პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გააუქმეთ "აეროსმიტის" კონცერტი და ის ფული ხანძრისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოახმარეთ" - უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლების მიმართვა მთავრობას
"გააუქმეთ "აეროსმიტის" კონცერტი და ის ფული ხანძრისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოახმარეთ" - უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლების მიმართვა მთავრობას

ბავ­შვთა სამ­ყა­რო­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მწვა­ვე პოს­ტით ეხ­მა­უ­რე­ბი­ან სა­ზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე მომ­ღერ­ლე­ბი, თა­მარ ივე­რი და მიშა ქი­რია. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, გა­ა­უქ­მონ 20 მა­ისს და­გეგ­მი­ლი ამე­რი­კუ­ლი როკ-ჯგუ­ფის "აე­როს­მი­ტის" კონ­ცერ­ტი და თან­ხა ხან­ძრის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს მო­ახ­მა­რონ.

თა­მარ ივე­რი, მომ­ღე­რა­ლი: ვუ­ყუ­რებ ამ გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ, გა­ტან­ჯულ "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" ტან­საც­მლით მო­ვაჭ­რე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს. მათ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფართს სთა­ვა­ზო­ბენ მაგ­რამ... ყვე­ლა­ფე­რი და­ე­ფერ­ფლათ და რა შე­ი­ტა­ნონ იქ?? რა თქმა უნდა ითხო­ვენ ფი­ნან­სურ კომ­პენ­სა­ცი­ას და ეს მარ­თე­ბუ­ლი­ცაა. ღმერ­თო, ამ­ხე­ლა ზა­რა­ლი, ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლი ასე­ვე დამ­წვა­რი შე­ნო­ბის მხრი­დან.

ვუ­ყუ­რებ და ვფიქ­რობ... ერთი "აე­როს­მი­ტი"-ს გას­ტრო­ლის გა­უქ­მე­ბით... ხომ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­და ყვე­ლა ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მა. არ ვიცი, ასეთ და­ზა­რა­ლე­ბულ/ დაქ­ცე­ულ ფონ­ზე ვის "ეა­ე­როს­მი­ტე­ბა" და ე-Crazy-ება. ერის გან­წყო­ბაც ხომ არის სა­ჭი­რო? პი­რა­დად მე ამ კონ­ცერ­ტზე ბი­ლეთს არ ვი­ყიდ­დი... არა იმი­ტომ, რომ ან­სამ­ბლს ვუ­ცხა­დებ პრო­ტესტს... არა­მედ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ასე­თი დუ­ხ­ჭი­რი ეკო­ნო­მი­უ­რი და მო­რა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის ფონ­ზე ასეთ ყალბ, მოჩ­ვე­ნე­ბით ლუქ­სუსს და არა­რე­ა­ლუ­რად დიდ, აბ­სურ­დულ მო­საწ­ვევ თან­ხას!!!

მიშა ქი­რია, მომ­ღე­რა­ლი: გა­ა­უქ­მეთ აე­როს­მი­ტის კონ­ცერ­ტი და ის ფული მო­ახ­მა­რეთ "ბავ­შვთა სამ­ყა­რო­ში" გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის­გან და­ზა­რა­ლე­ბულ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, აღარ გვინ­და 5 მი­ლი­ო­ნის გა­დაყ­რა ტაშ-ფან­დურ­ში, როცა ასე­თი ტრა­გე­დია და­ა­ტყდა ხალ­ხს თავს! დიახ ტრა­გე­დია, იმი­ტომ რომ დარ­ჩნენ ლუკ­მა პუ­რის გა­რე­შე, ბან­კე­ბის პი­რის­პირ! ხან­ძარს შე­ეშ­ვით, თა­ვი­სით ჩაქ­რე­ბა.

ქი­რი­ას პოსტს ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მე­გობ­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა მო­ი­წო­ნა:

ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი: უსინ­დი­სო და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო, უვარ­გი­სი ამაზ­რზე­ნი... მთავ­რო­ბა! იმე­დია ყვე­ლა მოგ­ბა­ძავთ! მაგ­რამ ვაი რომ უკა­ნას­კნელს გა­ყი­დი­ან ოღონდ მანდ აღ­მოჩ­ნდნენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"გააუქმეთ "აეროსმიტის" კონცერტი და ის ფული ხანძრისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოახმარეთ" - უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლების მიმართვა მთავრობას

"გააუქმეთ "აეროსმიტის" კონცერტი და ის ფული ხანძრისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოახმარეთ" - უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლების მიმართვა მთავრობას

ბავშვთა სამყაროში გაჩენილ ხანძარს სოციალურ ქსელში მწვავე პოსტით ეხმაურებიან საზღვარგარეთ მოღვაწე მომღერლები, თამარ ივერი და მიშა ქირია. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააუქმონ 20 მაისს დაგეგმილი ამერიკული როკ-ჯგუფის "აეროსმიტის" კონცერტი და თანხა ხანძრისგან დაზარალებულებს მოახმარონ.

თამარ ივერი, მომღერალი: ვუყურებ ამ გაუბედურებულ, გატანჯულ "ბავშვთა სამყაროს" ტანსაცმლით მოვაჭრე დაზარალებულებს. მათ ალტერნატიულ ფართს სთავაზობენ მაგრამ... ყველაფერი დაეფერფლათ და რა შეიტანონ იქ?? რა თქმა უნდა ითხოვენ ფინანსურ კომპენსაციას და ეს მართებულიცაა. ღმერთო, ამხელა ზარალი, ფინანსური ზარალი ასევე დამწვარი შენობის მხრიდან.

ვუყურებ და ვფიქრობ... ერთი "აეროსმიტი"-ს გასტროლის გაუქმებით... ხომ დაკმაყოფილდებოდა ყველა ფინანსური პრობლემა. არ ვიცი, ასეთ დაზარალებულ/ დაქცეულ ფონზე ვის "ეაეროსმიტება" და ე-Crazy-ება. ერის განწყობაც ხომ არის საჭირო? პირადად მე ამ კონცერტზე ბილეთს არ ვიყიდდი... არა იმიტომ, რომ ანსამბლს ვუცხადებ პროტესტს... არამედ ქვეყანაში შექმნილი ასეთი დუხჭირი ეკონომიური და მორალური სიტუაციის ფონზე ასეთ ყალბ, მოჩვენებით ლუქსუსს და არარეალურად დიდ, აბსურდულ მოსაწვევ თანხას!!!

მიშა ქირია, მომღერალი: გააუქმეთ აეროსმიტის კონცერტი და ის ფული მოახმარეთ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულ ჩვენს მოსახლეობას, აღარ გვინდა 5 მილიონის გადაყრა ტაშ-ფანდურში, როცა ასეთი ტრაგედია დაატყდა ხალხს თავს! დიახ ტრაგედია, იმიტომ რომ დარჩნენ ლუკმა პურის გარეშე, ბანკების პირისპირ! ხანძარს შეეშვით, თავისით ჩაქრება.

ქირიას პოსტს ანიტა რაჭველიშვილი გამოეხმაურა და მეგობრების ინიციატივა მოიწონა:

ანიტა რაჭველიშვილი: უსინდისო და უპასუხისმგებლო, უვარგისი ამაზრზენი... მთავრობა! იმედია ყველა მოგბაძავთ! მაგრამ ვაი რომ უკანასკნელს გაყიდიან ოღონდ მანდ აღმოჩნდნენ!

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."