პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარსკვლავები, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი აქვთ - ვინ არის ერთადერთი მილიონერი მსახიობი საქართველოში
ვარსკვლავები, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი აქვთ - ვინ არის ერთადერთი მილიონერი მსახიობი საქართველოში

ქარ­თველ ხე­ლო­ვა­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფა­სე­ბა რომ აკ­ლი­ათ, ყვე­ლამ კარ­გად იცის, ამი­ტომ ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბიზ­ნე­სი­თაც და­კავ­დნენ. AMBEBI.GE იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, ვი­საც სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი აქვს.

ია ფა­რუ­ლა­ვა

მსა­ხი­ო­ბი ია ფა­რუ­ლა­ვა ბიზ­ნეს­ში სულ ცოტა ხნის წინ ჩა­ერ­თო. მან აბა­ნო­თუ­ბან­ში სას­ტუმ­რო გახ­სნა. სახ­ლი, სა­დაც ია ფა­რუ­ლა­ვამ სას­ტუმ­რო გახ­სნა, მსა­ხი­ობ­მა 1997 წელს შე­ი­ძი­ნა.

"ეს სახ­ლი 1997 წელს შე­ვი­ძი­ნე. ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, სახ­ლში ოთხი ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და. რო­დე­საც სახ­ლი ვი­ყი­დე, მათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბი შე­ი­ძი­ნეს და გა­და­ვიდ­ნენ, მე კი დავ­შა­ლე ეს სახ­ლი და რამ­დე­ნი­მე წელი მქონ­და და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლი. 2007 წელს და­ვი­წყე სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და ომის შემ­დეგ ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლე", - გა­ნუ­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა AMBEBI.GE-ს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ორი წლის წინ იამ სას­ტუმ­როს გახ­სნა გა­და­წყვი­ტა, ის გა­და­კე­თე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი და ეს ბიზ­ნე­სი წარ­მა­ტე­ბით აა­წყო.

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე

მომ­ღე­რა­ლი ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე, სიმ­ღე­რი­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მას ტან­საც­მლის სა­კუ­თა­რი ხაზი აქვს. დი­ზა­ი­ნე­რო­ბა მომ­ღე­რალ­მა ნაქ­სო­ვი ქუ­დე­ბით წა­მო­ი­წყო, შემ­დეგ კი სა­მო­სი შექ­მნა. ქრის­ტი­ნეს ბიზ­ნე­სი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად გან­ვი­თარ­და, ამი­ტომ მან სა­კუ­თა­რი ბრენ­დის ხაზი "SAMI" შექ­მნა, რო­მე­ლიც სპორ­ტულ და ყო­ველ­დღი­ურ სა­მოსს აწარ­მო­ებს.

ლაშა ღლონ­ტი

ექი­მი და მომ­ღე­რა­ლი ლაშა ღლონ­ტი ბიზ­ნეს­ში სულ ცოტა ხნის წინ ჩა­ერ­თო. მე­გო­ბარ­თან ერ­თად მომ­ღე­რალ­მა ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო. ღვი­ნო ტრა­დი­ცი­უ­ლი არო­მა­ტის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და ძი­რი­თა­დად, მან­დი­ლოს­ნებ­ზეა გათ­ვლი­ლი. ლაშა ღლონ­ტის ღვი­ნის ბრენ­დს "აპ­რი­ლი" ეწო­დე­ბა და ის მხო­ლოდ სა­ზღვარ­გა­რეთ იყი­დე­ბა.

ზაზა ფა­ჩუ­ლია

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი, NBA-ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, სამ­შობ­ლო­ში ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მან რამ­დე­ნი­მე წლის წინ, თბი­ლის­ში სას­ტუმ­რო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ცენ­ტრი გახ­სნა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა უბ­ნებ­ში მდე­ბა­რე­ობს. ზა­ზას ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა­ში დედა და ახ­ლობ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი

მომ­ღე­რალ­მა ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა ბიზ­ნეს­ში ჩარ­თვა ცოტა ხნის წინ გა­და­წყვი­ტა. მან მე­გო­ბარ­თან ერ­თად ქა­ლის თეთ­რე­უ­ლის მა­ღა­ზია გახ­სნა. ნი­ნას მა­ღა­ზი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი ქა­ლის თეთ­რე­უ­ლი და წინ­დე­ბი იყი­დე­ბა. მომ­ღე­რალს ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა­ში ნე­ლი­კო ნა­ჭყე­ბია ეხ­მა­რე­ბა.

ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი

მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი ბიზ­ნეს­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩა­ერ­თო. მან ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი გახ­სნა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი საკ­ლუ­ბო ბიზ­ნე­სით და­ინ­ტე­რეს­და. ბა­თუმ­ში და თბი­ლის­ში კა­რა­ო­კე კლუ­ბე­ბი გახ­სნა. ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის­თვის ბიზ­ნეს­ში წას­ვლა გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­გე­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, ის ერ­თა­დერ­თი მი­ლი­ო­ნე­რი მსა­ხი­ო­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

Georgian celebrities who own their business

ვარსკვლავები, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი აქვთ - ვინ არის ერთადერთი მილიონერი მსახიობი საქართველოში

ვარსკვლავები, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი აქვთ - ვინ არის ერთადერთი მილიონერი მსახიობი საქართველოში

ქართველ ხელოვანებს საქართველოში დაფასება რომ აკლიათ, ყველამ კარგად იცის, ამიტომ ისინი იძულებულები არიან ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ბიზნესითაც დაკავდნენ. AMBEBI.GE იმ ცნობილი ადამიანების შესახებ გიამბობთ, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს.

ია ფარულავა

მსახიობი ია ფარულავა ბიზნესში სულ ცოტა ხნის წინ ჩაერთო. მან აბანოთუბანში სასტუმრო გახსნა. სახლი, სადაც ია ფარულავამ სასტუმრო გახსნა, მსახიობმა 1997 წელს შეიძინა.

"ეს სახლი 1997 წელს შევიძინე. ავარიულ მდგომარეობაში იყო, სახლში ოთხი ოჯახი ცხოვრობდა. როდესაც სახლი ვიყიდე, მათ საცხოვრებელი ბინები შეიძინეს და გადავიდნენ, მე კი დავშალე ეს სახლი და რამდენიმე წელი მქონდა დაკონსერვებული ადგილი. 2007 წელს დავიწყე სახლის მშენებლობა და ომის შემდეგ ვეღარ გავაგრძელე", - განუცხადა მსახიობმა AMBEBI.GE-ს ერთ-ერთ ინტერვიუში.

ორი წლის წინ იამ სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა, ის გადაკეთების პროცესში აქტიურად იყო ჩართული და ეს ბიზნესი წარმატებით ააწყო.

ქრისტინე იმედაძე

მომღერალი ქრისტინე იმედაძე, სიმღერისა და ტელევიზიის პარალელურად საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული. მას ტანსაცმლის საკუთარი ხაზი აქვს. დიზაინერობა მომღერალმა ნაქსოვი ქუდებით წამოიწყო, შემდეგ კი სამოსი შექმნა. ქრისტინეს ბიზნესი დროთა განმავლობაში წარმატებულად განვითარდა, ამიტომ მან საკუთარი ბრენდის ხაზი "SAMI" შექმნა, რომელიც სპორტულ და ყოველდღიურ სამოსს აწარმოებს.

ლაშა ღლონტი

ექიმი და მომღერალი ლაშა ღლონტი ბიზნესში სულ ცოტა ხნის წინ ჩაერთო. მეგობართან ერთად მომღერალმა ღვინის წარმოება დაიწყო. ღვინო ტრადიციული არომატისგან რადიკალურად განსხვავებულია და ძირითადად, მანდილოსნებზეა გათვლილი. ლაშა ღლონტის ღვინის ბრენდს "აპრილი" ეწოდება და ის მხოლოდ საზღვარგარეთ იყიდება.

ზაზა ფაჩულია

ცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ში წარმატებული კარიერის პარალელურად, სამშობლოში ბიზნესით არის დაკავებული. მან რამდენიმე წლის წინ, თბილისში სასტუმრო, მოგვიანებით კი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი გახსნა, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბნებში მდებარეობს. ზაზას ბიზნესის წარმოებაში დედა და ახლობლები ეხმარებიან.

ნინა წკრიალაშვილი

მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა ბიზნესში ჩართვა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა. მან მეგობართან ერთად ქალის თეთრეულის მაღაზია გახსნა. ნინას მაღაზიაში საქართველოში შექმნილი ქალის თეთრეული და წინდები იყიდება. მომღერალს ბიზნესის წარმოებაში ნელიკო ნაჭყებია ეხმარება.

ლევან ჯიბღაშვილი

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ბიზნესში რამდენიმე წლის წინ ჩაერთო. მან ბავშვთა გასართობი ცენტრი გახსნა, რომელიც თბილისში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, მოგვიანებით კი საკლუბო ბიზნესით დაინტერესდა. ბათუმში და თბილისში კარაოკე კლუბები გახსნა. ლევან ჯიბღაშვილისთვის ბიზნესში წასვლა განსაკუთრებით მომგებიანი აღმოჩნდა, ის ერთადერთი მილიონერი მსახიობია საქართველოში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

Georgian celebrities who own their business

მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე

ნატალია ვოდიონოვასა და მილიარდერის ვაჟის ქორწილი - კაბა, თაიგული და მინიმალისტური დეტალები ყველაზე არისტოკრატული ცერემონიიდან