"თიბისი ბანკის" ანგარიში საზოგადოებას

"თიბისი ბანკის" ანგარიში საზოგადოებას

"თიბისი გალერეაში" შეკრებილ მედიასა და საზოგადოების წარმომადგენლებს "თიბისი ბანკმა" განხორციელებული CSR-პროექტების (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა) შესახებ ანგარიში წარუდგინა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგელობა თიბისი ბანკისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. CSR ინვესტიციების და პოლიტიკის მხრივ, თიბისი ისეთი საერთაშორისო ბანკების პრაქტიკას უტოლდება, როგორებიც არიან Barclays, HSBC, Deutche Bank და სხვები.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ისეთ სფეროებზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას ითვალისწინებს, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალური და საინტერესოა. ამ მხრივ, თიბისი ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები მრავალფეროვანია - ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, ნიჭიერი ახალგაზრდების განათლება და პროფესიული განვითარება, კულტურა, ხელოვნება, სოციალურად აქტუალური თემები, რაგბის პოპულარიზაცია და სხვა.

მამუკა ხაზარაძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

"წელს თიბისი ბანკი 25 წლის ხდება, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვახორციელებდით სხვადასხვა სამოქალაქო საქმიანობას და ეს იყო ჩვენი შინაგანი მოთხოვნილება. ჩვენი ფილოსოფია იმას ეთმობოდა, რომ უნდა გაგვეკეთებინა რაღაც სხვა, მნიშვნელოვანი საქმე ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. ეს ყველაფერი კი გადაიზარდა საინტერესო მოვლენაში, გახდა ინსტიტუციონალური. ქველმოქმედება დარჩა ქველმოქმედებად, რომელსაც ბუნებრივია ვაგრძელებთ, მაგრამ ეს ყველაფერი გადაიზარდა სოციალურ პასუხისმგებლობაში, რომელსაც სხვაგვარი მენეჯმენტი და მიდგომა სჭირდება. ამ წლების განმავლობაში ვსწავლობდით ჩვენი უცხოელი პარტნიორების, წამყვანი ბანკების ისტორიას და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ძალიან ბევრ საკითხში ნოვატორები ვართ.

სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს, შენს გვერდით მდგომი ადამიანის პასუხისმგებლობის გაზიარებას, რომელიც შენთან ერთად ქმნის რაღაც ღირებულებას. თიბისი ბანკი მარტო იმ ადამიანთა გუნდი არ არის ვინც აქ მუშაობს, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც იზიარებს ჩვენს დამოკიდებულებასა და ღირებულებებს იმ გარე სამყაროს მიმართ რასაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება ჰქვია.

გადავწყვიტეთ, რომ წელიწადში ერთხელ თქვენ - საზოგადოებას, მედიას ჩაგაბაროთ ანგარიში თუ რა გავაკეთეთ წლის განმავლობაში, რადგან ვთლით, რომ საზოგადოებამ და მასმედიამ უნდა იცოდეს ის გამოცდილება რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვაგროვებთ"

ნინო ანანიაშვილი, საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი მეგობრობა გადაიქცა ასეთ პარტნიორობად. მიხარია, რომ ბალეტის წარმატება თიბისი ბანკის სახელს უკავშირდება. ვთვლი, რომ ასეთი დიდი მხარდამჭერის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია დასის ყოველი წევრისათვის. ის პროექტები, რაც თიბისი ბანკთან ერთად განვახორციელეთ ძალიან წარმატებული და მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იყო. ვიოცნებებდი, რომ ამ საქმეში სხვა დაწესებულებებმაც მოგბაძოთ, რადგან დღეს ხელოვნებას ნამდვილად სჭირდება ისეთი ადამიანები, ვინც მხარს დაუჭერს ჩვენს განვითარებას"

"თიბისი ბანკი" მომავალშიც გააგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას, 2017 წლის აქცენტები კვლავ იქნება ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი ტაობა, კულტურა და რაგბი.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი