საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით საგანელიძის ცოლი ქმარს კოცნით ირიგებს: "ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, როგორც რიგითი ოჯახი"
დავით საგანელიძის ცოლი ქმარს კოცნით ირიგებს: "ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, როგორც რიგითი ოჯახი"

პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ამ­ჟა­მად სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე და მისი მე­უღ­ლე, სოფო ფარ­ცხა­ლა­ძე, მერ­ვე წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არი­ან. ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა (სა­გა­ნე­ლი­ძე მე­უღ­ლე­ზე 30 წლით უფ­რო­სია) რო­მელ­საც მათი და­ქორ­წი­ნე­ბი­სას დიდი გან­სჯა მოჰ­ყვა, უკვე 8 წე­ლია მათ ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებს ვე­რა­ფერს აკ­ლებს.

სოფო ფარ­ცხა­ლა­ძე 27 წლის ასაკ­ში უკვე სამი შვი­ლის დე­დაა. პირ­ვე­ლი შვი­ლი ნო­და­რი­კო 21 წლის ასაკ­ში გა­ა­ჩი­ნა, ელე­ნე 23 წლი­სას შე­ე­ძი­ნა, ორი წლის წინ კი ან­დრია ეყო­ლა. ოჯა­ხუ­რი იდი­ლი­ის შე­სა­ხებ სოფო ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

"ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბამ ჩემი და და­თოს ურ­თი­ერ­თო­ბას მეტი სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შეს­ძი­ნა, სა­ერ­თო საზ­რუ­ნა­ვი გაგ­ვიჩ­ნდა. ვერ გე­ტყვით, რომ მთელ დღეს ბავ­შვებ­თან და ჩემ­თან ერ­თად ატა­რებს, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, სად­მე წა­იყ­ვა­ნოს, გა­არ­თოს. შვი­ლებ­ზე გა­და­ყო­ლი­ლი მა­მაა. თუ ბავ­შვებს რამე უნ­დათ, არ არ­სე­ბობს, არ გა­უ­ჩი­ნოს. მათ ძა­ლი­ან ათა­მა­მებს... ბავ­შვე­ბის გამო სახ­ლში ყო­ველ­თვის წეს­რი­გი არ არის, მაგ­რამ და­თოს არც ამა­ზე აქვს გარ­თუ­ლე­ბა. როცა ოჯახ­ში ბევ­რი ბავ­შვია, ეს მო­მენ­ტე­ბი ალ­ბათ ყვე­ლას­თა­ნაა. ქმარს შე­ში­ნე­ბუ­ლი არას­დროს ვე­ლო­დე­ბი, რომ, ვა­ი­მე, ახლა რას იტყვის.

...როცა მე და დათო ვი­კა­მა­თებთ, მე­ტყვის ხოლ­მე, თუ გინ­და, შე­გი­რიგ­დე, მოდი, მა­კო­ცეო და იქ მთავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. იცის, ამა­ზე გა­მე­ცი­ნე­ბა. თვი­თო­ნაც ასე­თი ხა­სი­ა­თი აქვს, გულ­ში ცუ­დის ჩა­დე­ბა არ იცის.

...არ ვარ ის ტი­პა­ჟი, რომ აქ­ტი­უ­რად ვჩან­დე. არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა უყ­ვართ, მე მირ­ჩევ­ნია, წყნა­რად ვიყო შვი­ლებ­თან და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. არც ის მინ­და, ზედ­მე­ტად და­დე­ბი­თად სა­უბ­რობ­დნენ ჩემ­ზე და არც - ზედ­მე­ტად უარ­ყო­ფი­თად. ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვცხოვ­რობთ, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი რი­გი­თი ოჯა­ხი.

- ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის გამო თქვენს ქორ­წი­ნე­ბას ბევ­რი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­და. თქვენ­ზე რო­გორ მოქ­მე­დებ­და ამ ყვე­ლა­ფერს რომ გა­ნი­ხი­ლავ­დნენ?

- პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, თან ცოტა ინ­ტე­რე­სი­ა­ნი ერიც ვართ, სხვის ოჯახ­ში რა ხდე­ბა, გვა­ინ­ტე­რე­სებს. ვე­ლო­დი, რომ რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ ყვე­ლა და­შოშ­მინ­დე­ბო­და, რად­გან ჩემს თავ­ში ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. ერთი დღის­თვის გა­თხო­ვი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც ხომ არ­სე­ბო­ბენ, გა­თხოვ­დე­ბი­ან, მერე ჩა­ა­ლა­გე­ბენ ბარ­გს და უკან გა­მო­იქ­ცე­ვი­ან. მე ამ მიზ­ნით არ შე­მიქ­მნია ოჯა­ხი, ზუს­ტად ვი­ცო­დი, რას ვა­კე­თებ­დი. უკვე მერ­ვე წე­ლია, რაც მე და დათო ერ­თად ვართ და, მგო­ნი, დროა ეს მით­ქმა-მოთ­ქმა აღარც იყოს. მგო­ნი, კი­თხვე­ბიც აღარ დარ­ჩა.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

giorgi giorgi
0

რიგითი ოჯახი? ეგეთ პირობებში? მოინდომეს :დრიგითი ოჯახი არის 800 ლარად რომ ცხოვრობს.

დავით საგანელიძის ცოლი ქმარს კოცნით ირიგებს: "ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, როგორც რიგითი ოჯახი"

დავით საგანელიძის ცოლი ქმარს კოცნით ირიგებს: "ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, როგორც რიგითი ოჯახი"

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ყოფილი პოლიტიკოსი, ამჟამად საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და მისი მეუღლე, სოფო ფარცხალაძე, მერვე წელია დაქორწინებული არიან. ასაკობრივი სხვაობა (საგანელიძე მეუღლეზე 30 წლით უფროსია) რომელსაც მათი დაქორწინებისას დიდი განსჯა მოჰყვა, უკვე 8 წელია მათ ოჯახურ ურთიერთობებს ვერაფერს აკლებს.

სოფო ფარცხალაძე 27 წლის ასაკში უკვე სამი შვილის დედაა. პირველი შვილი ნოდარიკო 21 წლის ასაკში გააჩინა, ელენე 23 წლისას შეეძინა, ორი წლის წინ კი ანდრია ეყოლა. ოჯახური იდილიის შესახებ სოფო ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან.

"ბავშვების დაბადებამ ჩემი და დათოს ურთიერთობას მეტი სითბო, სიყვარული, პასუხისმგებლობა შესძინა, საერთო საზრუნავი გაგვიჩნდა. ვერ გეტყვით, რომ მთელ დღეს ბავშვებთან და ჩემთან ერთად ატარებს, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს, სადმე წაიყვანოს, გაართოს. შვილებზე გადაყოლილი მამაა. თუ ბავშვებს რამე უნდათ, არ არსებობს, არ გაუჩინოს. მათ ძალიან ათამამებს... ბავშვების გამო სახლში ყოველთვის წესრიგი არ არის, მაგრამ დათოს არც ამაზე აქვს გართულება. როცა ოჯახში ბევრი ბავშვია, ეს მომენტები ალბათ ყველასთანაა. ქმარს შეშინებული არასდროს ველოდები, რომ, ვაიმე, ახლა რას იტყვის.

...როცა მე და დათო ვიკამათებთ, მეტყვის ხოლმე, თუ გინდა, შეგირიგდე, მოდი, მაკოცეო და იქ მთავრდება ყველაფერი. იცის, ამაზე გამეცინება. თვითონაც ასეთი ხასიათი აქვს, გულში ცუდის ჩადება არ იცის.

...არ ვარ ის ტიპაჟი, რომ აქტიურად ვჩანდე. არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ, მე მირჩევნია, წყნარად ვიყო შვილებთან და მეუღლესთან ერთად. არც ის მინდა, ზედმეტად დადებითად საუბრობდნენ ჩემზე და არც - ზედმეტად უარყოფითად. ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, როგორც ნებისმიერი რიგითი ოჯახი.

- ასაკობრივი სხვაობის გამო თქვენს ქორწინებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. თქვენზე როგორ მოქმედებდა ამ ყველაფერს რომ განიხილავდნენ?

- პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, თან ცოტა ინტერესიანი ერიც ვართ, სხვის ოჯახში რა ხდება, გვაინტერესებს. ველოდი, რომ რაღაც დროის შემდეგ ყველა დაშოშმინდებოდა, რადგან ჩემს თავში ვიყავი დარწმუნებული. ერთი დღისთვის გათხოვილი ადამიანებიც ხომ არსებობენ, გათხოვდებიან, მერე ჩაალაგებენ ბარგს და უკან გამოიქცევიან. მე ამ მიზნით არ შემიქმნია ოჯახი, ზუსტად ვიცოდი, რას ვაკეთებდი. უკვე მერვე წელია, რაც მე და დათო ერთად ვართ და, მგონი, დროა ეს მითქმა-მოთქმა აღარც იყოს. მგონი, კითხვებიც აღარ დარჩა.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"