პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო ქართველ მფრინავებზე, რომლებიც კონგოში ავიაკატასტროფაში მოყვნენ
რა განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო ქართველ მფრინავებზე, რომლებიც კონგოში ავიაკატასტროფაში მოყვნენ

"კონ­გო­ში მომ­ხდა­რი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვე­ბი არ და­ღუ­პუ­ლან" - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

თავ­დაც­ვის უწყე­ბის მტკი­ცე­ბით, მფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში მოყ­ვნენ, კონ­გო­ში კერ­ძო მიზ­ნე­ბით, სხვა­დას­ხვა დროს ჩა­სუ­ლი პი­რე­ბი არი­ან.

"აქ სა­უ­ბა­რია სხვა­დას­ხვა წლებ­ში, მათ შო­რის 2006, 2007, 2010 და 2011 წლებ­ში კერ­ძო მიზ­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სულ მფრი­ნა­ვებ­ზე და სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კურ პერ­სო­ნალ­ზე, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად მუ­შა­ო­ბენ კონ­გოს რეს­პუბ­ლი­კა­ში. ჩვენს მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­ხორ­ცი­ელ­და ვერ­ტმფრე­ნის ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა, რა დრო­საც არც ერთი ქარ­თვე­ლი არ და­ღუ­პუ­ლა და არც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ მი­უ­ღი­ათ", - აცხა­დე­ბენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

რო­გორც სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" წყა­რომ შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა, კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას არ­მი­ის კუთ­ვნი­ლი ორი Ми-24 ჩა­მო­აგ­დეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ცნო­ბი­ლია, რომ ერთს ბე­ლო­რუ­სი, მე­ო­რეს კი - ქარ­თუ­ლი ეკი­პა­ჟი მარ­თავ­და. ბე­ლო­რუ­სი მფრი­ნა­ვე­ბი კონ­გოს სა­ვა­ად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა.

ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვე­ბი კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ცაზე 2010 წლი­დან დაფ­რი­ნა­ვენ. მა­შინ­დელ­მა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვე­ბი და ტექ­ნი­კო­სე­ბი სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მა­თაც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი იპო­ვეს... ერთ-ერთი მათ­გა­ნი - სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი, მა­ი­ო­რი ვე­ფხვია მსხვი­ლი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებ­და, რომ ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს არ ჭირ­დე­ბოდ­ნენ, ამი­ტო­მაც კონ­გოს მი­ა­შუ­რეს...

წა­ი­კი­თხეთ: არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­გო­ში ქარ­თვე­ლი მფრი­ნა­ვე­ბი ჩა­მო­აგ­დეს

sponsored by ContentRoom

რა განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო ქართველ მფრინავებზე, რომლებიც კონგოში ავიაკატასტროფაში მოყვნენ

რა განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო ქართველ მფრინავებზე, რომლებიც კონგოში ავიაკატასტროფაში მოყვნენ

"კონგოში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ქართველი მფრინავები არ დაღუპულან" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

თავდაცვის უწყების მტკიცებით, მფრინავები, რომლებიც ავიაკატასტროფაში მოყვნენ, კონგოში კერძო მიზნებით, სხვადასხვა დროს ჩასული პირები არიან.

"აქ საუბარია სხვადასხვა წლებში, მათ შორის 2006, 2007, 2010 და 2011 წლებში კერძო მიზნებით საქართველოდან წასულ მფრინავებზე და სხვადასხვა ტექნიკურ პერსონალზე, რომლებიც ამჟამად მუშაობენ კონგოს რესპუბლიკაში. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით, განხორციელდა ვერტმფრენის ავარიული დაშვება, რა დროსაც არც ერთი ქართველი არ დაღუპულა და არც მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღიათ", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" წყარომ შეგვატყობინა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბრძოლო დავალების შესრულებისას არმიის კუთვნილი ორი Ми-24 ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით ცნობილია, რომ ერთს ბელორუსი, მეორეს კი - ქართული ეკიპაჟი მართავდა. ბელორუსი მფრინავები კონგოს სავაადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ქართველი მფრინავები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცაზე 2010 წლიდან დაფრინავენ. მაშინდელმა თავდაცვის სამინისტრომ, სამხედრო მფრინავები და ტექნიკოსები სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გაათავისუფლა, მათაც ალტერნატიული სამსახური იპოვეს... ერთ-ერთი მათგანი - სამხედრო მფრინავი, მაიორი ვეფხვია მსხვილიძე ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ ისინი საქართველოს არ ჭირდებოდნენ, ამიტომაც კონგოს მიაშურეს...

წაიკითხეთ: არსებული ინფორმაციით, კონგოში ქართველი მფრინავები ჩამოაგდეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი