პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელიც პოლიტიკოსების და ვარსკვლავების სკანდალურ საქმეებს აგვარებს
ქალი, რომელიც პოლიტიკოსების და ვარსკვლავების სკანდალურ საქმეებს აგვარებს

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დრა­მის "სკან­და­ლის" მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ოლი­ვია პო­უ­პი რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის - ჯუდი სმი­ტის პრო­ტო­ტი­პია.

25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კრი­ზის-მე­ნე­ჯე­რი ჯუდი სმი­ტი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, სპორ­ტსმე­ნე­ბის, ვარ­სკვლა­ვე­ბის და კორ­პო­რა­ცი­ე­ბის საქ­მე­ე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ის აგ­ვა­რებ­და ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცულ და ერთი შე­ხედ­ვით სრუ­ლი­ად მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მებს. მის კლი­ენ­ტებს შო­რის იყ­ვნენ მო­ნი­კა ლე­ვინ­სკი, კობი ბრა­ი­ან­ტი და სხვე­ბი. გა­გაც­ნობთ რამ­დე­ნი­მე საქ­მეს, რო­მე­ლიც ჯუდი სმი­ტის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

ჯუდი სმი­ტი 1998 წელს თეთ­რი სახ­ლის ყო­ფი­ლი სტა­ჟი­ო­რის მო­ნი­კა ლე­ვინ­სკის ად­ვო­კა­ტი იყო. სმი­ტი დახ­მა­რე­ბას უწევ­და მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ლე­ვინ­სკის, რო­მელ­საც კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლი და­ა­ტყდა თავს აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტთან ბილ კლინ­ტონ­თან გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი სკან­და­ლის გამო. ლე­ვინ­სკი სმიტ­თან ერ­თად და­დი­ო­და სა­სა­მარ­თლო­ში, მისი დახ­მა­რე­ბით ურ­თი­ერ­თობ­და მე­დი­ას­თან და სა­უბ­რობ­და იმას, რა­საც სმი­ტი უთი­თებ­და. და­მამ­ცი­რე­ბელ­მა და­კი­თხვებ­მა, სა­დაც ლე­ვინ­სკის უწევ­დათ ყვე­ლა ინ­ტი­მუ­რი დე­ტა­ლის გამ­ხე­ლა, სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა მის ფსი­ქი­კას.

1998 წელს, 7 იან­ვრი­დან 12 თე­ბერ­ვლამ­დე პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის საქ­მე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, იმ­პიჩ­მენ­ტი გა­მო­ი­რი­ცხა და კლინ­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტად დარ­ჩა. მო­ნი­კამ მე­მუ­ა­რე­ბი და­წე­რა მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 1999 წელს და­ი­ბეჭ­და და ავ­ტორს ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­უ­ტა­ნა.

NBA-ს ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­მა ვარ­სკვლავ­მა კობი ბრა­ი­ან­ტმა ჯუდი სმი­ტი და­ი­ქი­რა­ვა მას შემ­დეგ, რაც 19 წლის გო­გო­ნა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. 2003 წელს კა­ლათ­ბურ­თე­ლი კო­ლო­რა­დოს ერთ-ერთი სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ამან მის იმიჯ­ზე ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და. საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე არ მი­სუ­ლა - სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლმა უარი თქვა კა­ლათ­ბურ­თე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე. სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზის მიღ­მა კომ­პრო­მი­სუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პუბ­ლი­კის­თვის ერთს ნიშ­ნავ­და: ბრა­ი­ან­ტმა უბ­რა­ლოდ მო­ის­ყი­და 19 წლის გო­გო­ნა. 2004 წელს ცნო­ბილ კა­ლათ­ბურ­თელს ბრა­ლი გა­უქ­მდა.

სმი­ტი ამე­რი­კუ­ლი ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლავ მა­იკლ ვიკ­თან მუ­შა­ობ­და რო­დე­საც 2007 წელს სპორ­ტსმე­ნი ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბის მო­წყო­ბა­ში და­ა­და­ნა­შუ­ლეს. ვიკი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს და მან ცი­ხე­ში 18 თვე გა­ა­ტა­რა. მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ კრი­ზის-მე­ნე­ჯერ­მა 45-გვერ­დი­ა­ნი გეგ­მა შე­ად­გი­ნა სპორ­ტსმე­ნის იმი­ჯის აღ­სად­გე­ნად.

ჯილ ქელი, ქალი, რო­მე­ლიც CIA-ს (ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს) დი­რექ­ტო­რის დე­ვიდ პეტ­რე­უ­სის ირ­გვლივ აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის ცენ­ტრში მო­ექ­ცა, სმი­ტის კი­დევ ერთი კლი­ენ­ტია.

ოთხვარ­სკვლა­ვი­ა­ნი ამე­რი­კე­ლი გე­ნერ­ლის 37-წლი­ან კა­რი­ე­რას ორ ქალ­თან ინ­ტი­მურ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი. ჟურ­ნა­ლისტ პოლა ბრო­დუ­ე­ლის, რო­მელ­საც პრე­სამ "პენ­ტა­გო­ნე­ლი მო­ნი­კა ლე­ვინ­სკი" შე­არ­ქვა, და პეტ­რე­უ­სის რო­მა­ნის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი 2012 წლის ბო­ლოს გახ­და. მათ ერ­თი­ერ­თო­ბას ნა­თე­ლი ბა­ნა­ლურ­მა ეჭ­ვი­ა­ნო­ბამ მოჰ­ფი­ნა. ბრო­დუ­ელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გე­ნე­რალს აქ­ტი­უ­რი მი­მო­წე­რა სწო­რედ ჯილ ქე­ლის­თან ჰქონ­და. ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ბრო­დუ­ელ­მა ქე­ლის ანო­ნი­მუ­რი მი­სა­მარ­თე­ბი­დან მუ­ქა­რე­ბით სავ­სე წე­რი­ლე­ბის გაგ­ზავ­ნა და­უ­წყო. შე­ში­ნე­ბულ­მა ქე­ლიმ ფე­დე­რა­ლურ სამ­სა­ხურს მი­მარ­თა.

შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ფა­რულ "ნი­კებს" ამო­ფა­რე­ბულ ბრო­დუ­ელს მი­აგ­ნო და მის კომ­პი­უ­ტერ­ში 30 ათას­ზე მეტ წე­რილს, მათ შო­რის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნელ, დე­ვიდ პეტ­რე­უს­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო მი­მო­წე­რას და სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცველ დო­კუ­მენ­ტებს მი­აკ­ვლია. ამის შემ­დეგ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ი­ძი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პეტ­რა­უს­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

სწო­რედ ჯუდი სმი­ტია სკან­და­ლუ­რი ამე­რი­კუ­ლი დრა­მის "სკან­და­ლის" მთა­ვა­რი გმი­რის ოლი­ვია პო­უ­პის პრო­ტო­ტი­პი. ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს, სა­ღა­მოს 18:00 სა­ათ­ზე #ჩა­უ­ჯე­ქი "სკან­დალს" GDS-ზე

ქალი, რომელიც პოლიტიკოსების და ვარსკვლავების სკანდალურ საქმეებს აგვარებს

ქალი, რომელიც პოლიტიკოსების და ვარსკვლავების სკანდალურ საქმეებს აგვარებს

ცნობილი ამერიკული პოლიტიკური დრამის "სკანდალის" მთავარი პერსონაჟი ოლივია პოუპი რეალური ადამიანის - ჯუდი სმიტის პროტოტიპია.

25 წლის განმავლობაში, კრიზის-მენეჯერი ჯუდი სმიტი პოლიტიკოსების, სპორტსმენების, ვარსკვლავების და კორპორაციების საქმეებით იყო დაკავებული. ის აგვარებდა ყველა საიდუმლოებით მოცულ და ერთი შეხედვით სრულიად მოუგვარებელ პრობლემებს. მის კლიენტებს შორის იყვნენ მონიკა ლევინსკი, კობი ბრაიანტი და სხვები. გაგაცნობთ რამდენიმე საქმეს, რომელიც ჯუდი სმიტის სახელს უკავშირდება.

ჯუდი სმიტი 1998 წელს თეთრი სახლის ყოფილი სტაჟიორის მონიკა ლევინსკის ადვოკატი იყო. სმიტი დახმარებას უწევდა მედიასთან ურთიერთობაში ლევინსკის, რომელსაც კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს აშშ-ს პრეზიდენტთან ბილ კლინტონთან გახმაურებული სექსუალური სკანდალის გამო. ლევინსკი სმიტთან ერთად დადიოდა სასამართლოში, მისი დახმარებით ურთიერთობდა მედიასთან და საუბრობდა იმას, რასაც სმიტი უთითებდა. დამამცირებელმა დაკითხვებმა, სადაც ლევინსკის უწევდათ ყველა ინტიმური დეტალის გამხელა, სერიოზული ზიანი მიაყენა მის ფსიქიკას.

1998 წელს, 7 იანვრიდან 12 თებერვლამდე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განიხილებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმპიჩმენტი გამოირიცხა და კლინტონი პრეზიდენტად დარჩა. მონიკამ მემუარები დაწერა მათი ურთიერთობის შესახებ, რომელიც 1999 წელს დაიბეჭდა და ავტორს ნახევარი მილიონი დოლარი მოუტანა.

NBA-ს ყველაზე ცნობილმა ვარსკვლავმა კობი ბრაიანტმა ჯუდი სმიტი დაიქირავა მას შემდეგ, რაც 19 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალი წაუყენეს. 2003 წელს კალათბურთელი კოლორადოს ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომლის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ამან მის იმიჯზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა. საქმე სასამართლომდე არ მისულა - სავარაუდო მსხვერპლმა უარი თქვა კალათბურთელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სასამართლო დარბაზის მიღმა კომპრომისული გადაწყვეტილება პუბლიკისთვის ერთს ნიშნავდა: ბრაიანტმა უბრალოდ მოისყიდა 19 წლის გოგონა. 2004 წელს ცნობილ კალათბურთელს ბრალი გაუქმდა.

სმიტი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავ მაიკლ ვიკთან მუშაობდა როდესაც 2007 წელს სპორტსმენი ძაღლების ჩხუბის მოწყობაში დაადანაშულეს. ვიკი დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 18 თვე გაატარა. მისი გათავისუფლების შემდეგ კრიზის-მენეჯერმა 45-გვერდიანი გეგმა შეადგინა სპორტსმენის იმიჯის აღსადგენად.

ჯილ ქელი, ქალი, რომელიც CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს) დირექტორის დევიდ პეტრეუსის ირგვლივ აგორებული სკანდალის ცენტრში მოექცა, სმიტის კიდევ ერთი კლიენტია.

ოთხვარსკვლავიანი ამერიკელი გენერლის 37-წლიან კარიერას ორ ქალთან ინტიმურმა ურთიერთობამ დაუდო საფუძველი. ჟურნალისტ პოლა ბროდუელის, რომელსაც პრესამ "პენტაგონელი მონიკა ლევინსკი" შეარქვა, და პეტრეუსის რომანის შესახებ ცნობილი 2012 წლის ბოლოს გახდა. მათ ერთიერთობას ნათელი ბანალურმა ეჭვიანობამ მოჰფინა. ბროდუელთან ურთიერთობის პარალელურად, გენერალს აქტიური მიმოწერა სწორედ ჯილ ქელისთან ჰქონდა. ეჭვიანობის ნიადაგზე ბროდუელმა ქელის ანონიმური მისამართებიდან მუქარებით სავსე წერილების გაგზავნა დაუწყო. შეშინებულმა ქელიმ ფედერალურ სამსახურს მიმართა.

შემოწმების შედეგად, კიბერუსაფრთხოების სამსახურმა ფარულ "ნიკებს" ამოფარებულ ბროდუელს მიაგნო და მის კომპიუტერში 30 ათასზე მეტ წერილს, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ხელმძღვანელ, დევიდ პეტრეუსთან სასიყვარულო მიმოწერას და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებს მიაკვლია. ამის შემდეგ დაწყებული გამოიძიების საფუძველზე პეტრაუსმა თანამდებობა დატოვა.

სწორედ ჯუდი სმიტია სკანდალური ამერიკული დრამის "სკანდალის" მთავარი გმირის ოლივია პოუპის პროტოტიპი. ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 18:00 საათზე #ჩაუჯექი "სკანდალს" GDS-ზე

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"