რატომ დაიწვა "ბავშვთა სამყარო " ასე სწრაფად - ამის შესახებ ინფორმაციას, არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება "სასინჯი კონტროლი" "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, სავაჭრო ცენტრის შენობა ბენზინითა და სხვა ფეთქებადი ნივთიერებებით იყო სავსე. შენობაში მხოლოდ 100-150 ლიტრი ბენზინი ინახებოდა.
"ბიზნესპრესნიუსი" "სასინჯი კონტროლის" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ოფიციალური წყაროების ცნობით, ხანძარი შენობის უკანა მხარეს განთავსებულ ბაზრობაზე წარმოიშვა, შემდეგ მის შიგნით გადავიდა და ხანძარმა უსწრაფესად მოიცვა უზარმაზარი ფართობი. გაჟღერდა მრავალი ვერსია, მათ შორის-თითქოს ხანძარი განძრახ, სპეციალურად გააჩინეს... ვინაიდან იგი ასე სწრაფად განვითარდა ე.ი. იყო მასზე ზემოქმედება და ა.შ. ნებისმიერი ვერსია რჩება ვერსიად და სხვა არაფრად თუ იგი ობიექტური არგუმენტებით გაჯერებული არ იქნება.
"ობიექტურობა კი შემდეგშია: "ბავშვთა სამყაროში" ორი ძვირფასი ლითონების ნაწარმის სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებდა - ე.წ. ოქროს ბირჟა, სადაც დაკავებული იყო 500-მდე მეწარმე სუბიექტი (ე.წ. დილერი) და 50-მდე ოქრომჭედელი. განაგრძეთ კითხვა