პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის" - რა კეთდება რეგიონებში მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად
"ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის" - რა კეთდება რეგიონებში მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად

30 იან­ვარს სას­ტუმ­რო­ში Rooms Hotels Tbilisi გა­ი­მარ­თა კონ­ფე­რენ­ცია "ნა­ბი­ჯი გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თვის - სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და ქვე­მო ქარ­თლში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი".

კონ­ფე­რენ­ცი­ას და­ეს­წრნენ - პარ­ლა­მენ­ტის, მთავ­რო­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტარ­და პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა "ნა­ბი­ჯი გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბი­სათ­ვის", რო­მე­ლიც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის მე­დია ცენ­ტრმა (SJMC), შვე­დე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (Sida) და ამე­რი­კის ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის NDI-ის მხარ­და­ჭე­რით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მო­ე­წყო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო გა­მო­ფე­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს 4 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შექ­მნი­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი გენ­დერუ­ლი კლუ­ბე­ბის წევ­რებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა სა­მიზ­ნე რე­გი­ო­ნე­ბი­დან ისა­უბ­რეს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე.

გა­ი­მარ­თა ჩვე­ნე­ბა დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი­სა "გი­უ­ლარ იბ­რა­გიმო­ვა", რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბუ­ლია ამა­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში რუბ­რი­კით "ქა­ლე­ბი რე­გი­ო­ნი­დან". ღო­ნის­ძი­ე­ბის დას­კვნით ნა­წილ­ში კი გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია ქალ­თა მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აღ­მო­ფხვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე.

პრო­ექ­ტი "ნა­ბი­ჯი გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბი­სათ­ვის" მიზ­ნად ისა­ხავ­და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და ქვე­მო ქარ­თლში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გენ­დერუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას. იგი ძი­რი­თა­დად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბი­სა და სხვა გენ­დერუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის რის­კე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ბორ­ჯომ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, ნი­ნოწ­მინ­და­სა და მარ­ნე­ულ­ში შე­იქ­მნა ახალ­გაზ­რდუ­ლი გენ­დერუ­ლი კლუ­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის 100-მდე ახალ­გაზ­რდაა გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი. კლუ­ბებს ჩა­უ­ტარ­დათ თე­მა­ტუ­რი ტრე­ნინ­გე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი. გენ­დერუ­ლი კლუ­ბე­ბი­დან ოთხი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შე­ირ­ჩა 16 მენ­ტო­რი. რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გე­ბის გავ­ლის შემ­დეგ გახ­დნენ თა­ნას­წორ გან­მა­ნათ­ლებ­ლე­ბი და უკვე თვი­თონ ატა­რე­ბენ რე­გი­ო­ნებ­ში ტრე­ნინ­გებს გენ­დერუ­ლი კლუ­ბე­ბის ახა­ლი წევ­რე­ბი­სათ­ვის.

გენ­დერუ­ლი კლუ­ბე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში არ­სე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბებ­თან, მარ­თა­ვენ თემ­ში სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ებს, შეხ­ვედ­რებს, დის­კუ­სი­ებს, ფო­რუმ და ლა­ბი­რინთ თე­ატ­რებს. მუ­შა­ო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გენ­დერუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გენ­დერულ თე­მებ­ზე ტრე­ნინ­გე­ბი ასე­ვე ჩა­უ­ტარ­დათ სა­მიზ­ნე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს, საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის დე­პუ­ტა­ტებს და რე­გი­ო­ნუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

გა­და­ღე­ბუ­ლი იქნა დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი რუბ­რი­კით - "ქა­ლე­ბი რე­გი­ო­ნი­დან", მომ­ზად­და და რე­გი­ო­ნუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის ეთე­რით ქარ­თულ, სომ­ხურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენებ­ზე გა­ვი­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო დის­კუ­სი­ე­ბი გენ­დერულ თე­მებ­ზე.

sponsored by ContentRoom

"ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის" - რა კეთდება რეგიონებში მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად

"ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის" - რა კეთდება რეგიონებში მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად

30 იანვარს სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi გაიმართა კონფერენცია "ნაბიჯი გენდერული თანასწორობისთვის - სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არსებული გამოწვევები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები".

კონფერენციას დაესწრნენ - პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენცია ჩატარდა პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა "ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის", რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა (SJMC), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მხარდაჭერით განახორციელა.

კონფერენციაზე მოეწყო პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო გამოფენა. საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შექმნილი ახალგაზრდული გენდერული კლუბების წევრებმა და მასწავლებლებმა სამიზნე რეგიონებიდან ისაუბრეს განხორციელებულ აქტივობებზე და იდენტიფიცირებულ პრობლემებზე.

გაიმართა ჩვენება დოკუმენტური ფილმისა "გიულარ იბრაგიმოვა", რომელიც გადაღებულია ამავე პროექტის ფარგლებში რუბრიკით "ქალები რეგიონიდან". ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი გაიმართა დისკუსია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

პროექტი "ნაბიჯი გენდერული თანასწორობისათვის" მიზნად ისახავდა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ადგილობრივი მოსახლეობის გენდერული ცნობიერების ამაღლებას. იგი ძირითადად ფოკუსირებული იყო ადრეული ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და სხვა გენდერული დისკრიმინაციის რისკების პრევენციაზე.

პროექტის ფარგლებში, ბორჯომში, ახალციხეში, ნინოწმინდასა და მარნეულში შეიქმნა ახალგაზრდული გენდერული კლუბები, რომლებშიც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის 100-მდე ახალგაზრდაა გაწევრიანებული. კლუბებს ჩაუტარდათ თემატური ტრენინგები, შეხვედრები. გენდერული კლუბებიდან ოთხივე მუნიციპალიტეტში შეირჩა 16 მენტორი. რომლებიც შესაბამისი ტრენინგების გავლის შემდეგ გახდნენ თანასწორ განმანათლებლები და უკვე თვითონ ატარებენ რეგიონებში ტრენინგებს გენდერული კლუბების ახალი წევრებისათვის.

გენდერული კლუბები რეგიონებში აქტიურად თანამშრომლობენ საჯარო სკოლებში არსებულ სამოქალაქო კლუბებთან, მართავენ თემში სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებს, შეხვედრებს, დისკუსიებს, ფორუმ და ლაბირინთ თეატრებს. მუშაობენ ადგილობრივი მოსახლეობის გენდერული ცნობიერების ამაღლებისათვის.

პროექტის ფარგლებში გენდერულ თემებზე ტრენინგები ასევე ჩაუტარდათ სამიზნე მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს, საკრებულოების დეპუტატებს და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს.

გადაღებული იქნა დოკუმენტური ფილმები რუბრიკით - "ქალები რეგიონიდან", მომზადდა და რეგიონული ტელეკომპანიების ეთერით ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გავიდა სატელევიზიო დისკუსიები გენდერულ თემებზე.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა