პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგეი სტანიშევი - ხვალ ველოდები კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს - ვიზალიბერალიზაციას
სერგეი სტანიშევი - ხვალ ველოდები კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს - ვიზალიბერალიზაციას

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის პრე­ზი­დენტს სერ­გეი სტა­ნი­შევს შეხ­ვდა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს, შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბა­ზე ხვალ და­გეგ­მი­ლი კენ­ჭისყ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა და ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა გა­ნი­ხი­ლეს.

"ბრი­უ­სელ­ში ხვალ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ ევ­რო­პუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხის კენ­ჭისყ­რი­სას და­დე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს", - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტად მყოფ­მა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის პრე­ზი­დენტ, სერ­გეი სტა­ნი­შევ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის პრე­ზი­დენ­ტთან სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა. "პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, შე­ვე­ხეთ იმ მოვ­ლე­ნას, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნაა. ხვალ კენ­ჭი უნდა ეყა­როს სა­კითხს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის­თვის და ეს არის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ბევ­რი რამ გა­კეთ­და იმი­სათ­ვის, რომ ეს შე­დე­გი მიღ­წე­უ­ლი­ყო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ეს პრო­ცე­სი ხვალ წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა და ევ­რო­პუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი სა­კი­თხის კენ­ჭისყ­რი­სას და­დე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის ლი­დერ­თან შეხ­ვედ­რი­სას სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ფორ­მებს და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ სფე­რო­ში გა­სა­ტა­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც შე­ე­ხო. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტურ პარ­ტი­ას და პი­რა­დად მის პრე­ზი­დენტს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იმ მხარ­და­ჭე­რის­თვის, რო­მელ­საც პარ­ტია ვიზა ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ხა­ტავს.

სერ­გეი სტა­ნი­შევ­მა შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რედ არ­ჩე­ვა მი­უ­ლო­ცა და მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა. ევ­რო­პელ­მა სო­ცი­ა­ლის­ტმა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ა­ფა­სა და ვიზა ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზეც ისა­უბ­რა.

"ხვალ ვე­ლო­დე­ბი კი­დევ ერთ წინ­გა­დად­გმულ ნა­ბიჯს - ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას. რა თქმა უნდა, ჩემ­თვის, რო­გორც ევ­რო­პის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ოჯა­ხის ლი­დე­რის­თვის, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი დღის წეს­რი­გი, რაც ევ­რო­პა­შია, იყოს მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ფო­კუს­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი ბოლო ვი­ზი­ტის დროს დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა იმ სა­მუ­შა­ომ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის ჯან­დაც­ვა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ეს ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბაა და მი­ვე­სალ­მე­ბი, რომ ეს პო­ლი­ტი­კა ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. იმე­დი მაქვს, ის გა­ფარ­თოვ­დე­ბა და გა­ნათ­ლე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის და სხვა სფე­რო­ებ­საც მო­ი­ცავს", - აღ­ნიშ­ნა სერ­გეი სტა­ნი­შევ­მა.

ევ­რო­პის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის პრე­ზი­დენ­ტთან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან ერ­თად, სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი: თა­მარ ხუ­ლორ­და­ვა, სო­ფიო ქა­ცა­რა­ვა, დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძე და ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ქარ­თვე­ლოს მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნა­ტა­ლია სა­ბა­ნა­ძე და­ეს­წრნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სერგეი სტანიშევი - ხვალ ველოდები კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს - ვიზალიბერალიზაციას

სერგეი სტანიშევი - ხვალ ველოდები კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს - ვიზალიბერალიზაციას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს სერგეი სტანიშევს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე ხვალ დაგეგმილი კენჭისყრის მნიშვნელობა და ქვეყანაში ეკონომიკური დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა განიხილეს.

"ბრიუსელში ხვალ საქართველოსთვის ისტორიული მოვლენა გაიმართება და დარწმუნებული ვართ ევროპული პარლამენტი ვიზალიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრისას დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ევროპარლამენტში სამუშაო ვიზიტად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტ, სერგეი სტანიშევთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტთან სხვადასხვა თემაზე საინტერესო დისკუსია გაიმართა. "პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შევეხეთ იმ მოვლენას, რომელიც ჩვენთვის ისტორიული მოვლენაა. ხვალ კენჭი უნდა ეყაროს საკითხს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის და ეს არის ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ხელისუფლების მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ეს შედეგი მიღწეულიყო და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი ხვალ წარმატებით დასრულდება და ევროპული პარლამენტი საკითხის კენჭისყრისას დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ევროპის სოციალისტების ლიდერთან შეხვედრისას საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში გასატარებელ ღონისძიებებსაც შეეხო. ირაკლი კობახიძემ ევროპის სოციალისტურ პარტიას და პირადად მის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პარტია ვიზა ლიბერალიზაციის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გამოხატავს.

სერგეი სტანიშევმა შეხვედრის დასაწყისში ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და მის საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ევროპელმა სოციალისტმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა შეაფასა და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზეც ისაუბრა.

"ხვალ ველოდები კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს - ვიზალიბერალიზაციას. რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც ევროპის სოციალ-დემოკრატიული ოჯახის ლიდერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკური და სოციალური დღის წესრიგი, რაც ევროპაშია, იყოს მთავრობის საქმიანობის ფოკუსში. საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სამუშაომ, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ეს ფუნდამენტური უფლებაა და მივესალმები, რომ ეს პოლიტიკა ახლაც გრძელდება. იმედი მაქვს, ის გაფართოვდება და განათლების, სოციალური დაცვის და სხვა სფეროებსაც მოიცავს", - აღნიშნა სერგეი სტანიშევმა.

ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის წევრები: თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე დაესწრნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."