სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი და ქართველი ხელოვანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირი სასტიკად გაუსწორდა
რუსი და ქართველი ხელოვანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირი სასტიკად გაუსწორდა

ნე­ბის­მი­ერ წყო­ბას და პი­ლი­ტი­კურ რე­ჟიმს სა­კუ­თა­რი მე­ხოტ­ბე­ე­ბი და კრი­ტი­კო­სე­ბი ჰყავს. ერ­თნი ლი­დე­რე­ბის და მათი მმარ­თვე­ლო­ბის ქება-დი­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი და სჯე­რათ, რომ ძა­ლა­დობ­რი­ვი და არას­წო­რი მე­თო­დებს მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ვე­ლი­ვე ეს მხო­ლოდ ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ კეთ­დე­ბა. მე­ო­რე­ნი - ღიად თუ მა­ლუ­ლად რე­ჟიმს უპი­რის­პირ­დე­ბი­ან.

სსრკ ამ მხრივ ერ­თობ უნი­კა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო იყო. 1930-იან წლებ­ში საქ­მე მარ­ტი­ვად წყდე­ბო­და. რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს (მწერ­ლებს, პო­ე­ტებს, მხატ­ვრებს, არ­ტის­ტებს, მო­ქან­და­კე­ებს) სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ. გა­საბ­ჭო­ე­ბით და კრემ­ლის პო­ლი­ტი­კით უკ­მა­ყო­ფი­ლო ხალ­ხს სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით სჯიდ­ნენ. ზოგს გა­და­სახ­ლე­ბა­ში უკ­რავ­დნენ თავს, ზოგს წა­მე­ბის გზით დიდი ბე­ლა­დის პო­ლი­ტი­კა­ზე აზრს აც­ვლე­ვი­ნებ­დნენ. იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვი­საც ნაკ­ლე­ბად უმარ­თლებ­და.

ვლა­დი­მერ მა­ი­ა­კოვ­სკის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის აქ­ტი­უ­რი პრო­პა­გან­დის­ტი გახ­ლდათ ("...და ვი­ღებ შარ­ვლი­დან ჰა­ერ­ში საქ­ნე­ვად, მსგავ­სად წი­თე­ლი დრო­შის - იკი­თხეთ, შეგშურ­დეთ, მე მო­ქა­ლა­ქე ვარ დი­ა­დი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის!") ახალ­გაზ­რდა საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კას თვალ­ში ბევ­რი პო­ე­ტი არ მოს­დი­ო­და. მათ შო­რის იყო ანა ახ­მა­ტო­ვაც. 1922 წლი­დან მისი შე­მოქ­მე­დე­ბა მკაც­რი კრი­ტი­კის და ცენ­ზუ­რის ქვეშ მო­ექ­ცა. ერთხანს მისი ლექ­სე­ბის გა­მო­ცე­მაც აკ­რძა­ლეს. ომის შემ­დეგ, 1946 წელს ახ­მა­ტო­ვა მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან გა­რი­ცხეს. ერთხანს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მისი და­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხიც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და.

1950-იან წლებ­ში, დიდი კო­ბას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ტე­რო­რი "შე­და­რე­ბით ლმო­ბი­ე­რი" გახ­და.

1955 წელს ბო­რის პას­ტერ­ნაკ­მა რო­მან "ექიმ ჟი­ვა­გო­ზე" 10 წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ნა­წარ­მო­ე­ბი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მა­შინ­ვე მო­ექ­ცა. ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­მა რო­მა­ნის ბეჭდ­ვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. რე­დაქ­ტორ­თა აზ­რით, ნა­წარ­მო­ე­ბი რე­ვო­ლუ­ცი­ის მარ­თლე­ბუ­ლო­ბას და ქვეყ­ნის­თვის მო­ტა­ნილ სი­კე­თეს ეჭ­ვის ქვეშ აყე­ნებ­და.

"ექი­მი ჟი­ვა­გო" პირ­ვე­ლად 1957 წელს იტა­ლი­ა­ში გა­მოს­ცეს. შემ­დგომ გერ­მა­ნი­ა­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­შიც და­ბეჭ­დეს. საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა რო­მა­ნი პირ­ვე­ლად 1958 წელს ვე­ნა­ში, სტუ­დენ­ტთა და ახალ­გაზ­რდო­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე იხი­ლეს. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ წიგ­ნის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ვერ­სი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში დიდი წვლი­ლი ცენ­ტრა­ლურ­მა სა­დაზ­ვერ­ვო ბი­უ­რომ შე­ი­ტა­ნა. სსრკ-ში ნე­გა­ტი­უ­რად მი­ღე­ბუ­ლი წიგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას ამე­რი­კე­ლე­ბი ან­ტი­კო­მუ­ნის­ტუ­რი პრო­პა­გან­დის­თვის გეგ­მავ­დნენ.

ევ­რო­პა­ში პას­ტერ­ნა­კის წიგ­ნის გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე, გა­ზე­თებ­სა და ჟურ­ნა­ლებ­ში კრი­ტი­კით სავ­სე წე­რი­ლე­ბი და სტა­ტი­ე­ბი გაჩ­ნდა. პას­ტერ­ნაკს საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ის შე­უ­რა­ცხყო­ფა­სა და ან­ტი­საბ­ჭო­ურ ქმე­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

1958 წელს მწე­რალ­მა ალ­ბერ კა­მი­უმ, პას­ტერ­ნა­კი და მისი "ექი­მი ჟი­ვა­გო" ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე წა­რად­გინ­და. ის ამ ჯილ­დო­ზე წარ­დგე­ნი­ლი პირ­ვე­ლი საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე იყო. დი­დე­ბის ნაც­ვლად ამან პას­ტერ­ნაკს მხო­ლოდ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი მო­უ­ტა­ნა. პრე­სა­ში და რა­დი­ო­ში მწერ­ლის მი­მართ მო­რი­გი ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოს­ვლე­ბი და­ი­წყო. ყვე­ლა, ვი­საც არ ეზა­რე­ბო­და პას­ტერ­ნაკს თავ­ზე ლაფს ას­ხავ­და. მათ რი­ცხვში ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბიც იყ­ვნენ - სერ­გეი მი­ხალ­კო­ვი და ვლა­დი­მერ ნა­ბო­კო­ვი.

ყო­ვე­ლი­ვე ამა­ში დი­რი­ჟო­რის როლს ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი ას­რუ­ლებ­და, რო­მელ­საც ალ­ბათ ცხოვ­რე­ბა­ში 2 წიგ­ნიც არ ჰქონ­და წა­კი­თხუ­ლი. "ღო­რე­ბიც კი არ ისაქ­მე­ბენ იქ, სა­დაც ჭა­მენ" - ამ­ბობ­და მსოფ­ლი­ოს 1/6-ის ლი­დე­რი პას­ტერ­ნაკ­სა და მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე.

მწე­რალ­თა კავ­ში­რი პას­ტერ­ნა­კის სა­კუ­თა­რი რი­გე­ბი­დან გა­რი­ცხვას, მის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას და ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბას მო­ი­თხოვ­და. სა­ინ­ტე­რე­სო ამ ყვე­ლა­ფერ­ში ის არის, რომ მათ, ვინც პას­ტერ­ნა­კის მი­მართ ლან­ძღვა-გი­ნე­ბას არ იშუ­რებ­და, "ექი­მი ჟი­ვა­გო" წა­კი­თხუ­ლიც არ ჰქონ­დათ (სსრკ-ში წიგ­ნი მხო­ლოდ 1988 წელს და­ბეჭ­დეს(!)).

აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფონ­ზე, მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან გა­რი­ცხულ­მა პას­ტერ­ნაკ­მა ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე უარი თქვა.

პას­ტერ­ნა­კის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ "პე­რესტრო­ი­კის" დროს შე­იც­ვა­ლა. მწე­რალ­თა კავ­შირ­ში ის 1987 წელს აღად­გი­ნეს. კუთ­ვნი­ლი ნო­ბე­ლის პრე­მია კი პას­ტერ­ნაკ­მა 1989 წელს მი­ი­ღო. მე­და­ლი მის შვილს გა­დას­ცეს.

ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში კი­დევ ერთ საბ­ჭო­თა ლა­უ­რე­ატს, ალექ­სან­დრე სოლ­ჟე­ნი­ცინს ნაკ­ლე­ბად გა­უ­მარ­თლა. პრო­ფე­სი­ით არ­ტი­ლე­რის­ტი 1945 წელს ომის დროს, მე­გობ­რის­თვის მი­წე­რილ წე­რილ­ში სტა­ლი­ნის კრი­ტი­კის გამო, და­ა­პა­ტიმ­რეს და 8 წე­ლი­წა­დი და სა­მუ­და­მო გა­და­სახ­ლე­ბა(!) მი­უ­სა­ჯეს. ერთხანს მოს­კო­ვის და­ხუ­რულ ცი­ხე­ში ("შა­რაშ­კა­ში") მა­თე­მა­ტი­კო­სად მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი ყა­ზა­ხეთ­ში, გუ­ლა­გის ერთ-ერთ ბა­ნაკ­ში უკ­რეს თავი.

1957 წელს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ, სოლ­ჟე­ნი­ცინ­მა პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი "ივან დე­ნი­სო­ვი­ჩის ერთი დღე" გა­მოს­ცა. ბეჭდ­ვა­ში წიგ­ნი მხო­ლოდ მკაც­რი ცენ­ზუ­რის და ხრუშ­ჩო­ვის უშუ­ა­ლო ნე­ბარ­თვის შემ­დეგ ჩა­უშ­ვეს. შემ­დეგ იყო "პირ­ველ წრე­ში". ამ ორმა წიგნ­მა სოლ­ჟე­ნი­ცინს დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. თუმ­ცა კრემ­ლი მას სულ უფრო ცე­რად უყუ­რებ­და. ხელ­ნა­წე­რე­ბის და­პა­ტი­რე­ბის მიზ­ნით, სოლ­ჟე­ნი­ცი­ნის და მისი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბის ბი­ნებ­ში ჩხრე­კა ჩა­ტარ­და.

1967 წელს მწე­რალ­მა მთა­ვარ ნა­წარ­მო­ებ­ზე "არ­ქი­პე­ლაგ გუ­ლაგ­ზე" და­ას­რუ­ლა მუ­შა­ო­ბა. წიგ­ნი, რო­მელ­შიც სტა­ლი­ნის სიკ­ვდი­ლის ბა­ნა­კე­ბი დე­ტა­ლუ­რად იყო აღ­წე­რი­ლი, არ­ნა­ხუ­ლი აჟი­ო­ტა­ში გა­მო­იწ­ვია. სოლ­ჟე­ნი­ცი­ნი მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან უმალ გა­რი­ცხეს. გა­ზე­თე­ბი და ჟურ­ნა­ლე­ბი მწე­რალს საბ­ჭო­თა წყო­ბის შე­უ­რა­წყო­ფა­სა და ამო­რა­ლუ­რო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. მას სა­ხელ­მწი­ფო მო­ღა­ლა­ტეს უწო­დებ­დნენ.

და­სავ­ლეთ­ში ყო­ვე­ლი­ვე ამას სხვა რა­კურ­სი­დან უყუ­რებ­დნენ. 1970 წელს სოლ­ჟე­ნი­ცინს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ა­ნი­ჭეს. კრემ­ლის­თვის ეს ბოლო წვე­თი იყო. 1974 წელს პო­ლიტ­ბი­უ­როს სხდო­მა­ზე (ქვეყ­ნის მარ­თვის ნაც­ვლად უმაღ­ლე­სი ეშე­ლო­ნი რი­გი­თი ადა­მი­ა­ნის ბე­დის გა­და­წყვე­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი(!)) სოლ­ჟე­ნი­ცინს სამ­შობ­ლოს ღა­ლატ­ში დას­დეს ბრა­ლი. მას სსრკ-ს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­არ­თვეს და ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს. რამ­დე­ნი­მე თვე­ში მისი ყვე­ლა წიგ­ნი მა­ღა­ზი­ე­ბი­დან და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­დან გა­აქ­რეს. სსრკ-ში სოლ­ჟე­ნი­ცი­ნი აკ­რძა­ლულ პი­როვ­ნე­ბად გა­მო­ცხად­და.

რამ­დე­ნი­მე პირი ხელ­ნა­წე­რის ამო­ღე­ბის და გა­ნად­გუ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მსოფ­ლი­ომ "არ­ქი­პე­ლა­გი გუ­ლა­გი" მა­ინც იხი­ლა. სსრკ-ში წიგ­ნი "პე­რესტრო­ი­კის" დროს 1989 წელს და­ბეჭ­დეს. თა­ვად სოლ­ჟე­ნი­ცი­ნი კი სამ­შობ­ლო­ში მხო­ლოდ 1994 წელს დაბ­რუნ­და.

კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დევ­ნის კუ­თხით გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლო ყო­ფი­ლა. 1921 წელს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ, რეპ­რე­სი­ებს ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცია, რო­მე­ლიც პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვას ცდი­ლობ­და, მი­წას­თან გა­ას­წო­რეს. იმ ავ­ბე­დით 1937 წელს ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე, სან­დრო ახ­მე­ტებ­ლი, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ან­ტი­საბ­ჭო­თა ქმე­დე­ბე­ბის­თვის და­ი­ჭი­რეს და დახ­ვრი­ტეს. პა­ო­ლო იაშ­ვილ­მა "ენ-კა-ვე-დეს" და­ას­წრო და იმა­ვე წლის 22 ივ­ლისს მწე­რალ­თა სახ­ლში თავი მო­იკ­ლა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რუსი და ქართველი ხელოვანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირი სასტიკად გაუსწორდა

რუსი და ქართველი ხელოვანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირი სასტიკად გაუსწორდა

ნებისმიერ წყობას და პილიტიკურ რეჟიმს საკუთარი მეხოტბეები და კრიტიკოსები ჰყავს. ერთნი ლიდერების და მათი მმართველობის ქება-დიდებით არიან დაკავებულნი და სჯერათ, რომ ძალადობრივი და არასწორი მეთოდებს მიუხედავად, ყოველივე ეს მხოლოდ ქვეყნის სასიკეთოდ კეთდება. მეორენი - ღიად თუ მალულად რეჟიმს უპირისპირდებიან.

სსრკ ამ მხრივ ერთობ უნიკალური სახელმწიფო იყო. 1930-იან წლებში საქმე მარტივად წყდებოდა. რიგით მოქალაქეებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს (მწერლებს, პოეტებს, მხატვრებს, არტისტებს, მოქანდაკეებს) სასტიკად უსწორდებოდნენ. გასაბჭოებით და კრემლის პოლიტიკით უკმაყოფილო ხალხს სხვადასხვა მეთოდებით სჯიდნენ. ზოგს გადასახლებაში უკრავდნენ თავს, ზოგს წამების გზით დიდი ბელადის პოლიტიკაზე აზრს აცვლევინებდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვისაც ნაკლებად უმართლებდა.

ვლადიმერ მაიაკოვსკისგან განსხვავებით, რომელიც საბჭოთა რეჟიმის აქტიური პროპაგანდისტი გახლდათ ("...და ვიღებ შარვლიდან ჰაერში საქნევად, მსგავსად წითელი დროშის - იკითხეთ, შეგშურდეთ, მე მოქალაქე ვარ დიადი საბჭოთა კავშირის!") ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკას თვალში ბევრი პოეტი არ მოსდიოდა. მათ შორის იყო ანა ახმატოვაც. 1922 წლიდან მისი შემოქმედება მკაცრი კრიტიკის და ცენზურის ქვეშ მოექცა. ერთხანს მისი ლექსების გამოცემაც აკრძალეს. ომის შემდეგ, 1946 წელს ახმატოვა მწერალთა კავშირიდან გარიცხეს. ერთხანს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი დაპატიმრების საკითხიც განიხილებოდა.

1950-იან წლებში, დიდი კობას გარდაცვალების შემდეგ, ტერორი "შედარებით ლმობიერი" გახდა.

1955 წელს ბორის პასტერნაკმა რომან "ექიმ ჟივაგოზე" 10 წლიანი მუშაობა დაასრულა. ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან ნაწარმოები კრიტიკის ქარცეცხლში მაშინვე მოექცა. ჟურნალ-გაზეთებმა რომანის ბეჭდვაზე უარი განაცხადეს. რედაქტორთა აზრით, ნაწარმოები რევოლუციის მართლებულობას და ქვეყნისთვის მოტანილ სიკეთეს ეჭვის ქვეშ აყენებდა.

"ექიმი ჟივაგო" პირველად 1957 წელს იტალიაში გამოსცეს. შემდგომ გერმანიასა და დიდ ბრიტანეთშიც დაბეჭდეს. საბჭოთა მოქალაქეებმა რომანი პირველად 1958 წელს ვენაში, სტუდენტთა და ახალგაზრდობის ფესტივალზე იხილეს. საგულისხმოა, რომ წიგნის რუსულენოვანი ვერსიის გავრცელებაში დიდი წვლილი ცენტრალურმა სადაზვერვო ბიურომ შეიტანა. სსრკ-ში ნეგატიურად მიღებული წიგნის გამოყენებას ამერიკელები ანტიკომუნისტური პროპაგანდისთვის გეგმავდნენ.

ევროპაში პასტერნაკის წიგნის გამოცემისთანავე, გაზეთებსა და ჟურნალებში კრიტიკით სავსე წერილები და სტატიები გაჩნდა. პასტერნაკს საბჭოთა იდეოლოგიის შეურაცხყოფასა და ანტისაბჭოურ ქმედებაში ადანაშაულებდნენ.

1958 წელს მწერალმა ალბერ კამიუმ, პასტერნაკი და მისი "ექიმი ჟივაგო" ნობელის პრემიაზე წარადგინდა. ის ამ ჯილდოზე წარდგენილი პირველი საბჭოთა მოქალაქე იყო. დიდების ნაცვლად ამან პასტერნაკს მხოლოდ უსიამოვნებები მოუტანა. პრესაში და რადიოში მწერლის მიმართ მორიგი ნეგატიური გამოსვლები დაიწყო. ყველა, ვისაც არ ეზარებოდა პასტერნაკს თავზე ლაფს ასხავდა. მათ რიცხვში ცნობილი მწერლებიც იყვნენ - სერგეი მიხალკოვი და ვლადიმერ ნაბოკოვი.

ყოველივე ამაში დირიჟორის როლს ნიკიტა ხრუშჩოვი ასრულებდა, რომელსაც ალბათ ცხოვრებაში 2 წიგნიც არ ჰქონდა წაკითხული. "ღორებიც კი არ ისაქმებენ იქ, სადაც ჭამენ" - ამბობდა მსოფლიოს 1/6-ის ლიდერი პასტერნაკსა და მის შემოქმედებაზე.

მწერალთა კავშირი პასტერნაკის საკუთარი რიგებიდან გარიცხვას, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას და ქვეყნიდან გაძევებას მოითხოვდა. საინტერესო ამ ყველაფერში ის არის, რომ მათ, ვინც პასტერნაკის მიმართ ლანძღვა-გინებას არ იშურებდა, "ექიმი ჟივაგო" წაკითხულიც არ ჰქონდათ (სსრკ-ში წიგნი მხოლოდ 1988 წელს დაბეჭდეს(!)).

აგორებული კამპანიის ფონზე, მწერალთა კავშირიდან გარიცხულმა პასტერნაკმა ნობელის პრემიაზე უარი თქვა.

პასტერნაკის მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ "პერესტროიკის" დროს შეიცვალა. მწერალთა კავშირში ის 1987 წელს აღადგინეს. კუთვნილი ნობელის პრემია კი პასტერნაკმა 1989 წელს მიიღო. მედალი მის შვილს გადასცეს.

ლიტერატურის დარგში კიდევ ერთ საბჭოთა ლაურეატს, ალექსანდრე სოლჟენიცინს ნაკლებად გაუმართლა. პროფესიით არტილერისტი 1945 წელს ომის დროს, მეგობრისთვის მიწერილ წერილში სტალინის კრიტიკის გამო, დააპატიმრეს და 8 წელიწადი და სამუდამო გადასახლება(!) მიუსაჯეს. ერთხანს მოსკოვის დახურულ ციხეში ("შარაშკაში") მათემატიკოსად მუშაობდა, შემდეგ კი ყაზახეთში, გულაგის ერთ-ერთ ბანაკში უკრეს თავი.

1957 წელს რეაბილიტაციის შემდეგ, სოლჟენიცინმა პირველი ნაწარმოები "ივან დენისოვიჩის ერთი დღე" გამოსცა. ბეჭდვაში წიგნი მხოლოდ მკაცრი ცენზურის და ხრუშჩოვის უშუალო ნებართვის შემდეგ ჩაუშვეს. შემდეგ იყო "პირველ წრეში". ამ ორმა წიგნმა სოლჟენიცინს დიდი პოპულარობა მოუტანა. თუმცა კრემლი მას სულ უფრო ცერად უყურებდა. ხელნაწერების დაპატირების მიზნით, სოლჟენიცინის და მისი უახლოესი მეგობრების ბინებში ჩხრეკა ჩატარდა.

1967 წელს მწერალმა მთავარ ნაწარმოებზე "არქიპელაგ გულაგზე" დაასრულა მუშაობა. წიგნი, რომელშიც სტალინის სიკვდილის ბანაკები დეტალურად იყო აღწერილი, არნახული აჟიოტაში გამოიწვია. სოლჟენიცინი მწერალთა კავშირიდან უმალ გარიცხეს. გაზეთები და ჟურნალები მწერალს საბჭოთა წყობის შეურაწყოფასა და ამორალურობაში ადანაშაულებდნენ. მას სახელმწიფო მოღალატეს უწოდებდნენ.

დასავლეთში ყოველივე ამას სხვა რაკურსიდან უყურებდნენ. 1970 წელს სოლჟენიცინს ლიტერატურაში ნობელის პრემია მიანიჭეს. კრემლისთვის ეს ბოლო წვეთი იყო. 1974 წელს პოლიტბიუროს სხდომაზე (ქვეყნის მართვის ნაცვლად უმაღლესი ეშელონი რიგითი ადამიანის ბედის გადაწყვეტით იყო დაკავებული(!)) სოლჟენიცინს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი. მას სსრკ-ს მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. რამდენიმე თვეში მისი ყველა წიგნი მაღაზიებიდან და ბიბლიოთეკებიდან გააქრეს. სსრკ-ში სოლჟენიცინი აკრძალულ პიროვნებად გამოცხადდა.

რამდენიმე პირი ხელნაწერის ამოღების და განადგურების მიუხედავად, მსოფლიომ "არქიპელაგი გულაგი" მაინც იხილა. სსრკ-ში წიგნი "პერესტროიკის" დროს 1989 წელს დაბეჭდეს. თავად სოლჟენიცინი კი სამშობლოში მხოლოდ 1994 წელს დაბრუნდა.

კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დევნის კუთხით გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. 1921 წელს გასაბჭოების შემდეგ, რეპრესიებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ქართული ინტელიგენცია, რომელიც პროტესტის გამოხატვას ცდილობდა, მიწასთან გაასწორეს. იმ ავბედით 1937 წელს ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტებლი, მიხეილ ჯავახიშვილი ანტისაბჭოთა ქმედებებისთვის დაიჭირეს და დახვრიტეს. პაოლო იაშვილმა "ენ-კა-ვე-დეს" დაასწრო და იმავე წლის 22 ივლისს მწერალთა სახლში თავი მოიკლა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

შოთა არველაძე კორონავირუსისგან განიკურნა - "ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია, კორონავირუსი დამარცხებულია"

ქუთაისში კორონავირუსი საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაუდასტურდათ - სკოლა კვლავ სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

"გადავაყვანინე თავი საავადმყოფოში...მთავარია, რომ მაინც გამოძვრები", - რას წერს კოვიდინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე