ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამსახურის დილის ათ საათამდე დაწყება წამების ტოლფასია. ექიმი პოლ კელი, ოქსფორდის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი საკუთარ აღმოჩენას საზოგადოებას უზიარებს. ის ამბობს, რომ დილის 10 საათამდე მუშაობის დაწყება ადამიანისთვის მტანჯველია.
ჩვენი სხეულის საათი გენეტიკურად ისეა დაპროგრამებული, რომ ტვინის აქტივობა, ენერგიის დონე და ჰორმონების გამომუშავება ერთ ციკლში მოხდეს. მე-18 საუკუნის ბოლოს, რვასაათიანი სამუშაო დღე ქარხნული პროდუქტიულობის მისაღწევად შემოიღეს და მაშინ სხეულის ბიოლოგიური საათი არ გაითვალისწინეს.
მკვლევარები ირწმუნებიან, რომ დილის ათ საათამდე სამუშაო დღის დაწყება ნიშნავს ადამიანის წამებას, რადგან ის არაბუნებრივად არღვევს სხეულის რიტმს და გონების მუშაობის სხვადასხვა ასპექტებს. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ თუ სამუშაო საათები შეიცვლება, თანამშრომლები პროდუქტიულები გახდებიან. ექიმი პოლ კელი ამბობს, რომ დამსაქმებლები, რომლებიც აიძულებენ თანამშრომლებს, დილის ათ საათამდე დაიწყონ მუშაობა, მათ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ.
მომზადებულია truththeory.com-ს მიხედვით.