პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომ არა ემიგრანტი ქალი, დონალდ ტრამპი არ იქნებოდა... - ვინ იყო პრეზიდენტის დედა?
რომ არა ემიგრანტი ქალი, დონალდ ტრამპი არ იქნებოდა... - ვინ იყო პრეზიდენტის დედა?

...1929 წელი. 17 წლის შოტ­ლან­დი­ე­ლი მერი ენ მაკ­ლე­ო­დი გლაზ­გო­დან ამე­რი­კა­ში მი­ე­შუ­რე­ბა უკე­თე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­პოვ­ნე­ლად... ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ძი­ე­ბა­ში, ემიგ­რან­ტი გო­გო­ნა ნიუ იორკში აღ­მოჩ­ნდა...

ტრამ­პის დედა ემიგ­რან­ტი იყო, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი არას­დროს ახ­სე­ნებ­და ამ ფაქტს სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს. მის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე დე­დის წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი მხო­ლოდ იმას ყვე­ბო­და გა­მოს­ვლებ­ში, რომ დე­და­მი­სი ამე­რი­კა­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ ჩა­მო­ვი­და და აქ სიყ­ვა­რუ­ლის გამო დარ­ჩა. თუმ­ცა, არ­ქივ­ში და­ცუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, ეს ასე სუ­ლაც არ არის...

ნიუ იორკში მერი მაკ­ლე­ო­დი სა­კუ­თა­რი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის კარ­გად მო­წყო­ბილ კო­მუ­ნა­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც მისი ორი დაც იმ­ყო­ფე­ბო­და. მას ნიუ იორ­კამ­დე მი­საღ­წე­ვად რამ­დე­ნი­მე მოგ­ზა­უ­რო­ბის გა­მოვ­ლა მო­უხ­და. ბოლო ორ გემ­ზე, რო­მელ­ზეც იმ­ყო­ფე­ბო­და, გო­გო­ნა მო­სამ­სა­ხუ­რედ მუ­შა­ობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მერი მაკ­ლე­ო­დი მერი ტრამ­პი გახ­და, ამე­რი­კის 45-ე პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის დედა. თუმ­ცა, მერი 2000 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, ვიდ­რე მისი შვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­წყვეტ­და წას­ვლას.

მერი და მისი ორი და, რომ­ლე­ბიც ათშ­ვი­ლი­ან ოჯახ­ში იზ­რდე­ბოდ­ნენ, შოტ­ლან­დი­ის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ტონ­გი­დან სი­ღა­რი­ბეს და ოჯა­ხურ სკან­დალს გა­მო­ექ­ცნენ - მე­რის და კეტ­რინ­მა 20-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე გა­ა­ჩი­ნა შვი­ლი.

30-იან წლებ­ში მერი მაკ­ლე­ო­დი ფრე­დე­რიკ ტრამპს შეხ­ვდა და მათ ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ. ფრედ ტრამ­პი მშე­ნე­ბე­ლი იყო, რო­მელ­მაც სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი ჯერ კი­დევ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას და­ი­წყო.

ფრე­დი და მერი 1936 წელს და­ქორ­წინ­დნენ და ქუ­ინსში, ემიგ­რან­ტე­ბის უბან­ში და­ი­დეს ბინა. რო­გორც მდი­და­რი მშე­ნებ­ლის ცოლი, მერი ტრამ­პი ნიუ იორ­კის სო­ცი­ა­ლურ წრე­ში მალე გა­ე­რია. მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და ფი­ლანტრო­პულ საქ­მე­ებ­ში, ეხ­მა­რე­ბო­და ცე­ლებ­რა­ლუ­რი დამ­ბლი­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­ფერ­ხე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს. მერი ტრამ­პი 2000 წელს ნიუ იორკში გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newyorker.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რომ არა ემიგრანტი ქალი, დონალდ ტრამპი არ იქნებოდა... - ვინ იყო პრეზიდენტის დედა?

რომ არა ემიგრანტი ქალი, დონალდ ტრამპი არ იქნებოდა... - ვინ იყო პრეზიდენტის დედა?

...1929 წელი. 17 წლის შოტლანდიელი მერი ენ მაკლეოდი გლაზგოდან ამერიკაში მიეშურება უკეთესი შესაძლებლობების საპოვნელად... ამერიკული ოცნების ძიებაში, ემიგრანტი გოგონა ნიუ იორკში აღმოჩნდა...

ტრამპის დედა ემიგრანტი იყო, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატი არასდროს ახსენებდა ამ ფაქტს საკუთარ ამომრჩეველს. მის ოფიციალურ საიტზე დედის წარმომავლობის შესახებ არაფერია ნათქვამი. მომავალი პრეზიდენტი მხოლოდ იმას ყვებოდა გამოსვლებში, რომ დედამისი ამერიკაში სამოგზაუროდ ჩამოვიდა და აქ სიყვარულის გამო დარჩა. თუმცა, არქივში დაცული დოკუმენტების თანახმად, ეს ასე სულაც არ არის...

ნიუ იორკში მერი მაკლეოდი საკუთარი თანამემამულეების კარგად მოწყობილ კომუნაში აღმოჩნდა, სადაც მისი ორი დაც იმყოფებოდა. მას ნიუ იორკამდე მისაღწევად რამდენიმე მოგზაურობის გამოვლა მოუხდა. ბოლო ორ გემზე, რომელზეც იმყოფებოდა, გოგონა მოსამსახურედ მუშაობდა. მოგვიანებით მერი მაკლეოდი მერი ტრამპი გახდა, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დედა. თუმცა, მერი 2000 წელს გარდაიცვალა, ვიდრე მისი შვილი პოლიტიკაში გადაწყვეტდა წასვლას.

მერი და მისი ორი და, რომლებიც ათშვილიან ოჯახში იზრდებოდნენ, შოტლანდიის მშობლიურ ქალაქ ტონგიდან სიღარიბეს და ოჯახურ სკანდალს გამოექცნენ - მერის და კეტრინმა 20-იანი წლების დასაწყისში ქორწინების გარეშე გააჩინა შვილი.

30-იან წლებში მერი მაკლეოდი ფრედერიკ ტრამპს შეხვდა და მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. ფრედ ტრამპი მშენებელი იყო, რომელმაც სამშენებლო ბიზნესი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას დაიწყო.

ფრედი და მერი 1936 წელს დაქორწინდნენ და ქუინსში, ემიგრანტების უბანში დაიდეს ბინა. როგორც მდიდარი მშენებლის ცოლი, მერი ტრამპი ნიუ იორკის სოციალურ წრეში მალე გაერია. მონაწილეობას იღებდა ფილანტროპულ საქმეებში, ეხმარებოდა ცელებრალური დამბლისა და ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანებს. მერი ტრამპი 2000 წელს ნიუ იორკში გარდაიცვალა.

მომზადებულია newyorker.com-ს მიხედვით

შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ტერორისტი განაჩენის მოლოდინშია - უმძიმესი ფოტოები ციხიდან

ალ-ბაღდადის პოვნა მისი გასარეცხი საცვლების საშუალებით შეძლეს - სპეცოპერაციის ახალი დეტალები

ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში "დიდი წვლილი შეიტანა"