კვლევითმა კომპანია Universum-მა "თანამშრომლების ბედნიერების გლობალური ინდექსი" გამოაქვეყნა.
2016 წლის ინდექსში დასახელებულია ქვეყნები და პროფესიები, სადაც დასაქმებულები თავს ყველაზე ბედნიერად და კმაყოფილად გრძნობენ.
კვლევის პერიოდში კომპანიამ 57 ქვეყნის 200 000 დასაქმებული გამოკითხა. სამსახურში ბედნიერების განსაზღვრისას კვლევის ავტორები იყენებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის დასაქმებულთა კმაყოფილების მაჩვენებელი, დამსაქმებლის სურვილი რეკომენდაცია გაუწიოს თავის თანამშრომელს სხვა კომპანიაში, ასევე სამუშაოს გამოცვლის სურვილი.
ინდექსის თანახმად, ყველაზე ბედნიერები დასაქმებულები დანიაში არიან. დანიის კანონმდებლობის თანახმად, კომპანიები, რომლებსაც 35-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, ვალდებული არიან დირექტორთა საბჭოში ადგილი გამოუყონ მუდმივ თანამშრომლებს, რომლებიც იგივე უფლებებით ისარგებლებენ, რითაც საბჭოს წევრის ტოპ-მენეჯერები. განგრძეთ კითხვა