სასარგებლო შამპუნის მომზადება შინაც შეიძლება

სასარგებლო შამპუნის მომზადება შინაც შეიძლება

ლამაზ თმაზე ყველა ქალი ოცნებობს. არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემი თმა მუდამ ბზინვარე, სქელი და დამყოლია იმ შამპუნების წყალობით, რომლებსაც საკუთარი ხელით ვამზადებ.

თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი

* აიღეთ 1 კვერცხის გული და 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, კარგად აურიეთ და წაისვით თმაზე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ ნარევს შეიძლება დავამატოთ 1 კოვზი ჩვეულებრივი მშრალი თმის შამპუნი და Е ვიტამინი.

შამპუნი ცხიმიანი თმისთვის

* აიღეთ მდოგვის ფხვნილი, გააზავეთ მინერალური წყლით, მიიყვანეთ არაჟნის კონსისტენციამდე და შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 5 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

შამპუნი ყველა ტიპის თმისთვის

* აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჟელატინი, დაასხით 3 სუფრის კოვზი ცივი წყალი და გააჩერეთ 40 წუთი. შემდეგ ეს ნარევი ჩადგით ორთქლის აბაზანაში, ჟელატინი რომ გალღვება, დაამატეთ 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კო­ვზი ნებისმიერი შამპუნი და წაისვით თმაზე. 5-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნარევი მდიდარია პროტეინით და შესანიშნავად კვებავს თმას. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს