პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატოსა და ამერიკის ახალი მესიჯები რუსეთს
ნატოსა და ამერიკის ახალი მესიჯები რუსეთს

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო ხა­ნებ­ში და­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა. ამე­რი­კი­სა და ნა­ტოს მხრი­დან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დათ­ბო­ბის სურ­ვი­ლის გა­მო­ხატ­ვის მცდე­ლო­ბას, სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა რან­გის პი­რე­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რუ­სე­თის მხრი­დან ადექ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი ერთხელ არ მოჰ­ყო­ლია...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა "ბი­ბი­სის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ალი­ან­სი და აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცია შე­თან­ხმდნენ "ძა­ლის პო­ზი­ცი­ი­დან" რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე".

სტოლ­ტენ­ბერ­გის თქმით, ის ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა აშშ-ის პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპს და თავ­დაც­ვის მი­ნისტრს, ჯე­იმს მე­ტისს, რომ­ლებ­მაც და­ა­დას­ტუ­რეს, რომ "ამე­რი­კა ნა­ტო­სა და ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი კავ­ში­რის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა".

გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის თქმით, ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მე­სი­ჯი ასე­თია, - მას სურს დი­ა­ლო­გი რუ­სეთ­თან "ძა­ლის პო­ზი­ცი­ი­დან". არა­და, არც ისე დიდი ხნით წინ, დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ჭი­როა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ხოლო ნა­ტოს "მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი" უწო­და, თუმ­ცა, ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ალი­ან­სი მის­თვის კვლავ "ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია"...

არა­და, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ, ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა კი­დევ ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა, სა­დაც ის რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის იმედს გა­მოთ­ქვამ­და. მა­შინ ის ამ­ბობ­და, რომ რუ­სე­თის მხრი­დან აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ფლანგზე უშუ­ა­ლო საფრ­თხეს ვერ ხე­დავ­და.

"ჩვენ ვხე­დავთ, უფრო აქ­ტი­ურ რუ­სეთს, სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვან ზრდას, თუმ­ცა, ვერ ვხე­დავთ უშუ­ა­ლო საფრ­თხეს. ნატო შე­სა­ბა­მი­სად რე­ა­გი­რებს და სწო­რედ ამი­ტომ, ალი­ან­სის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში პირ­ვე­ლად გან­ვა­თავ­სეთ სამ­ხედ­რო­ე­ბი, თუმ­ცა ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ მი­ვის­წრაფ­ვით რუ­სეთ­თან კონფრონ­ტა­ცი­ის­კენ. პი­რი­ქით, სრუ­ლე­ბით არ გვსურს ახა­ლი ცივი ომი. ამი­ტომ ვუ­თავ­სებთ ერ­თმა­ნეთს ძა­ლა­სა და მტკი­ცე მიდ­გო­მას დი­ა­ლო­გის ღია არ­ხე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით", - აცხა­დებ­და გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი "ბი­ბი­სის­თვის" მო­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

და­სავ­ლუ­რი მე­დია აქ­ცენტს აკე­თებს იმა­ზე, რომ "და­სავ­ლე­თი რუ­სეთ­თან კეკ­ლუ­ცო­ბით და­ი­ღა­ლა".

"ამე­რი­კის ხმა" აქ­ვეყ­ნებს მნიშ­ვნე­ლო­ვან ფრაგ­მენ­ტებს, ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მად­ლენ ოლბ­რა­ი­ტის გა­მოს­ვლი­დან, რო­მე­ლიც სა­უბ­რობს თუ რო­გო­რი უნდა იყოს ამე­რი­კის როლი მსოფ­ლი­ო­ში და რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს ვა­შინგტონს სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გის შექ­მნა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში.

მად­ლენ ოლბ­რა­ი­ტი, 30 იან­ვარს, სა­ერ­თა­შო­რი­სო და სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში სი­ტყვით გა­მო­ვი­და და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ში ამე­რი­კის როლ­ზე ისა­უბ­რა, სა­დაც მან სა­ერ­თა­შო­რი­სო მოვ­ლე­ნე­ბის ზო­გა­დი მი­მო­ხილ­ვის გარ­და, რუ­სე­თის და პოსტ-საბ­ჭო­თა სივ­რცი­სად­მი, ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კის მი­სე­ულ ხედ­ვა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ დიპ­ლო­მა­ტებს ვა­შინგტონ­ში არ უნდა და­ა­ვი­წყდეთ, რომ პუ­ტი­ნი "კა­გე­ბეს" ყო­ფი­ლი აგენ­ტია.

ყო­ფილ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კა არ უნდა იყოს აგე­ბუ­ლი იმა­ზე, მო­წონს თუ არა რუ­სეთს ვა­შინგტო­ნი. ოლბ­რა­იტს თქმით, მოს­კო­ვის მი­მართ "ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა" სწო­რი მიდ­გო­მაა.

"რუ­სე­თი იყო იმ­პე­რია, შემ­დეგ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, რო­მელ­საც უზარ­მა­ზა­რი ძალა ქონ­და. ის საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ჩვე­ნი მთა­ვა­რი მტე­რი იყო. მოხ­და ჩვენ­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო რამ, მთა­ვა­რი მე­ტო­ქის ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჩა­მო­იქ­ცა ომის გა­რე­შე და ამის შემ­დეგ, ვცდი­ლობ­დით, გაგ­ვერ­კვია რო­გორ გვე­მუ­შა­ვა რუ­სეთ­თან. ცხა­დია, ყვე­ლა­ფერ­ზე ვერ შე­თან­ხმდე­ბით, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­არ­კვიო, რაზე თან­ხმდე­ბი და რაზე არა... სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას, ელ­ცინს შევ­ხვდი, - მან მკი­თხა, თუ რა­ტომ ფარ­თოვ­დე­ბო­და ნატო... მე ვუ­თხა­რი, რომ ეს მათ წი­ნა­აღ­მდეგ არ იყო მი­მარ­თუ­ლი და რა­ღაც ეტაპ­ზე თუ მათ სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბო­დათ, თვი­თო­ნაც გამ­ხდა­რიყ­ვნენ ნა­ტოს ნა­წი­ლი. ჩვენ მზად ვი­ყა­ვით ისი­ნი მიგ­ვე­ღო", - ამ­ბობს ოლბ­რა­ი­ტი.

ოლბ­რა­ი­ტის თქმით, ახლა რუ­სე­თი ცდი­ლობს ევ­რო­კავ­ში­რის და ევ­რო­პის ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის ძი­რის გა­მო­თხრას. მი­სი­ვე თქმით, ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სან­ქცი­ე­ბი არ უნდა გა­ა­უქ­მოს, მა­შინ, რო­დე­საც მოს­კო­ვი მინ­სკის შე­თან­ხმე­ბას არ ას­რუ­ლებს.

"პუ­ტი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რუ­სეთ­ში იდენ­ტო­ბის კრი­ზი­სის დროს მო­ვი­და. ის ცდი­ლობს, რუ­სეთს მსოფ­ლიო ძა­ლის სტა­ტუ­სი და­უბ­რუ­ნოს და ეს მას პო­პუ­ლა­რო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ის იყე­ნებს ასი­მეტ­რი­უ­ლი ბრძო­ლის ხერ­ხებს, კი­ბერ და სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის ტაქ­ტი­კას. ის ერ­თი­ან ევ­რო­პას სა­შიშ­რო­ე­ბად მი­იჩ­ნევს და ცდი­ლობს გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. პუ­ტი­ნი ია­რა­ღად იყე­ნებს დევ­ნი­ლებს, რაც ევ­რო­პის არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას იწ­ვევს... მკა­ფი­ოდ უნდა ვთქვათ, არ ვა­პი­რებთ სან­ქცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბას, რად­გან ისი­ნი არ ას­რუ­ლე­ბენ პი­რო­ბებს. პუ­ტი­ნის მიერ ყი­რი­მის ანექ­სია და უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა არა­ლე­გა­ლუ­რია. პუ­ტი­ნი აფა­სებს ძა­ლას, და ვფიქ­რობ სა­ჭი­როა ძა­ლის გა­მო­ჩე­ნა".

მად­ლენ ოლბ­რა­ი­ტის თქმით, ამე­რი­კას რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სიფრ­თხი­ლე მარ­თებს. მოს­კოვ­სა და ვა­შინგტონს შო­რის ორ­მხრი­ვი სიმ­პა­თი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი არ უნდა იყოს. მისი თქმით, ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას სან­ქცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა სურს და ამ აზრს ევ­რო­პელ­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლიც იზი­ა­რებს... "რუ­სე­თი სხვა სივ­რცე­შია და ჩვენ - სხვა­ში. ამე­რი­კის არა­ერ­თმა პრე­ზი­დენ­ტმა შეც­დო­მა და­უშ­ვა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, ბუშ­მა. ჩვენ ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ და იმა­ზე არ უნდა ვი­ყოთ მო­მარ­თუ­ლი, მო­ვე­წო­ნე­ბით თუ არა მათ", - ამ­ბობს ის.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნატოსა და ამერიკის ახალი მესიჯები რუსეთს

ნატოსა და ამერიკის ახალი მესიჯები რუსეთს

დასავლური მედიის ინფორმაციით, ბოლო ხანებში დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები რამდენჯერმე შეიცვალა. ამერიკისა და ნატოს მხრიდან ურთიერთობების დათბობის სურვილის გამოხატვის მცდელობას, სხვადასხვა დროს სხვადასხვა რანგის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რუსეთის მხრიდან ადექვატური პასუხი ერთხელ არ მოჰყოლია...

რამდენიმე დღის წინ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა "ბიბისისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ალიანსი და აშშ-ის ადმინისტრაცია შეთანხმდნენ "ძალის პოზიციიდან" რუსეთთან დიალოგის საჭიროებაზე".

სტოლტენბერგის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და თავდაცვის მინისტრს, ჯეიმს მეტისს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ "ამერიკა ნატოსა და ტრანსატლანტიკური კავშირის ერთგული რჩება".

გენერალური მდივნის თქმით, ახალი ადმინისტრაციის მესიჯი ასეთია, - მას სურს დიალოგი რუსეთთან "ძალის პოზიციიდან". არადა, არც ისე დიდი ხნით წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთთან ურთიერთობების განვითარება. ხოლო ნატოს "მოძველებული" უწოდა, თუმცა, ასევე  აღნიშნა, რომ ალიანსი მისთვის კვლავ "ძალიან მნიშვნელოვანია"...

არადა, რამდენიმე დღის წინ, რუსეთთან ურთიერთობის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც ის რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების იმედს გამოთქვამდა. მაშინ ის ამბობდა, რომ რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე უშუალო საფრთხეს ვერ ხედავდა.

"ჩვენ ვხედავთ, უფრო აქტიურ რუსეთს, სამხედრო კონტიგენტის მნიშვნელოვან ზრდას, თუმცა, ვერ ვხედავთ უშუალო საფრთხეს. ნატო შესაბამისად რეაგირებს და სწორედ ამიტომ, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში პირველად განვათავსეთ სამხედროები, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივისწრაფვით რუსეთთან კონფრონტაციისკენ. პირიქით, სრულებით არ გვსურს ახალი ცივი ომი. ამიტომ ვუთავსებთ ერთმანეთს ძალასა და მტკიცე მიდგომას დიალოგის ღია არხების საშუალებით", - აცხადებდა გენერალური მდივანი "ბიბისისთვის" მოცემულ ინტერვიუში.

დასავლური მედია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ "დასავლეთი რუსეთთან კეკლუცობით დაიღალა".   

"ამერიკის ხმა" აქვეყნებს მნიშვნელოვან ფრაგმენტებს, ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის გამოსვლიდან, რომელიც საუბრობს თუ როგორი უნდა იყოს ამერიკის როლი მსოფლიოში და რა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ვაშინგტონს საერთაშორისო წესრიგის შექმნასა და შენარჩუნებაში.

მადლენ ოლბრაიტი, 30 იანვარს, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებში ამერიკის როლზე ისაუბრა, სადაც მან საერთაშორისო მოვლენების ზოგადი მიმოხილვის გარდა, რუსეთის და პოსტ-საბჭოთა სივრცისადმი, ამერიკის პოლიტიკის მისეულ ხედვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიპლომატებს ვაშინგტონში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი "კაგებეს" ყოფილი აგენტია.

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის პოლიტიკა არ უნდა იყოს აგებული იმაზე, მოწონს თუ არა რუსეთს ვაშინგტონი. ოლბრაიტს თქმით, მოსკოვის მიმართ "ძალის დემონსტრირება" სწორი მიდგომაა.

"რუსეთი იყო იმპერია, შემდეგ საბჭოთა კავშირი, რომელსაც უზარმაზარი ძალა ქონდა. ის საბჭოთა კავშირი ჩვენი მთავარი მტერი იყო. მოხდა ჩვენთვის უპრეცედენტო რამ, მთავარი მეტოქის ძალაუფლება ჩამოიქცა ომის გარეშე და ამის შემდეგ, ვცდილობდით, გაგვერკვია როგორ გვემუშავა რუსეთთან. ცხადია, ყველაფერზე ვერ შეთანხმდებით, მაგრამ აუცილებელია გაარკვიო, რაზე თანხმდები და რაზე არა... სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, ელცინს შევხვდი, - მან მკითხა, თუ რატომ ფართოვდებოდა ნატო... მე ვუთხარი, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ იყო მიმართული და რაღაც ეტაპზე თუ მათ სურვილი ექნებოდათ, თვითონაც გამხდარიყვნენ ნატოს ნაწილი. ჩვენ მზად ვიყავით ისინი მიგვეღო", - ამბობს ოლბრაიტი.

ოლბრაიტის თქმით, ახლა რუსეთი ცდილობს ევროკავშირის და ევროპის ერთიანობისთვის ძირის გამოთხრას. მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები არ უნდა გააუქმოს, მაშინ, როდესაც მოსკოვი მინსკის შეთანხმებას არ ასრულებს.

"პუტინი ხელისუფლებაში, რუსეთში იდენტობის კრიზისის დროს მოვიდა. ის ცდილობს, რუსეთს მსოფლიო ძალის სტატუსი დაუბრუნოს და ეს მას პოპულარობაში ეხმარება. ის იყენებს ასიმეტრიული ბრძოლის ხერხებს, კიბერ და საინფორმაციო ომის ტაქტიკას. ის ერთიან ევროპას საშიშროებად მიიჩნევს და ცდილობს გავლენის სფეროების შენარჩუნებას. პუტინი იარაღად იყენებს დევნილებს, რაც ევროპის არაერთ ქვეყანაში დესტაბილიზაციას იწვევს... მკაფიოდ უნდა ვთქვათ, არ ვაპირებთ სანქციების გაუქმებას, რადგან ისინი არ ასრულებენ პირობებს. პუტინის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში შეჭრა არალეგალურია. პუტინი აფასებს ძალას, და ვფიქრობ საჭიროა ძალის გამოჩენა".

მადლენ ოლბრაიტის თქმით, ამერიკას რუსეთთან ურთიერთობებში სიფრთხილე მართებს. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი სიმპათიის ჩამოყალიბება მთავარი პრინციპი არ უნდა იყოს. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას სანქციების გაუქმება სურს და ამ აზრს ევროპელთა გარკვეული ნაწილიც იზიარებს... "რუსეთი სხვა სივრცეშია და ჩვენ - სხვაში. ამერიკის არაერთმა პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა მასთან ურთიერთობაში, მაგალითად, ბუშმა. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და იმაზე არ უნდა ვიყოთ მომართული, მოვეწონებით თუ არა მათ", - ამბობს ის.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE