ბათუმელი დედა-შვილი უშუქობის გამო გაიყინა? - ტრაგედიის დეტალები

ბათუმელი დედა-შვილი უშუქობის გამო გაიყინა? - ტრაგედიის დეტალები

ბათუმში დედა-შვილის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად მეზობლები გაყინვას ასახელებენ. მათი თქმით, ოჯახს ელექროენერგია გათიშული ჰქონდა.

"სამართალდამცავებმა კარები შეამტვრიეს და დედა-შვილი გარდაცვლილი ნახეს. ელექტროენერგია არ ჰქონდათ. პოლიციელები, რომ შევიდნენ შუქი არ იყო. ძალიან სუსტი ბიჭი იყო, ფიზიკურად შეიძლება ვერ გათბა, ყველაფერი შეიძლება განვიხილოთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, კერძოდ, ფსიკიქიკური პრობლემები ჰქონდა. პოლიციამ შვილი საწოლში ნახა, დედა კი - კარებთან", - განაცხადა Ambebi.ge-სთან საუბრისას გარდაცვლილის მეზობელმა ირინა ჩხაიძემ.

დენის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა ოჯახს დენი გადაუხდელობის გამო, 26 იანვრიდან შეწყვეტილი ჰქონდა.

"25 იანვრის შემდეგ ელექტროენერგია დავალიანების გამო გაეთიშათ. როგორც მეუბნებიან, დედა-შვილი დიდი ხნის გარდაცვლილები არიან და ამ ორ ფაქტს შორის კავშირი მგონი არ უნდა იყოს" - განაცხადა კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ავთო დვალიშვილმა ჩვენთან საუბარში.

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე 50 წელს გადაცილებული დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრები რამდენიმე დღე არ გამოჩენილან, მეზობლებმა კი დასახმარებლად სამართალდამცავებს მიმართეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მარიამ კეკელიძე

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი