სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ტიპის ენტეროვირუსია გავრცელებული საქართველოში და როგორ ავიცილოთ თავიდან
რა ტიპის ენტეროვირუსია გავრცელებული საქართველოში და როგორ ავიცილოთ თავიდან

ზამ­თარ­ში ვირუ­სე­ბის მა­ტე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა. მისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ექ­ცეს ყუ­რა­დღე­ბა პი­რად ჰი­გი­ე­ნას. ხში­რად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი, მო­უ­ა­რეთ პი­რის ღრუს, მი­ი­ღეთ დიდი ოდე­ნო­ბით სი­თხე.

AMBEBI.GE-ს მკი­თხვე­ლებ­მა შე­კი­თხვე­ბით მოგ­ვმარ­თეს - ისი­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია ენ­ტე­რო­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ბავ­შვებ­სა და მო­ხუ­ცებ­ში მე­ნინ­გიტ­სა და ენ­ცე­ფა­ლიტს იწ­ვევს.

გვე­სა­უბ­რე­ბა ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლი, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი:

- ენ­ტე­რო­ვირუ­სე­ბი ვირუ­სე­ბის ძა­ლი­ან დიდი ჯგუ­ფია, რო­მელ­საც ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სი აღ­ნა­გო­ბა და გა­და­ცე­მის მე­ქა­ნიზ­მი აქვს, ხოლო კლი­ნი­კუ­რად ერ­თმა­ნე­თის­გან რამ­დე­ნად­მე გან­სხვა­ვე­ბულ სუ­რათს ქმნის. ზო­გი­ერ­თი ენ­ტე­რო­ვირუ­სი გა­მო­ნა­ყა­რით მი­დის, ეს არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ხში­რად "ხე­ლე­ბის, ფე­ხე­ბის და ტუ­ჩე­ბის და­ა­ვა­დე­ბად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. რაც იმას გულსხმობს, რომ გა­მო­ნა­ყა­რი უპი­რა­ტე­სად ამ ად­გი­ლებ­შია გა­მო­ხა­ტუ­ლი.

რო­გორც წესი, ემარ­თე­ბათ ბავ­შვებს და სრუ­ლი­ად მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ივ­ლის და გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბი­ან ხოლ­მე. თუმ­ცა, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში (იშ­ვი­ა­თად) შე­იძ­ლე­ბა მე­ნინ­გი­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს, ან მე­ნინ­გო-ენ­ცე­ფა­ლი­ტი. ეს შე­და­რე­ბით მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბია. ზო­გა­დად ენ­ტე­რო­ვირუ­სებს მე­ნინ­გი­ტის გა­მოწ­ვე­ვა ახა­სი­ა­თებს.

- ქვე­ყა­ნა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ სე­რი­ო­ზუ­ლი ვირუ­სე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა?

- დი­აგ­ნოს­ტი­კა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამ­ჟა­მად ვი­ცით, რომ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი "ხე­ლე­ბის, ფე­ხე­ბის და ტუ­ჩე­ბის და­ა­ვა­დე­ბა", რო­მე­ლიც ენ­ტე­რო­ვირუ­სუ­ლია, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ქვე­ყა­ნა­ში გვქო­ნია და ახა­ლი ამა­ში არა­ფე­რია. ენ­ტე­რო­ვირუ­სე­ბი ახლა მე­ნინ­გი­ტე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით არ არის გა­მო­სა­ხუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, მე­ნინ­გი­ტე­ბის რი­ცხვი არ გვაქვს მო­მა­ტე­ბუ­ლი.

ვი­მე­ო­რებ, ამ­ჟა­მად ის ენ­ტე­რო­ვირუ­სე­ბია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რაც გა­მო­ნა­ყა­რით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. თუმ­ცა არ­სე­ბობს ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც მე­ნინ­გი­ტებ­საც იწ­ვევს და ასე­თი გა­სულ წლებ­ში მე­ტად იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი. ალ­ბათ მო­სახ­ლე­ო­ბას ეს აფეთ­ქე­ბა კარ­გად ახ­სოვს.

- თე­ბერ­ვა­ლი დად­გა, და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პიკი და შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ბათ, ვირუ­სე­ბიც მო­ი­მა­ტებს.

- ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პიკი თე­ბერ­ვალ­თან არ არის მა­ინ­ცდა­მა­ინც ასო­ცი­რე­ბუ­ლი, ან რო­მე­ლი­მე დროს­თან. ნე­ბის­მი­ერ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა გამ­წვავ­დეს, უპირ­ვე­ლე­სად ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის დაც­ვაა სა­ჭი­რო, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ავი­ცი­ლოთ. და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი სახ­ლში უნდა დარ­ჩნენ. ოჯა­ხის წევ­რებ­მა და და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­მა ზედ­მი­წევ­ნით უნდა და­იც­ვან პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი, რაც ვირუ­სის შემ­დგომ გავ­რცე­ლე­ბას ხელს შე­უშ­ლის და და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვს შე­ამ­ცი­რებს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა ტიპის ენტეროვირუსია გავრცელებული საქართველოში და როგორ ავიცილოთ თავიდან

რა ტიპის ენტეროვირუსია გავრცელებული საქართველოში და როგორ ავიცილოთ თავიდან

ზამთარში ვირუსების მატების რისკი იზრდება. მისი თავიდან აცილების მიზნით აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება პირად ჰიგიენას. ხშირად დაიბანეთ ხელები, მოუარეთ პირის ღრუს, მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე.

AMBEBI.GE-ს მკითხველებმა შეკითხვებით მოგვმართეს - ისინი ინტერესდებიან, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია ენტეროვირუსის გავრცელება, რომელიც ბავშვებსა და მოხუცებში მენინგიტსა და ენცეფალიტს იწვევს.

გვესაუბრება ხათუნა ზახაშვილი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი:

- ენტეროვირუსები ვირუსების ძალიან დიდი ჯგუფია, რომელსაც ერთმანეთის მსგავსი აღნაგობა და გადაცემის მექანიზმი აქვს, ხოლო კლინიკურად ერთმანეთისგან რამდენადმე განსხვავებულ სურათს ქმნის. ზოგიერთი ენტეროვირუსი გამონაყარით მიდის, ეს არის დაავადება, რომელსაც ხშირად "ხელების, ფეხების და ტუჩების დაავადებად" მოიხსენიებენ. რაც იმას გულსხმობს, რომ გამონაყარი უპირატესად ამ ადგილებშია გამოხატული.

როგორც წესი, ემართებათ ბავშვებს და სრულიად მშვიდობიანად გადაივლის და გამოჯანმრთელდებიან ხოლმე. თუმცა, ზოგ შემთხვევაში (იშვიათად) შეიძლება მენინგიტი გამოიწვიოს, ან მენინგო-ენცეფალიტი. ეს შედარებით მძიმე მიმდინარეობის მახასიათებლებია. ზოგადად ენტეროვირუსებს მენინგიტის გამოწვევა ახასიათებს.

- ქვეყანაში შესაძლებელია ამ სერიოზული ვირუსების დიაგნოსტიკა?

- დიაგნოსტიკა შესაძლებელია, ამჟამად ვიცით, რომ არის გავრცელებული "ხელების, ფეხების და ტუჩების დაავადება", რომელიც ენტეროვირუსულია, ასეთი შემთხვევები ქვეყანაში გვქონია და ახალი ამაში არაფერია. ენტეროვირუსები ახლა მენინგიტების მიმდინარეობით არ არის გამოსახული და შესაბამისად, მენინგიტების რიცხვი არ გვაქვს მომატებული.

ვიმეორებ, ამჟამად ის ენტეროვირუსებია გავრცელებული, რაც გამონაყარით გამოიხატება. თუმცა არსებობს ისეთებიც, რომლებიც მენინგიტებსაც იწვევს და ასეთი გასულ წლებში მეტად იყო გამოხატული. ალბათ მოსახლეობას ეს აფეთქება კარგად ახსოვს.

- თებერვალი დადგა, დაავადების გავრცელების პიკი და შესაბამისად, ალბათ, ვირუსებიც მოიმატებს.

- ვირუსების გავრცელების პიკი თებერვალთან არ არის მაინცდამაინც ასოცირებული, ან რომელიმე დროსთან. ნებისმიერ პერიოდში შეიძლება გამწვავდეს, უპირველესად ჰიგიენის ნორმებისა და პირობების დაცვაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი ავიცილოთ. დაავადებულები სახლში უნდა დარჩნენ. ოჯახის წევრებმა და დაავადებულებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები, რაც ვირუსის შემდგომ გავრცელებას ხელს შეუშლის და დაავადებულთა რიცხვს შეამცირებს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი