პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ მალანია - შსს უზრუნველყოფს „ბავშვთა სამყაროს“ შენობის სრულ დაცვას და უცხო პირი ტერიტორიაზე ვერ შევა
მერაბ მალანია - შსს უზრუნველყოფს „ბავშვთა სამყაროს“ შენობის სრულ დაცვას და უცხო პირი ტერიტორიაზე ვერ შევა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" შე­ნო­ბის სრულ დაც­ვას და უცხო პირი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვერ შევა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ მე­რაბ მა­ლა­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, საქ­მე­ზე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

"მი­ზე­ზებს ვერ გე­ტყვით, თუმ­ცა, იყო აა­ლე­ბის კერა, რო­მელ­საც ამ წუ­თებ­შიც აქ­რო­ბენ. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სამ­ხა­რა­უ­ლი­სა და მე­რი­ის ექ­სპერ­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ შე­ნო­ბა­ში. მათი დას­კვნით, შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა სა­ხი­ფა­თოა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­და­წყდა შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟი. რამ­დე­ნი დღეც არ უნდა გაგ­რძელ­დეს შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს ტე­რი­ტო­რი­ის სრულ დაც­ვას და მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უცხო პირი ვერ შევა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე", - გა­ნა­ცხა­და მა­ლა­ნი­ამ.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ წუ­თებ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გაძ­ლი­ე­რე­ბულ რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 16 სა­ხან­ძრო ბრი­გა­და. ად­გილ­ზე რჩე­ბი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბი, რო­მელ­თა ნა­წი­ლი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად მო­ი­თხოვს შე­ნო­ბა­ში შეს­ვლას და ნივ­თე­ბის გა­მო­ტა­ნას.

მერაბ მალანია - შსს უზრუნველყოფს „ბავშვთა სამყაროს“ შენობის სრულ დაცვას და უცხო პირი ტერიტორიაზე ვერ შევა

მერაბ მალანია - შსს უზრუნველყოფს „ბავშვთა სამყაროს“ შენობის სრულ დაცვას და უცხო პირი ტერიტორიაზე ვერ შევა

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს "ბავშვთა სამყაროს" შენობის სრულ დაცვას და უცხო პირი ტერიტორიაზე ვერ შევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ განუცხადა. მისი თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება.

"მიზეზებს ვერ გეტყვით, თუმცა, იყო აალების კერა, რომელსაც ამ წუთებშიც აქრობენ. როგორც მოგეხსენებათ, სამხარაულისა და მერიის ექსპერტები იმყოფებოდნენ შენობაში. მათი დასკვნით, შენობაში შესვლა სახიფათოა, რის საფუძველზეც გადაწყდა შენობის დემონტაჟი. რამდენი დღეც არ უნდა გაგრძელდეს შენობის დემონტაჟი, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ტერიტორიის სრულ დაცვას და მინდა განვაცხადო, რომ ამ დღეების განმავლობაში უცხო პირი ვერ შევა ტერიტორიაზე", - განაცხადა მალანიამ.

ტერიტორიაზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გაძლიერებულ რეჟიმში იმყოფებიან. მობილიზებულია 16 სახანძრო ბრიგადა. ადგილზე რჩებიან დაზარალებული მოვაჭრეები, რომელთა ნაწილი კვლავინდებურად მოითხოვს შენობაში შესვლას და ნივთების გამოტანას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ