-34%-ს,” - ნათქვამია კვლევაში.

OXFAM-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში შინ ყველაზე ხშირად სამ კერძს მიირთმევენ. ესენია - შემწვარი კარტოფილი, ლობიო და აჯაფსანდალი. აღსანიშნავია, რომ არცერთი ზემოთ აღნიშნული კერძი არ არის ხორციანი.

კვლევის მიხედვით, კვების მრავალფეროვნების დაბალი და საშუალო დონის მქონე რესპონდენტები ძირითადად ზეთით და ბოსტნეულით

იკვებებიან. ხილი და ხორცი ხელმისაწვდომია მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახების უმრავლესობისთვის. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ქალების 50%, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 100-1000 ლარია, 4 ჯგუფის საკვებს მოიხმარს: მარცვლეულს, მცენარეულ და ცხოველურ ცხიმებს, ბოსტნეულს, რძესა და რძის პროდუქტებს, მაშინ როდესაც, ოჯახის დანარჩენი წევრები მოიხმარენ 5 ჯგუფის საკვებს. ხილს და ხორცს მოიხმარს ქალების მხოლოდ ის ჯგუფი, რომელსაც 1000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ. მარტოხელა პენსიონრების ოჯახებში რკინით მდიდარი პროდუქტების მოხმარება საკმაოდ დაბალია და 24%-ს შეადგენს.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი