ავტორი:

რა უნდა იცოდეთ გაციებასა და ვირუსებზე და როგორ უნდა ვუმკურნალოთ გაციებულ ბავშვს - პედიატრის რეკომენდაციები

რა უნდა იცოდეთ გაციებასა და ვირუსებზე და როგორ უნდა ვუმკურნალოთ გაციებულ ბავშვს - პედიატრის რეკომენდაციები

როგორ უნდა ვუმკურნალოთ გაციებულ ბავშვს? როდის არის აუცილებელი სასწრაფო დახმარების გამოძახება ან ექიმთან ვიზიტი, როგორ ხდება ვირუსით გადაცემა - ყველაფერი, რაც გაციების შესახებ უნდა ვიცოდეთ - ამ თემაზე პედიატრი ლიკა თედიაშვილი გვესაუბრება.

- რა იწვევს გაციებას და ვინ ავადდება უფრო ხშირად?

- გაციება (ანუ მსუბუქი ვირუსული ინფექცია) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. როგორც წესი, ავადდებიან უპირატესად ახალშობილები და ბავშვები. ამ პოპულაციაში სიმპტომები მეტად მრავალფეროვანი და გახანგრძლივებულია, ვიდრე მოზრდილებში. აშშ-ში დაახლოებით 22 მილიონი გაცდენილი დღე სკოლაში და 20 მილიონი გაცდენილი დღე სამსახურში მოდის სწორედ ამ დაავადებაზე (ითვლება ასევე ბავშვის მოვლის გამო მშობლების მიერ გაცდენილი სამუშაო დღეებიც). გაციების გამოწვევა შეუძლია უამრავ ვირუსს. არსებობს რინოვირუსების 100 სხვადასხვა სახეობა, რომელთაც მარტივი გაციების გამოწვევა შუძლიათ. გამოწვევა შეუძლიათ ასევე ენტერო და კორონავირუსებს. სწორედ ამის გამო ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში უამრავჯერ ავადდება ამ დაავადებით.

- სტატისტიკურად, წელიწადში დაახლოებით რამდენჯერ ავადდებიან ბავშვები?

- 6 წლამდე ბავშვები ავადდებიან დაახლოებით 6-8 ჯერ წელიწადში, ხოლო თითოეული გაციების სიმპტომები გრძელდება დაახლოებით 14 დღე. ის ბავშვები, რომლებიც დადიან საბავშვო ბაღში, ავადდებიან გაცილებით უფრო ხშირად, მაგრამ დაწყებით კლასებში ასეთი ბაშვები შედარებით იშვიათად ავადდებიან, უკვე არსებული იმუნიტეტის გამო. გაციება გვხვდება წელიწადის ნებისმიერ დროს, უპირატესად ზამთარში.

- როგორ ხდება ვირუსის გადაცემა?

- ვირუსის გადაცემა ხდება უკვე დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე, ხელებით ან ჰაერ-წვეთოვანი გზით. დაინფიცირებული ადამიანი საშიშია გაციებიდან 2-4 დღის განმავლობაში.

გადაცემის გზებია:

• პირდაპირი კონტაქტი - დაავადებულ ადამიანებს ვირუსი გადააქვთ ხელების მეშვეობით, რომელზეც ვირუსი დაახლოებით 2 სთ. ნარჩუნდება. თუ ვირუსიანი ბავშვი შეეხება მეორე ბავშვს და მერე ხელს მოიკიდებს სახეზე, თვალზე და ცხვირზე, შესაძლებელია მოხდეს ვირუსით დასნებოვნება.

• შესაძლებელია დასნებოვნება მოხდეს საყოფაცხოვრებო ნივთებისგანაც - მაგალითად ზოგიერთი ვირუსი ნარჩუნდება კარების სახელურზე, სათამაშოებზე და ნივთების ზედაპირზე 1 დღის განმავლობაში განაგრძეთ კითხვა

ხვალ თბილისში მცირე თოვლია მოსალოდნელი, 18 თებერვლიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს

დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომი ჩაინგრა - ფოტოები ბახმაროდან, სადაც 3-მეტრამდე თოვლია

მეუფე ნიკოლოზი - " მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად... უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები"