სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დგინდება, ხელოვნურად გაჩნდა თუ არა ხანძარი და რა სისწრაფით ვრცელდება ცეცხლი - მეხანძრეების ვერსიები "ბავშვთა სამყაროში" მომხდარზე
როგორ დგინდება, ხელოვნურად გაჩნდა თუ არა ხანძარი და რა სისწრაფით ვრცელდება ცეცხლი - მეხანძრეების ვერსიები "ბავშვთა სამყაროში" მომხდარზე

30 იან­ვარს გამ­თე­ნი­ი­სას, "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­ნილ ხან­ძარს ათა­სო­ბით კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ტე­რი­ტო­რია და ასო­ბით ადა­მი­ა­ნის ქო­ნე­ბა შე­ე­წი­რა. ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა თით­ქმის 10-სა­ა­თი­ა­ნი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ მო­ხერ­ხდა. თუმ­ცა, სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად იყ­ვნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლას და გა­დარ­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბის გა­მო­ტა­ნას ითხოვ­დნენ.

მო­ვაჭ­რე­ე­ბის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ ხან­ძა­რი ხე­ლოვ­ნუ­რად გაჩ­ნდა. "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ეჭ­ვობს, რომ შე­ნო­ბა­ში ხან­ძა­რი დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტის შე­დე­გად გაჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მა­ჭა­ვა­რი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, მა­ღა­ზი­ის და­კეტვის შემ­დეგ შე­ნო­ბა­ში ელექტრო­ე­ნერ­გია ითი­შე­ბო­და და, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ვი­თა­რი კერა არ არ­სე­ბობ­და, რომ "ბავ­შვთა სამ­ყა­რო­ში" ხან­ძა­რი გა­ჩე­ნი­ლი­ყო. "ჩვენ მტე­რი არ გვყავს, მაგ­რამ ახლა რა­ღა­ცე­ბი იკ­ვე­თე­ბა და ცოტა ეჭ­ვე­ბი გვაქვს. ამ­ხე­ლა ხან­ძა­რი რომ გაჩ­ნდა, მაქვს ეჭვი, რომ რა­ღაც დი­ვერ­სი­ას ჰქონ­და ად­გი­ლი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

ბავ­შვთა სამ­ყა­რო­ში ხან­ძრის გა­ჩე­ნის ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. საქ­მე "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 187-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც გუ­ლის­ხმობს სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ყო­ფი­ლი მე­ხან­ძრე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბამ დე­ტა­ლუ­რად უნდა შე­ის­წავ­ლოს.

თა­მაზ მა­ხა­რა­ძე, ყო­ფი­ლი მე­ხან­ძრე: ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. შე­იძ­ლე­ბა ხან­ძა­რი და­უ­დევ­რო­ბის გამო გაჩ­ნდა, მაგ­რამ ამ­ხე­ლა ტე­რი­ტო­რი­ის მთლი­ა­ნად დაწ­ვა ეჭვს ბა­დებს. რო­გორც ვი­ცით, იქ სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ქო­ნე­ლი იყო, სამ­წუ­ხა­როდ მარ­ტი­ვად აა­ლე­ბა­დი და რად­გა­ნაც დიდი სივ­რცე იყო, ცე­ცხლის უცებ წა­ე­კი­და და ყვე­ლა­ფე­რი და­იწ­ვა. ნუთუ გამ­ვლე­ლი არა­ვინ იყო, რომ დრო­უ­ლად გა­მო­ე­ძა­ხათ სა­ხან­ძრო? როცა ასეთ დიდი სივ­რცე­ში ხან­ძა­რი ჩნდე­ბა, ცე­ცხლს მე­ტად აქვს გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, მით უმე­ტეს, რომ აქ ბევ­რი "საკ­ვე­ბი" ჰქონ­და, ანუ ის მარ­ტი­ვად აა­ლე­ბა­დი სა­ქო­ნე­ლი, რაც სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში იყო.

ისიც ით­ქვა, სა­ხან­ძროს მან­ქა­ნე­ბი მი­ვიდ­ნენ და წყა­ლი არ ჰქონ­და­თო, ეგ სი­სუ­ლე­ლეა, მე­ხან­ძრე უწყლოდ მი­ვი­დო­და? მან­ქა­ნა­ში სამ­ტო­ნა­ნა­ხე­ვა­რი წყა­ლია და როცა ასე­თი ძლი­ე­რი ხან­ძა­რია, ლულა ძლი­ე­რად მუ­შა­ობს და წყა­ლი 3-4 წუთ­ში იც­ლე­ბა, ეს კი ხალ­ხმა არ იცის. ამას გარ­და, ძლი­ე­რი ხან­ძრის დროს სიმ­ხურ­ვა­ლეც დი­დია და როცა წყალს ზე­მო­დან ას­ხა­მენ, ის ორ­თქლდე­ბა და ცე­ცხლთან აღარ მი­დის".

ვე­ტე­რა­ნი მე­ხან­ძრის, ალექ­სან­დრე რეკ­ვა­ვას თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ხან­ძა­რი ხე­ლოვ­ნუ­რად გაჩ­ნდა, ცე­ცხლის გა­ჩე­ნის ად­გილ­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ დარ­ჩე­ნი­ლი იქ­ნე­ბა კვა­ლი.

- ადრე იყო კვლე­ვი­თი სა­ხელ­მწი­ფო ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც იკ­ვლევ­და ხან­ძრის მი­ზე­ზებს. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში კი, ერთი მო­ვაჭ­რის ნათ­ქვამს, რომ ვი­ღა­ცამ ძა­ლით გა­ა­ჩი­ნა ცე­ცხლი, ვერ და­ვეყ­რდნო­ბით. სხვა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის აშე­ნე­ბა რომ უნ­დო­დეთ, შე­ნო­ბას კი არ დაწ­ვავ­დნენ, სხვა ად­გი­ლას გა­და­ი­ტან­დნენ, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ცე­ცხლი ვინ­მემ გა­ა­ჩი­ნა, ხან­ძრის გა­ჩე­ნის ად­გილ­ზე უნდა იყოს აა­ლე­ბა­დი ან წვა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის კვა­ლი, მა­გა­ლი­თად ბენ­ზი­ნის, ნავ­თის და ა.შ.

იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ სა­ხან­ძრომ მოს­ვლა და­აგ­ვი­ა­ნაო, ძა­ლი­ან დიდი ხანი ვმუ­შა­ობ­დი მე­ხა­ნაძ­რედ და ხში­რად გვქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა ხალ­ხს უსაყ­ვე­დუ­რია დაგ­ვი­ა­ნე­ბით მის­ვლა, ამი­ტომ ჩა­ვა­ტა­რეთ ექ­სპე­რი­მენ­ტი, ერ­თდრო­უ­ლად შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­ვუგ­ზავ­ნეთ სას­წრა­ფოს, სა­ხან­ძრო­სა და მი­ლი­ცი­ის ქვე­და­ნა­ყოფს, რო­გორც წესი, პირ­ვე­ლი სულ სა­ხან­ძრო მო­დი­ო­და. ხში­რია, როცა ხან­ძა­რია, რა­ღაც იწ­ვის, ხალ­ხი უყუ­რებს და შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ არის, არა­და აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ წუ­თას­ვე დარ­ე­კონ და სა­ხან­ძრო გა­მო­ი­ძა­ხონ.

- შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხან­ძრის ქრო­ბი­დან 5 წუთ­ში ცე­ცხლი გავ­რცელ­და "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" მთლი­ან შე­ნო­ბა­ზე. რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია და რო­გორ ხდე­ბა ასეთ მას­შტაბ­ზე ცე­ცხლის ასე სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბა?

- არ­სე­ბობს ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბის სიჩ­ქა­რე იმის მი­ხედ­ვით, თუ სად არის ხან­ძა­რი, ღია თუ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში. ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბის სიჩ­ქა­რე 1 წუთ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს 1 ან 2 მეტ­რი. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ, 1 მეტ­რი წუთ­ში და ეს თუ ასე იყო, 3000-დან 10000კვ მეტ­რამ­დე ფარ­თობ­ზე ხან­ძა­რი 15-20 წუთ­ში ვერ გავ­რცელ­დე­ბო­და, ამას გა­ცი­ლე­ბით მეტი დრო სჭირ­დე­ბა.

ზო­გა­დად კი, არ­სე­ბობს 5 პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას გან­ვსა­ზღვროთ, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­წარ­მო­ოთ ხან­ძრის ქრო­ბა, თუ საფრ­თხე ემუქ­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს, მა­შინ მთე­ლი ძა­ლე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი უნდა იყოს მათ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, თუ არ­სე­ბობს ნგრე­ვი­სა და აფეთ­ქე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა, ჯერ ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა ამის აღ­საკ­ვე­თად, შემ­დეგ კი ხან­ძრის ჩა­საქ­რო­ბად, თუ მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან უბან­ზე, მა­შინ მთე­ლი ძა­ლე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმ უბ­ნის და­სა­ცა­ვად. მე­ხუ­თე პრინ­ცი­პი ყვე­ლა­ზე იო­ლია, თუ იწ­ვის ცალ­კე მდგო­მი შე­ნო­ბა, მთე­ლი ძა­ლე­ბი მი­მარ­თუ­ლია ამ შე­ნო­ბის გა­დარ­ჩე­ნის­კენ.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როგორ დგინდება, ხელოვნურად გაჩნდა თუ არა ხანძარი და რა სისწრაფით ვრცელდება ცეცხლი - მეხანძრეების ვერსიები "ბავშვთა სამყაროში" მომხდარზე

როგორ დგინდება, ხელოვნურად გაჩნდა თუ არა ხანძარი და რა სისწრაფით ვრცელდება ცეცხლი - მეხანძრეების ვერსიები "ბავშვთა სამყაროში" მომხდარზე

30 იანვარს გამთენიისას, "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს ათასობით კვადრატული მეტრის ტერიტორია და ასობით ადამიანის ქონება შეეწირა. ხანძრის ლოკალიზება თითქმის 10-საათიანი მცდელობის შემდეგ მოხერხდა. თუმცა, სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდებარე ტერიტორიაზე 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ დაზარალებული მოვაჭრეები, რომლებიც "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე შესვლას და გადარჩენილი ნივთების გამოტანას ითხოვდნენ.

მოვაჭრეების ნაწილი ფიქრობს, რომ ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა. "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი ეჭვობს, რომ შენობაში ხანძარი დივერსიული აქტის შედეგად გაჩნდა. ამის შესახებ მაჭავარიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მაღაზიის დაკეტვის შემდეგ შენობაში ელექტროენერგია ითიშებოდა და, შესაბამისად, არავითარი კერა არ არსებობდა, რომ "ბავშვთა სამყაროში" ხანძარი გაჩენილიყო. "ჩვენ მტერი არ გვყავს, მაგრამ ახლა რაღაცები იკვეთება და ცოტა ეჭვები გვაქვს. ამხელა ხანძარი რომ გაჩნდა, მაქვს ეჭვი, რომ რაღაც დივერსიას ჰქონდა ადგილი", - განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.

ბავშვთა სამყაროში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში ყოფილი მეხანძრეები ამბობენ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც გამოძიებამ დეტალურად უნდა შეისწავლოს.

თამაზ მახარაძე, ყოფილი მეხანძრე: ყველაფერი შესაძლებელია. შეიძლება ხანძარი დაუდევრობის გამო გაჩნდა, მაგრამ ამხელა ტერიტორიის მთლიანად დაწვა ეჭვს ბადებს. როგორც ვიცით, იქ სხვადასხვა სახის საქონელი იყო, სამწუხაროდ მარტივად აალებადი და რადგანაც დიდი სივრცე იყო, ცეცხლის უცებ წაეკიდა და ყველაფერი დაიწვა. ნუთუ გამვლელი არავინ იყო, რომ დროულად გამოეძახათ სახანძრო? როცა ასეთ დიდი სივრცეში ხანძარი ჩნდება, ცეცხლს მეტად აქვს გავრცელების საშუალება, მით უმეტეს, რომ აქ ბევრი "საკვები" ჰქონდა, ანუ ის მარტივად აალებადი საქონელი, რაც სავაჭრო ცენტრში იყო.

ისიც ითქვა, სახანძროს მანქანები მივიდნენ და წყალი არ ჰქონდათო, ეგ სისულელეა, მეხანძრე უწყლოდ მივიდოდა? მანქანაში სამტონანახევარი წყალია და როცა ასეთი ძლიერი ხანძარია, ლულა ძლიერად მუშაობს და წყალი 3-4 წუთში იცლება, ეს კი ხალხმა არ იცის. ამას გარდა, ძლიერი ხანძრის დროს სიმხურვალეც დიდია და როცა წყალს ზემოდან ასხამენ, ის ორთქლდება და ცეცხლთან აღარ მიდის".

ვეტერანი მეხანძრის, ალექსანდრე რეკვავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა, ცეცხლის გაჩენის ადგილზე სავარაუდოდ დარჩენილი იქნება კვალი.

- ადრე იყო კვლევითი სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც იკვლევდა ხანძრის მიზეზებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ერთი მოვაჭრის ნათქვამს, რომ ვიღაცამ ძალით გააჩინა ცეცხლი, ვერ დავეყრდნობით. სხვა სავაჭრო ცენტრის აშენება რომ უნდოდეთ, შენობას კი არ დაწვავდნენ, სხვა ადგილას გადაიტანდნენ, მაგრამ ამ ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლი ვინმემ გააჩინა, ხანძრის გაჩენის ადგილზე უნდა იყოს აალებადი ან წვადი ნივთიერების კვალი, მაგალითად ბენზინის, ნავთის და ა.შ.

იმასაც ამბობენ, რომ სახანძრომ მოსვლა დააგვიანაო, ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი მეხანაძრედ და ხშირად გვქონია შემთხვევა, როცა ხალხს უსაყვედურია დაგვიანებით მისვლა, ამიტომ ჩავატარეთ ექსპერიმენტი, ერთდროულად შეტყობინება გავუგზავნეთ სასწრაფოს, სახანძროსა და მილიციის ქვედანაყოფს, როგორც წესი, პირველი სულ სახანძრო მოდიოდა. ხშირია, როცა ხანძარია, რაღაც იწვის, ხალხი უყურებს და შეტყობინება არ არის, არადა აუცილებელია იმ წუთასვე დარეკონ და სახანძრო გამოიძახონ.

- შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხანძრის ქრობიდან 5 წუთში ცეცხლი გავრცელდა "ბავშვთა სამყაროს" მთლიან შენობაზე. რამდენად შესაძლებელია და როგორ ხდება ასეთ მასშტაბზე ცეცხლის ასე სწრაფად გავრცელება?

- არსებობს ხანძრის გავრცელების სიჩქარე იმის მიხედვით, თუ სად არის ხანძარი, ღია თუ დახურულ სივრცეში. ხანძრის გავრცელების სიჩქარე 1 წუთში შეიძლება იყოს 1 ან 2 მეტრი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, 1 მეტრი წუთში და ეს თუ ასე იყო, 3000-დან 10000კვ მეტრამდე ფართობზე ხანძარი 15-20 წუთში ვერ გავრცელდებოდა, ამას გაცილებით მეტი დრო სჭირდება.

ზოგადად კი, არსებობს 5 პრინციპი, რომელიც გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ, თუ რა მიმართულებით ვაწარმოოთ ხანძრის ქრობა, თუ საფრთხე ემუქრება ადამიანებს, მაშინ მთელი ძალები მობილიზებული უნდა იყოს მათ უსაფრთხოებაზე, თუ არსებობს ნგრევისა და აფეთქების საშიშროება, ჯერ ყველაფერი კეთდება ამის აღსაკვეთად, შემდეგ კი ხანძრის ჩასაქრობად, თუ მოსალოდნელია ხანძრის გავრცელება უფრო მნიშვნელოვან უბანზე, მაშინ მთელი ძალები მობილიზებული იქნება იმ უბნის დასაცავად. მეხუთე პრინციპი ყველაზე იოლია, თუ იწვის ცალკე მდგომი შენობა, მთელი ძალები მიმართულია ამ შენობის გადარჩენისკენ.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი