საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდთოვლობამ შიდა ქართლის სოფლებში პრობლემები შექმნა
დიდთოვლობამ შიდა ქართლის სოფლებში პრობლემები შექმნა

დიდ­თოვ­ლო­ბამ შიდა ქარ­თლის სოფ­ლებ­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. უხვი ნა­ლე­ქის გამო, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა შე­ფერ­ხდა.

ცო­ცხნა­რას, ქემ­ფე­რის, ოძი­სი­სა და ნარ­ვა­ნის მცხოვ­რებ­ლებს სუ­რა­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას გზის ხუთ­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თის გავ­ლა ფე­ხით უწევთ. "დიდ­თოვ­ლო­ბი­სას, როცა ავ­ტო­ბუ­სი სოფ­ლამ­დე ვერ მი­დის, ფე­ხით სი­ა­რუ­ლი გვი­წევს. ბევ­რი ვერ ახერ­ხებს, რომ ტაქ­სით ისარ­გებ­ლოს, ამი­ტომ, რთუ­ლი გზის მი­უ­ხე­და­ვად, იძუ­ლე­ბუ­ლია ფე­ხით ია­როს. გზის რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვე­თი ტყე­ზე გა­დის, ბევ­რი მხე­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით, მგლე­ბია მრავ­ლად, ამი­ტომ, მარ­ტო სი­ა­რულს ყვე­ლა ერი­დე­ბა, ვცდი­ლობთ, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა ერ­თად ვი­ა­როთ. მე ოძი­სის სკო­ლის პე­და­გო­გი ვარ, ჩემი მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნაც ამა­ვე სკო­ლა­ში დამ­ყავს, ხა­შურ­ში ვცხოვ­რობთ და ყო­ველ­დღი­უ­რად გვი­წევს ოძის­ში სი­ა­რუ­ლი, უა­მინ­დო­ბი­სას კი, ხში­რად - ფე­ხით. სუ­რა­მის პირ­ვე­ლი სკო­ლის იმ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც სო­ფელ ცო­ცხნა­რა­დან და­დი­ან, სას­კო­ლო ავ­ტო­ბუ­სი ემ­სა­ხუ­რე­ბათ, თუმ­ცა, გუ­შინ და დღეს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გარ­და, ვერც ის ავ­ტო­ბუ­სი ამო­ვი­და სო­ფელ­ში", – გა­ნა­ცხა­და ნანა ლო­მი­ძემ.

ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში თოვ­ლის სა­ფა­რი ერთ მეტრს აღ­წევს. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი, გი­ორ­გი გუ­რას­პაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სა­სოფ­ლო გზე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად იწ­მინ­დე­ბა. "თით­ქმის ყვე­ლა გზა მუდ­მი­ვად იწ­მინ­დე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა სოფ­ლამ­დე მის­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია. გარ­და ამი­სა, როცა მო­სახ­ლე­ო­ბა გვი­კავ­შირ­დე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვეთ­ზე არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლის თა­ო­ბა­ზე, მყი­სი­ერ რე­ა­გი­რე­ბას ვახ­დენთ, თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტთან და­კავ­ში­რე­ბით, სხვა მი­ზე­ზე­ბიც არ­სე­ბობს, ზოგი ავ­ტო­ბუ­სი ზამ­თრის შე­სა­ბა­მი­სად არაა ტექ­ნი­კუ­რად მზად და ვფიქ­რობ, ესეც იწ­ვევს შე­ფერ­ხე­ბას", - აღ­ნიშ­ნა გუ­რას­პაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

დიდთოვლობამ შიდა ქართლის სოფლებში პრობლემები შექმნა

დიდთოვლობამ შიდა ქართლის სოფლებში პრობლემები შექმნა

დიდთოვლობამ შიდა ქართლის სოფლებში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

ცოცხნარას, ქემფერის, ოძისისა და ნარვანის მცხოვრებლებს სურამის მიმართულებით გადაადგილებისას გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის გავლა ფეხით უწევთ. ,,დიდთოვლობისას, როცა ავტობუსი სოფლამდე ვერ მიდის, ფეხით სიარული გვიწევს. ბევრი ვერ ახერხებს, რომ ტაქსით ისარგებლოს, ამიტომ, რთული გზის მიუხედავად, იძულებულია ფეხით იაროს. გზის რამდენიმე მონაკვეთი ტყეზე გადის, ბევრი მხეცია, განსაკუთრებით, მგლებია მრავლად, ამიტომ, მარტო სიარულს ყველა ერიდება, ვცდილობთ, რამდენიმე ადამიანმა ერთად ვიაროთ. მე ოძისის სკოლის პედაგოგი ვარ, ჩემი მცირეწლოვანი გოგონაც ამავე სკოლაში დამყავს, ხაშურში ვცხოვრობთ და ყოველდღიურად გვიწევს ოძისში სიარული, უამინდობისას კი, ხშირად - ფეხით. სურამის პირველი სკოლის იმ მოსწავლეებს, რომლებიც სოფელ ცოცხნარადან დადიან, სასკოლო ავტობუსი ემსახურებათ, თუმცა, გუშინ და დღეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, ვერც ის ავტობუსი ამოვიდა სოფელში", – განაცხადა ნანა ლომიძემ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. მუნიციპალიტეტის გამგებელი, გიორგი გურასპაშვილი აცხადებს, რომ სასოფლო გზები ინტენსიურად იწმინდება. ,,თითქმის ყველა გზა მუდმივად იწმინდება, ფაქტობრივად, ყველა სოფლამდე მისვლა შესაძლებელია. გარდა ამისა, როცა მოსახლეობა გვიკავშირდება და ინფორმაციას გვაწვდის კონკრეტულ მონაკვეთზე არსებული სირთულის თაობაზე, მყისიერ რეაგირებას ვახდენთ, თუმცა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, სხვა მიზეზებიც არსებობს, ზოგი ავტობუსი ზამთრის შესაბამისად არაა ტექნიკურად მზად და ვფიქრობ, ესეც იწვევს შეფერხებას", - აღნიშნა გურასპაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი